9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ვერძებო, ამ დღეს შესაძლოა, განსხვავებული აზრების გათვალისწინება მოგიწიოთ და უსიამოვნო ადამიანებთან ერთად იმგზავროთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ - მცირე კამათიც კი სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს. ხელსაყრელი დღეა სასწორთან ურთიერთობისთვის. ლომებს უნდა მოერიდოთ.
კურო
არ შეიძლება ადამიანი იმაში დაადანაშაულოთ, რომ თქვენი წარმოსახვითი მოლოდინები არ გაამართლა. გამორიცხული არ არის, რომ თავად მოტყუვდეთ და საკუთარ ანკესს წამოეგოთ. დაპირისპირებით ვერაფერს მოაგვარებთ. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მოთმინებაა. ხელსაყრელი დღეა ვერძებთან ურთიერთობისთვის, თევზებს კი უნდა ერიდოთ.
ტყუპები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დღე ძალიან მშვიდად და სირთულეების გარეშე ჩაივლის. ეს თქვენი დამსახურებული დასვენება და დაწყვეტილი ნერვების კომპენსაციაა. შეგიძლიათ სადილამდე მშვიდად იძინოთ. შესანიშნავი დღეა ტყუპებთან ურთიერთობისთვის, ქალწულებს უნდა ერიდოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს მცირე იმედგაცრუება გელით, თუმცა ამ მდგომარეობას მალე საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი ჩაანაცვლებს. ამ დღეს თავში უამრავი, ერთმანეთზე უკეთესი იდეა მოგივათ და გირჩევთ, საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ. მათზე უკეთ ვინ უნდა დააფასოს თქვენი იდეები? ხელსაყრელი დღეა მორიელთან ურთიერთობისთვის, თავი შეიკავეთ სასწორთან ურთიერთობისგან.
ლომი
ამ დღეს მომავალი კარიერული ზრდის პერსპექტივები გმოჩნდება. ყურადღება მიაქციეთ შემოთავაზებულ შესაძლებლობას - ეს შეიძლება მომავლის იღბლიანი ბილეთი იყოს. ხელსაყრელი დღეა მერწყულთან ურთიერთობისთვის, მოერიდეთ თხის რქებს.
ქალწული
ქალწულებს რთული და დაძაბული დღე ელით. არჩევანის გაკეთება მოგიწევთ მათ შორის, რაც სწორად გეჩვენებათ და რაც უფრო მარტივია. შეეცადეთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტები წარმოადგინოთ. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ, სხვების ჩარევა აქ სრულიად უადგილოა. ხელსაყრელი დღეა თევზებთან ურთიერთობისთვის, თუმცა ვერძებს უნდა ერიდოთ.
სასწორი
სასწორი მთელ დღეს მაღაზიებში სიარულს დაუთმობს. მშვენიერი დღეა საოცნებო ნივთის შესაძენად, თუმცა მანამდე კარგად მოიფიქრეთ, რა გჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა სასწორებთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს თხის რქებს უნდა ერიდოთ.
მორიელი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს წარმოუდგენლად მძიმე და ერთფეროვანი დღე ელით. მის უმეტეს ნაწილს სამუშაო კვირისთვის მზადებას დაუთმობთ, დანარჩენ დროს კი საინტერესო არაფერი მოხდება. ნუ მოიწყენთ - ასეთი დღეები ტვინის განტვირთვისთვის აუცილებელია. ხელსაყრელი დღეა კუროებთან ურთიერთობისთვის, სამაგიეროდ, კირჩხიბებს უნდა მოერიდოთ.
მშვილდოსანი
კარგი იქნება, თუ ფულს და სხვა ძვირფას ნივთებს უყურადღებოდ არ დატოვებთ. ნუ ენდობით ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. ხელსაყრელი დღეა მორიელთან ურთიერთობისთვის, სამაგიეროდ, ლომს უნდა მოერიდოთ.
თხის რქა
ამ დღეს სავსებით შესაძლებელია, კონფლიქტის მომსწრე გახდეთ. გირჩევთ არ ჩაერიოთ, რადგან საბოლოოდ, შეიძლება ყველაფერში დამნაშავედ თქვენ გამოგაცხადონ. ხელსაყრელი დღეა მერწყულთან ურთიერთობისთვის, სამაგიეროდ, ლომს უნდა მოერიდოთ.
მერწყული
ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანების ქცევაში უმცირეს ცვლილებასაც კი. იქნებ რაღაც ისეთი შენიშნეთ, რამაც ძალიან შეგაცბუნათ? ეცადეთ გაიაზროთ, როგორ შეიძლება ეს თქვენ გიკავშირდებოდეთ. ხელსაყრელი დღეა მშვილდოსანთან ურთიერთობისთვის, მოერიდეთ ტყუპებს.
თევზები
თევზებს შედარებით მშვიდი დღე ელით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მორიელებს მეტი ყურადღება მიაქციოთ - დღეს მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა კირჩხიბთან ურთიერთობისთვის, მშვილდოსნებს ერიდეთ.
მსგავსი სიახლეები
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ - განათლების სამინისტრო
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
9 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა
ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
8 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
,,ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება'' - მეუფე შიო
2026 წლის ფერად Cloud Dancer-ი დასახელდა
გარემოს ეროვნული სააგენტო 7 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, ინფორმაცის ავრცელებს
7 დეკემბერი წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
6 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ბოტანიკურ ბაღში 6 და 7 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
"დეზინფორმაცია მედიის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება"-კახა მასხარაშვილი
2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო -ირაკლი კობახიძე
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა