არც ერთი ქვეყანა არ აიტანს, რომ მცირე ჯგუფები მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდნენ, 300 კაცი არ არის უფლებამოსილი, მთელი ქვეყანა თვისი დღის წესრიგით ატრიალოს -თენგიზ შარმანაშვილი
დედამიწაზე არც ერთი ქვეყანა არ აიტანს, რომ მცირე ჯგუფები იკრიბებოდნენ, სავალ ნაწილებს კეტავდნენ და მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც, ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ამის საჭიროება არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, „სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც".
„კონსტიტუციაში მითითებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოქალაქეთა გადაადგილების დროს გაფრთხილება როგორც არის საჭირო, ასევე ტროტუარზე გადაადგილების შეფერხების დროსაც ხელისუფლება უნდა გააფრთხილო. ნებართვა კი არ მოსთხოვო, უბრალოდ გააფრთხილო. ეს ბოლომდე რეგულირებული არ იყო. ბოროტად გამოყენება და სხვისი უფლებების შეზღუდვა ხდება, როცა საჭიროება არ არის, მაგრამ ხელოვნურად დადიხარ, ვიწრო ქუჩებს კეტავ, მოსახლეობას აფერხებ, არაფერში გჭირდება ეს, არც აქცია მოითხოვს, არც ხალხის რაოდენობა. ამის რეგულაცია ხდება და არა აკრძალვა.
დედამიწაზე არც ერთი ქვეყანა არ აიტანს, რომ მცირე ჯგუფები იკრიბებოდნენ, სავალ ნაწილებს კეტავდნენ და მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც, ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ამის საჭიროება არ არსებობს. ყოველდღიურად რომ იკრიბებიან, ეს არ არის მასობრივი შეკრება, მცირე ჯგუფის შეკრებაა. რამდენი მცირე ჯგუფს ცუდ ხასიათზე გაიღვიძება, მოქალაქეებს სავალ ნაწილზე გადაადგილება უნდა შეუზღუდონ? ასეთი რაღაცეები დედამიწაზე არსად ხდება.
შენი მოქმედების თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც სხვისი უფლებები იწყება. გამოხატვის თავისუფლება იმას კი არ ნიშნავს, მაგალითად, ვინაიდან თენგიზ შარმანაშვილს ასე მიმაჩნია, წავიდე და რუსთაველი გადავკეტო, ან თოკი გავაბა და მოქალაქეები არ გავატარო. გამოხატვის თავისუფლება არის, როდესაც შენ კანონის ფარგლებში შეგიძლია მოსაზრება გამოხატო. ამაში არავინ უნდა შეგზღუდოს და ეს არასდროს არ მომხდარა. ქვეყანაში რეალურად 300 კაცის პროტესტი არსებობს, რომლებიც თავის მოქმედებებს მთელ საქართველოს ახვევენ თავს და აფერხებენ მოქალაქეთა გადაადგილებას, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს. 300 კაცის პროტესტმა პირადად მე კი არ შემაწუხა, 300 კაცი არ არის უფლებამოსილი, მთელი ქვეყანა თვისი დღის წესრიგით ატრიალოს და სხვათა უფლებები თავის ჭკუაზე შელახოს. ისინი თუ მოიპოვებენ მხარდაჭერას, შეიკრიბება ის რაოდენობა, რომ აუცილებელი იქნება გზების გადაკეტვა, ამას პოლიცია ხელ შეწყობს. ხელოვნურად გადაკეტვას თუ დაიწყებენ და სხვათა უფლებებს შეზღუდავენ იმის გამო, რომ მათ იმ წუთში ასე მიაჩნიათ, არად თუ დაგიდევენ სხვათა უფლებებს გადაადგილების თავისუფლების თაობაზე, მაშინ ამის შესახებ გააფრთხილებენ, მისცემენ გონივრულ ვადას. წინააღმდეგობას თუ გაუწევენ და მაინც გააგრძელებენ დესტრუქციულ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, კანონით, კონსტიტუციითაა განსაზღვრული, რა მოხდება შემდეგ", - განაცხადა შარმანაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა, ალიანსის 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, ბურთი ნატო-ს მოედანზეა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, ეს ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება -ირაკლი კობახიძე
რა გაჩერებთ სახლებში, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით? -ლევან ხაბეიშილი
საგანგაშოა, როცა ბრიტანეთის ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ -შალვა პაპუაშვილი
იმ შემთხვევაში, თუ არ არის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება, პოლიციას ექნება შესაძლებლობა, სხვა გეზი მიუთითოს -შალვა პაპუაშვილი
არც ერთი ქვეყანა არ აიტანს, რომ მცირე ჯგუფები მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდნენ, 300 კაცი არ არის უფლებამოსილი, მთელი ქვეყანა თვისი დღის წესრიგით ატრიალოს -თენგიზ შარმანაშვილი
ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოს უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც დაფიქსირებული იქნება ეროვნული ინტერესები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
,, 3.5 მილიონიანი საქართველოსთვის, მილიარდნახევრიანი ინდოეთის ეკონომიკური შესაძლებლობების მცირე ნაწილიც კი მნიშვნელოვანია''- პაპუაშვილი
პაპუაშვილი: როცა ვსაუბრობთ აშშ-ზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა ამ ომს დაემალა, რა თქმა უნდა, მეტი მოლოდინი გვაქვს
"ვისშიც ეჭვი არსებობს, ეს არის ადამიანების ის ჯგუფი, რომელთაც ტვინი გამოურეცხეს პირდაპირი პროპაგანდით და დეზინფორმაციით, მათ შორის, ბრიუსელიდან" - შალვა პაპუაშვილი BBC-ის მასალაზე
,,ხელწერა იგივეა, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ვნახეთ - ისევ მოწამვლაზე საუბრობენ, ზუსტად იგივე ხაზია''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში ცვლილებები საჭიროა, რადგან დაცული იყოს, როგორც შეკრების მონაწილეების, ასევე იმ მოქალაქეთა უფლებები
,,დონალდ ტრამპის გეოპოლიტიკური ატრაქციონი''- ავთანდილ წულაძე
ევროკავშირის ქვეყნებმა საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეაჯერეს
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები შევა
სენატში არიან ადამიანები, ვინც რეალობას აცნობიერებენ და ამიტომ დაიბლოკა ქვეყნისთვის მტრული აქტი -ირაკლი ზარქუა
,,რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები''- გია ვოლსკი
ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ აღებმიცემობა სცენის მიღმა არ იყოს და არც პოლიტიკური კორუფცია არსებობდეს -გია ვოლსკი
გარკვეული უნდა იყოს, არის თუ არა ნატო-ს გაფართოება ყველა წევრის მიზანი, ასე თუ არ არის, მაშინ ქართულ საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რადგან დიდი ხანია, წევრობისკენ ვისწრაფვით -ნიკოლოზ სამხარაძე
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალურად დაადგინოს, რა ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა, ვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია-თაზო დათუნაშვილი