იმ შემთხვევაში, თუ არ არის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება, პოლიციას ექნება შესაძლებლობა, სხვა გეზი მიუთითოს -შალვა პაპუაშვილი
იმ შემთხვევაში, თუ არ არის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება. პოლიციას შესაძლებლობა ექნება, მათ სხვა გეზი მიუთითოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, „სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც“.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილება სრულად შესაბამისობაშია როგორც კონსტიტუციურ სტანდარტთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან.
„შესაბამისად, რაიმე სამართლებრივი წუნი ამ პროექტს არ აქვს. რაც შეეხება მთლიანად კანონპროექტს, შინაარსს, ვრცელდება იგივე პრინციპი, რაც არის მანქანების სავალ გზასთან დაკავშირებით. იგივე შეეხება მოქალაქეების გადაადგილებისთვის შეფერხების არშექმნას. შეტყობინების წესი დღესაც მოქმედებს ყველა ასეთ შეკრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეკრება ხელს უშლის, შეაფერხებს მოქალაქეების გადაადგილების შესაძლებლობას, პოლიციას შესაძლებლობა ექნება, სხვა გეზი მიუთითოს. ზუსტად იგივე პრინციპია, როცა მანქანით მოძრავ მოქალაქეებს არ უნდა შეექმნათ ზედმეტი დისკომფორტი, როდესაც საკმარისი რაოდენობა არ არის ადამიანებისა და გზა არ უნდა იკეტებოდეს. კარგია, რომ ამაზე შეთანხმდა მთლიანად საზოგადოება, მათ შორის ის ადამიანები, ვინც აქციებში არიან ჩართული, ამ მხრივ კანონს ემორჩილებიან და სრული გაგება არსებობს, თუ რა სტანდარტი უნდა მოქმედებდეს. იგივე ეხება ფეხით მოსიარულეების უფლებებსაც. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი რაოდენობა, მათ არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება. საკმარისი რაოდენობა არც იმისთვის იყო, რომ საავტომობილო გზა გადაეკეტათ, მაგრამ ხელოვნურად კეტავდნენ. გახსოვთ, ჯაჭვს შექმნიდნენ ხოლმე და ასე კეტავდნენ. ხელოვნურად არ უნდა მოხდეს გადაკეტვა, ამაზეა საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა, ალიანსის 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, ბურთი ნატო-ს მოედანზეა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, ეს ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება -ირაკლი კობახიძე
რა გაჩერებთ სახლებში, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით? -ლევან ხაბეიშილი
საგანგაშოა, როცა ბრიტანეთის ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ -შალვა პაპუაშვილი
იმ შემთხვევაში, თუ არ არის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება, პოლიციას ექნება შესაძლებლობა, სხვა გეზი მიუთითოს -შალვა პაპუაშვილი
არც ერთი ქვეყანა არ აიტანს, რომ მცირე ჯგუფები მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდნენ, 300 კაცი არ არის უფლებამოსილი, მთელი ქვეყანა თვისი დღის წესრიგით ატრიალოს -თენგიზ შარმანაშვილი
ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოს უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც დაფიქსირებული იქნება ეროვნული ინტერესები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
,, 3.5 მილიონიანი საქართველოსთვის, მილიარდნახევრიანი ინდოეთის ეკონომიკური შესაძლებლობების მცირე ნაწილიც კი მნიშვნელოვანია''- პაპუაშვილი
პაპუაშვილი: როცა ვსაუბრობთ აშშ-ზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა ამ ომს დაემალა, რა თქმა უნდა, მეტი მოლოდინი გვაქვს
"ვისშიც ეჭვი არსებობს, ეს არის ადამიანების ის ჯგუფი, რომელთაც ტვინი გამოურეცხეს პირდაპირი პროპაგანდით და დეზინფორმაციით, მათ შორის, ბრიუსელიდან" - შალვა პაპუაშვილი BBC-ის მასალაზე
,,ხელწერა იგივეა, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ვნახეთ - ისევ მოწამვლაზე საუბრობენ, ზუსტად იგივე ხაზია''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში ცვლილებები საჭიროა, რადგან დაცული იყოს, როგორც შეკრების მონაწილეების, ასევე იმ მოქალაქეთა უფლებები
,,დონალდ ტრამპის გეოპოლიტიკური ატრაქციონი''- ავთანდილ წულაძე
ევროკავშირის ქვეყნებმა საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეაჯერეს
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები შევა
სენატში არიან ადამიანები, ვინც რეალობას აცნობიერებენ და ამიტომ დაიბლოკა ქვეყნისთვის მტრული აქტი -ირაკლი ზარქუა
,,რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები''- გია ვოლსკი
ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ აღებმიცემობა სცენის მიღმა არ იყოს და არც პოლიტიკური კორუფცია არსებობდეს -გია ვოლსკი
გარკვეული უნდა იყოს, არის თუ არა ნატო-ს გაფართოება ყველა წევრის მიზანი, ასე თუ არ არის, მაშინ ქართულ საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რადგან დიდი ხანია, წევრობისკენ ვისწრაფვით -ნიკოლოზ სამხარაძე
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალურად დაადგინოს, რა ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა, ვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია-თაზო დათუნაშვილი