Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტმა ქუვეითში საქართველოს ელჩს საქართველოში „სტარბაქსის“ შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ 8 დეკემბერს „სტარბაქს ალშაიას" პრეზიდენტთან, სალეჰ ალშაიასთან შეხვედრა გამართა. სალეჰ ალშაია საქართველოს საელჩოს მადლობა გადაუხადა საქართველოში „სტარბაქსის" შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ცნობით, Alshaya ჯგუფის თავმჯდომარემ, მოჰამედ ალშაიამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ელჩთან ნოშრევან ლომთათიძესთან 13 აპრილის შეხვედრაზე, რომელზეც Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტს დაავალა საქართველოში შემსწავლელი ჯგუფის გაგზავნა.

„ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტთან, სალეჰ ალშაიასთან, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს Starbucks-ის საქართველოში შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება Alshaya ჯგუფის თავმჯდომარემ, მოჰამედ ალშაიამ მიიღო საქართველოს ელჩთან ნ. ლომთათიძესთან 2025 წლის 13 აპრილის შეხვედრაზე, რომელზეც Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტს დაავალა საქართველოში შემსწავლელი ჯგუფის გაგზავნა.

2025 წლის ივნისში, Starbucks-ის ჯგუფმა სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით საქართველოში მოინახულა Starbucks-ის

კაფეების გასახსნელად შესაბამისი ლოკაციები, ხოლო 7 ივლისს Alshaya-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში Starbucks-ის შემოსვლაზე, რის შესახებაც პირველად ეცნობა საქართველოს ელჩს.

პრეზიდენტმა, სალეჰ ალშაიამ საქართველოს ელჩთან საუბრისას გამოთქვა კმაყოფილება სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ Starbucks-ის ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიების გამართვა 2026 წლის დასაწყისში იგეგმება.

2025 წლის ივნისში, Starbucks-ის ჯგუფმა სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით საქართველოში მოინახულა Starbucks-ის კაფეების გასახსნელად შესაბამისი ლოკაციები, ხოლო 7 ივლისს Alshaya-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში Starbucks-ის შემოსვლაზე, რის შესახებაც პირველად ეცნობა საქართველოს ელჩს.

პრეზიდენტმა, სალეჰ ალშაიამ საქართველოს ელჩთან საუბრისას გამოთქვა კმაყოფილება სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ Starbucks-ის ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიების გამართვა 2026 წლის დასაწყისში იგეგმება", - ნათქვამია ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
"სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს" - თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 დეკემბერს
მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ -თამარ იოსელიანი
სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა პრიორიტეტი დაბალანსებულად არის ასახული, მესამედზე მეტი დაეთმო სოციალურ საკითხებს, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის სტიმულირებას -ირაკლი კობახიძე
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა -ირაკლი კობახიძე
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
10 დეკემბერს, პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს და უყრის კენჭს - ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს
თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა - "ადამიანები ბიზნესის უკან" გაიმართა
"მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების ახალი რეგულაციები სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც"-მარიამ ქვრივიშვილი
"საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან"-მარიამ ქვრივიშვილი
Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტმა ქუვეითში საქართველოს ელჩს საქართველოში „სტარბაქსის“ შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 დეკემბერს
რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
საქართველოში Starbucks შემოდის - როდის და სად გაიხსნება პირველი ობიექტი?