ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოს უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც დაფიქსირებული იქნება ეროვნული ინტერესები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია", რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, აბსოლუტურად ახალ პოლიტიკურ რეალობას აყალიბებს, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქრთველოს" განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აცხადებს, საქართველოს საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული უსაფრთხოების სტრატეგია არ გააჩნია.

„სამწუხაროდ, საქართველოს საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული უსაფრთხოების სტრატეგია არ გააჩნია, გვაქვს მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ გარედან თავს მოხვეული კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ვერ პასუხობს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვერც ახალ მსოფლიო რეალობას.

აღნიშნული ჩანაწერი კიდევ უფრო აბსურდული გახადა გასულ კვირას გამოქვეყნებულმა აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის" დოკუმენტმა, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ იცვლება „ცივი ომის" დასრულების შემდეგ არსებული პრიორიტეტები და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად იცვლება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა.

ამ დრომდე არსებული სტრატეგიის მიხედვით, აშშ-მა, როგორც ნატო-ს მთავარმა კონტრიბუტორმა და ალიანსის რეალურმა მმართველმა, აწარმოა გაფართოების პოლიტიკა, რისი ნაწილიც იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საქართველო აღმოჩნდა ომში - დაგვეღუპა მშვიდობიანი მოქალაქეები, გმირი ჯარისკაცები, ათეულობით ათასი ადამიანი იქცა დევნილად, მოხდა ტერიტორიების ოკუპაცია. ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას უკავშირდება უკრაინის დამანგრეველი ომიც, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.

წარმოდგენილი სტრატეგიის მიხედვით, აშშ საგარეო პოლიტიკის მიზნებში პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთთან „სტრატეგიული სტაბილურობის" უზრუნველყოფას და აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ორგანიზაციის აღქმა, რაც აშშ-ს პრობლემად მიაჩნია ევროპის უსაფრთხოებისა და მომავალი განვითარებისთვის.

აშშ-ის ახალი სტრატეგია არა მხოლოდ ზღუდავს ნატო-ს გაფართოებას, არამედ, ზოგადად, ალიანსის ამ ფორმით არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, როდესაც, საკონსტიტუციო ჩანაწერით, ქართულ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იმოქმედოს ისეთ კავშირში გასაწევრიანებლად, რომელიც ახალი წევრების მიღებას ოფიციალურად აღარ აპირებს და რომლის მომავალიც კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.

აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგია ეფუძნება მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის უპირობო აღიარებას, რომელშიც სხვა დიდ ძალებთან კონკურენციაში წარმატებისთვის აშშ საკუთარი ინტერესების დაცვაზე ამახვილებს აქცენტს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დოკუმენტში სამხრეთ კავკასია საერთოდ არ ფიგურირებს, დაპირისპირებაში ბუფერული ქვეყნების პროქსი სახელმწიფოებად გამოყენების ალბათობა დიდია, ასევე აქტუალურია „რბილი ძალის" როლიც, რომელზეც არც ახალი ადმინისტრაცია ამბობს უარს. განსხვავება ისაა, რომ პრიორიტეტები სხვა საშუალებებს აქვს მინიჭებული, ვიდრე ქვეყნებში ვოუქ კულტურის კულტივირება ან იდეოლოგიების შეტანაა, როგორც წინა ათწლეულებში.

მიგვაჩნია, რომ უკრაინაში ომის დასრულების და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფილი სტრატეგია, სადაც მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული ჩვენი ეროვნული ინტერესები.

სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, ადეკვატურად უნდა იქნას გააზრებული აშშ-ის მიერ წარმოდგენილი ხედვა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის გლობალურ პოლიტიკას. უპირველესად, თვალი უნდა გავუსწოროთ ახალ რეალობას, ქვეყანა გამოვიყვანოთ ევროილუზიიდან და ვიმუშაოთ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად", - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში.

 





მსგავსი სიახლეები
ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოს უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც დაფიქსირებული იქნება ეროვნული ინტერესები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
,, 3.5 მილიონიანი საქართველოსთვის, მილიარდნახევრიანი ინდოეთის ეკონომიკური შესაძლებლობების მცირე ნაწილიც კი მნიშვნელოვანია''- პაპუაშვილი
პაპუაშვილი: როცა ვსაუბრობთ აშშ-ზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა ამ ომს დაემალა, რა თქმა უნდა, მეტი მოლოდინი გვაქვს
"ვისშიც ეჭვი არსებობს, ეს არის ადამიანების ის ჯგუფი, რომელთაც ტვინი გამოურეცხეს პირდაპირი პროპაგანდით და დეზინფორმაციით, მათ შორის, ბრიუსელიდან" - შალვა პაპუაშვილი BBC-ის მასალაზე
,,ხელწერა იგივეა, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ვნახეთ - ისევ მოწამვლაზე საუბრობენ, ზუსტად იგივე ხაზია''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში ცვლილებები საჭიროა, რადგან დაცული იყოს, როგორც შეკრების მონაწილეების, ასევე იმ მოქალაქეთა უფლებები
,,დონალდ ტრამპის გეოპოლიტიკური ატრაქციონი''- ავთანდილ წულაძე
ევროკავშირის ქვეყნებმა საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეაჯერეს
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები შევა
სენატში არიან ადამიანები, ვინც რეალობას აცნობიერებენ და ამიტომ დაიბლოკა ქვეყნისთვის მტრული აქტი -ირაკლი ზარქუა
,,რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები''- გია ვოლსკი
ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ აღებმიცემობა სცენის მიღმა არ იყოს და არც პოლიტიკური კორუფცია არსებობდეს -გია ვოლსკი
გარკვეული უნდა იყოს, არის თუ არა ნატო-ს გაფართოება ყველა წევრის მიზანი, ასე თუ არ არის, მაშინ ქართულ საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რადგან დიდი ხანია, წევრობისკენ ვისწრაფვით -ნიკოლოზ სამხარაძე
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალურად დაადგინოს, რა ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა, ვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია-თაზო დათუნაშვილი
ნატო-ში გაწევრიანების პროცესი ერთფეროვანი არასოდეს ყოფილა, ცვლადი მოცემულობებია ხოლმე, ევროატლანტიკური მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ-ტატა ხვედელიანი
ყველა პარტნიორთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის ღირსეულად დასასრულებლად -რუსტემ უმეროვი
ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ტერორიზმის წამხალისებელი ან ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის -შალვა პაპუაშვილი
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები საქართველოდან
ტიერი მარიანი: ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს
მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე: ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის "დიფსთეითის" საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით