საგანგაშოა, როცა ბრიტანეთის ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ -შალვა პაპუაშვილი
საგანგაშოა, როდესაც ბრიტანეთის ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში, ორმაგად საგანგაშოა, როცა ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე და ამით ხდება ტვინის გამორეცხვა სტუდენტებისთვის, მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავს მოხვევით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, გარეთ უორდის სტუდენტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ელჩმა თქვა, რომ „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაზიანებულია და „ქართული ოცნების" მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციასთან მიმართებით ანტიდემოკრატიული ნაბიჯები გადაიდგა", რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საგანგაშოა, როდესაც ელჩი დეზინფორმაციის გავრცელებაში პირადად არის ჩართული.
„რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. საგანგაშოა, როდესაც ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ორმაგად არის საგანგაშო, როცა ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე და ამით ხდება ტვინის გამორეცხვა სტუდენტებისთვის, მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავს მოხვევით.
წარმოგიდგენიათ, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში დადიოდეს უნივერსიტეტებში და დაკავებული იყოს ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიით. ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც აღმოჩნდა ბრიტანეთის ელჩი. პირდაპირ ავრცელებს ტყუილს და დეზინფორმაციას. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ „ბიბისიზე", ბრიტანულ ტელევიზიაზე, სადაც ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში - ანტიქართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად, რა თქმა უნდა, გაკვირვებას არ იწვევს, როდესაც „ბიბისი", საჯარო ტელევიზია ავრცელებს დეზინფორმაციას. პირიქით, ეს უფრო აღვივებს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებისგან გვესმის, ვინ დგას „ბიბისის" სიუჟეტის უკან, ეს არის თვითშემოქმედება ცალკეული ჟურნალისტის თუ ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით წარმოებული ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ.
ბრიტანეთის ელჩის პირადი მონაწილეობა დეზინფორმაციის გავრცელებაში და ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ნარატივის გავრცელებაში, სამწუხაროდ, ასეთ ეჭვებს უღვივებს ჩვენს საზოგადოებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა, ალიანსის 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, ბურთი ნატო-ს მოედანზეა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, ეს ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება -ირაკლი კობახიძე
რა გაჩერებთ სახლებში, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით? -ლევან ხაბეიშილი
საგანგაშოა, როცა ბრიტანეთის ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ -შალვა პაპუაშვილი
იმ შემთხვევაში, თუ არ არის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება, პოლიციას ექნება შესაძლებლობა, სხვა გეზი მიუთითოს -შალვა პაპუაშვილი
არც ერთი ქვეყანა არ აიტანს, რომ მცირე ჯგუფები მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდნენ, 300 კაცი არ არის უფლებამოსილი, მთელი ქვეყანა თვისი დღის წესრიგით ატრიალოს -თენგიზ შარმანაშვილი
ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოს უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც დაფიქსირებული იქნება ეროვნული ინტერესები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
,, 3.5 მილიონიანი საქართველოსთვის, მილიარდნახევრიანი ინდოეთის ეკონომიკური შესაძლებლობების მცირე ნაწილიც კი მნიშვნელოვანია''- პაპუაშვილი
პაპუაშვილი: როცა ვსაუბრობთ აშშ-ზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა ამ ომს დაემალა, რა თქმა უნდა, მეტი მოლოდინი გვაქვს
"ვისშიც ეჭვი არსებობს, ეს არის ადამიანების ის ჯგუფი, რომელთაც ტვინი გამოურეცხეს პირდაპირი პროპაგანდით და დეზინფორმაციით, მათ შორის, ბრიუსელიდან" - შალვა პაპუაშვილი BBC-ის მასალაზე
,,ხელწერა იგივეა, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ვნახეთ - ისევ მოწამვლაზე საუბრობენ, ზუსტად იგივე ხაზია''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში ცვლილებები საჭიროა, რადგან დაცული იყოს, როგორც შეკრების მონაწილეების, ასევე იმ მოქალაქეთა უფლებები
,,დონალდ ტრამპის გეოპოლიტიკური ატრაქციონი''- ავთანდილ წულაძე
ევროკავშირის ქვეყნებმა საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეაჯერეს
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები შევა
სენატში არიან ადამიანები, ვინც რეალობას აცნობიერებენ და ამიტომ დაიბლოკა ქვეყნისთვის მტრული აქტი -ირაკლი ზარქუა
,,რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები''- გია ვოლსკი
ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ აღებმიცემობა სცენის მიღმა არ იყოს და არც პოლიტიკური კორუფცია არსებობდეს -გია ვოლსკი
გარკვეული უნდა იყოს, არის თუ არა ნატო-ს გაფართოება ყველა წევრის მიზანი, ასე თუ არ არის, მაშინ ქართულ საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რადგან დიდი ხანია, წევრობისკენ ვისწრაფვით -ნიკოლოზ სამხარაძე
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალურად დაადგინოს, რა ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა, ვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია-თაზო დათუნაშვილი