პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს.

"ძვირფასო მშობლებო❤️❤️❤️გრიპის შემთხვევებმა მოიმატა,მაგრამ არაფერი საპანიკო არ გვაქვს!!! გრიპის ვირუსის კლინიკური სურათი ყველამ იცით უკვე!!! თუმცა ხშირად ვერ უმკლავდებით ძლიერ ხველას და გაუსაძლის ყელის ტკივილს(დღეს ცირკულირებადი გრიპის ძრითადი სიმპტომებია)რა შეიძლება გირჩიოთ მშობლებს ბავშვებისთვის ყელის ტკივილისა და შემაწუხებელი ხველის დროს – ბუნებრივი, უსაფრთხო და ეფექტური!!!! 

✅ 1. თბილი სითხეები 

თბილი წყალი მცირე ყლუპებით

✅გვირილის ჩაი – ანთების საწინააღმდეგო ძალიან კარგი საშუალებაა

✅ცაცხვის ჩაი – ამშვიდებს ხველას და არეგულირებს ტემპერატურას ✅გვირილა + ცაცხვი ერთად

✅ჟოლოს ფოთლების ჩაი

✅თბილი რძე (თუ კარგად იტანს ბავშვი) შეიძლება თაფლის დამატებაც თუმცა გამოიყენება მხოლოდ 2 წლიდან!!!!

✅თბილი სითხეები  ამცირებს ლორწოვანის გაღიზიანებას,

ათხელებს ნახველს

ამსუბუქებს მშრალ ხველას

2. თაფლი – "აფთიაქარი ფუტკარისგან"საუკეთესო საშუალებაა,მაგრამ ვიყენებთ სიფრთხილით მისი ალერგიული ბუნების გამო

1 ჩაის კოვზი ძილის წინ

✅ამცირებს ღამის ხველას

✅იცავს და აწყნარებს ყელის ლორწოვანს

✅აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი

❌არ შეიძლება 2 წლამდე ბავშვებში გამოყენება!!!!

✅ 3. მარილიანი წყლით ყელის გამოვლება

დასაშვებია 3 წლიდან, როცა ბავშვი უკვე კარგად აფურთხებს....✅1 ჩ.კ. მარილი + 1 ჭიქა თბილი წყალი+ 1 წვეთი იოდი,ან შეგიძლიათ სოდიან წყალში ჩააწვეთოთ იოდი

დღეში 2–3-ჯერ გამოვავლებინოთ ყელში!!!

 მკვეთრად ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს!!!

✅ 4. თბილი ორთქლი (ინჰალაცია)

 თბილი წყლის ორთქლის შესუნთქვა,სიფრთხილით!!! ოთახის კარი გამოკეტეთ,აადუღეთ წყალი შეიძლება სოდაც ჩავყაროთ და ვასუნთქოთ ბავშვი!!! ✅შესაძლებელია გვირილა ან ფიზიოლოგიური ხსნარიც გამოვიყენოთ,ხელს უწყობს ნახველის გათხელებას

 ‼️ორთქლში არ ამყოფოთ ბავშვი მაღალი ტემპერატურის დროს❌

✅ 5. ჰაერის დატენიანება

 ❌მშრალი ჰაერი აძლიერებს ხველას

 ✅გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი ან უბრალოდ წყლის ჭურჭელი გათბობის მახლობლად

✅ 6. თბილი კომპრესები

თბილი შარფი ყელზე

თბილი წინდები ფეხებზე

✅აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს დისკომფორტს,ოღონდ ნუ ჩაათბუნებთ ბავშვებს ტემპერატურის დროს!!!

✅ 7. ცხვირის გასუფთავება მარილიანი ხსნარით განსაკუთრებით მაშინ,როცა ხველა გამოწვეულია პოსტნაზალური ჩანადენით!!!ზღვის წყლის სპრეით ან ფიზიოლოგიური ხსნარით

✅ 8. ბუნებრივი პროდუქტების გამოყენება ბაშვთა კვებაში

✅თბილ წყალში  ჩააწვეთეთ ცოტაოდენი ლიმონი

✅ნიორი საკვებში (თუ ბავშვი თანხმდება)

✅ქათმის ბულიონი, და მისი რთქლის შესუნთქვა

✅ვაშლის პიურე თბილი ფორმით

❗ რას არ ვურჩევ მშობლებს:

❌ძმრით დაზელვა

❌სპირტით დაზელვა

❌ ძალიან ცხელი ორთქლი

❌ ეთერზეთების უკონტროლო გამოყენება

❌თაფლის მიცემა 2წლამდე ასაკში

‼️‼️როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?

თუ:

 ✅ტემპერატურა > 38.5 და 3 დღეზე მეტხანს  გრძელდება

 ✅ხველა გამწვავებული და შეტევითია

 ✅ბავშვი არ ღებულობს სითხეს და უარს ამბობს საკვებზე

 ✅სუნთქვა გაძნელებული და გახშირებულია

 ✅ძილიანობს მეტად ვიდრე მანამდე

❤️❤️ჩემი რჩევა მშობლებს:

ხველა არ არის მტერი — ის არის დამცავი მექანიზმი.

ჩვენი მიზანია ბავშვს გავუადვილოთ მდგომარეობა და არ ჩავახშოთ ხველა ძალით,მედიკამენტოზურად!!! ყველაფერი გაივლის,არ შეშინდეთ❤️❤️❤️- წერს მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.





მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია, რომელსაც სახელად "გამჭვირვალობა" აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!-ბექა ჩხაიძე
ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან - სააკაშვილი
იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს?-დავით ქართველიშვილი
სწორედ ის ხალხი საუბრობს აკადემიური ავტონომიის და დემოკრატიის სახელით, ვინც ასეთი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩააბეტონა 2000-იანების დასაწყისიდან დამკვიდრებული "ჩარეცხილების" ეთიკა -ნინო ხელაია
ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს, მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ -დავით ქართველიშვილი
ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად -მიხეილ სააკაშვილი
რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე?- კონსტანტინე გამსახურდია
ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი
ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს -გია აბაშიძე
ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია -ამირან სალუქვაძე
ვაშლის თლისთვის ბაჩო ახალაიას დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე -მიხეილ სააკაშვილი
მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა-დავით ქართველიშვილი
რა საერთო აქვს ჩემს ბავშვობას,ბებია ნანა ენოხოვნას და ბრიუსელში გაჭყლეტილ კარტოფილს?-ლალი მოროშკინა
"მაინც მინდა ჩავწვდე ამ "დოროთენიზმის" ფენომენს"- დავით ქართველიშვილი
აქამდე ვიცოდით, რომ ადამიანებს ციხეში შეგდებით სჯიდნენ, დღეს კი შევიტყვეთ, რომ ციხეში იმდენად შეცვლილა ვითარება, რომ ახლა ციხიდან გამოყრით სჯიან, რაც ცხადია, გვახარებს -ვასილ მაღლაფერიძე
თურქმენეთში ვიზიტისას მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში, თავისი ოქროს ტუალეტით, რადგან მათ თვალში ვიყავი აშშ-ის პრეზიდენტის მეგობარი, ევროპული ორიენტაციის სიმბოლო -მიხეილ სააკაშვილი
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს
ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით -მიხეილ სააკაშვილი
თვითონვე ამბობენ ავტორები და ვეთანხმები, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად -პიმენ ყურაშვილი BBC-ის ფილმზე
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის-დიმიტრი ცქიტიშვილი