"საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან"-მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი კერძო სექტორს წარუდგინა.
როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული რეგულაციის მიზანი და მთავარი ამოცანა ქვეყნის მასშტაბით მაღალი ურბანული და ესთეტიკური სტანდარტების დანერგვაა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგულაციების შემუშავებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა კულტურის სამინისტროსთან ერთად, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს აქტიური ჩართულობით. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი არქიტექტორებთან, სახელოვნებო წრეებთან, მშენებლებთან, მწარმოებლებთან, რითეილერებთან მჭიდრო კომუნიკაციით წარიმართა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სამშენებლო და დეველოპერულ სექტორებთან თანამშრომლობა იყო.
„აქტიური თანამშრომლობა გვქონდა კერძო სექტორთან, რეგულაციის შემუშავებისას მეტწილად ვიხელმძღვანელეთ ევროპული სტანდარტებით, დეტალურად გვაქვს შესწავლილი, თუ როგორ ხდება ევროპის ქვეყნებში ქალაქების მსგავსი რეგულაციების მოწესრიგება და დანერგვა. რეგულაციაზე მუშაობის პარალელურად მიმდინარეობს ქვეყნის რეგიონების და ქალაქების კვლევა, რათა ყველა რეგიონისთვის გვქონდეს ფაქტობრივად, დეტალური პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ისტორიული უბნები, ახალი განაშენიანება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ფართო სურათში საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები - სახურავების, ფასადების მასალები და ფერები და ა.შ. რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელთაც კერძო სექტორს დადგენილების პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა ზურაბ წიკლაურმა კერძო სექტორს ესთეტიკური მახასიათებლების ძირითადი მოთხოვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გამახვილა, რომ ახალი რეგულაციების თანახმად, ფაქტობრივად, ორი სახის სანებართვო პრაქტიკა დაინერგება - ე.წ. სტანდარტული პრაქტიკა და მეორე - არასტანდარტული სამშენებლო ნებართვები, რაც გულისხმობს მათ შორის განსხვავებულ ფასადებს, ფერებს და ა.შ.
„სტანდარტული რეგულაციები, ფაქტობრივად, თითოეულ თქვენგანს შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ძალიან სწრაფი, აჩქარებული ტემპებით მოხდეს სამშენებლო პროექტის დამტკიცება მუნიციპალიტეტების მხრიდან. ამასთან, სურვილის და გემოვნების შესაბამისად ნებისმიერ მეწარმეს, თუ კერძო პირს შეეძლება სასურველი პროექტის აშენება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არაფერი იზღუდება - შესაძლებელი იქნება ნებისმიერი იდეის რეალიზება, იქნება ეს არქიტექტურული, საქმიანი თუ ტექნიკური საჭიროების. ჩვენი მიზანია, რომ მასობრივი განაშენიანება, განსაკუთრებით რეგიონებში იყოს სტანდარტიზებული იმისთვის, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ დაბაში მაქსიმალურად შევიტანოთ ესთეტიკური იერსახეები", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს" - თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 დეკემბერს
მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ -თამარ იოსელიანი
სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა პრიორიტეტი დაბალანსებულად არის ასახული, მესამედზე მეტი დაეთმო სოციალურ საკითხებს, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის სტიმულირებას -ირაკლი კობახიძე
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა -ირაკლი კობახიძე
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
10 დეკემბერს, პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს და უყრის კენჭს - ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს
თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა - "ადამიანები ბიზნესის უკან" გაიმართა
"მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების ახალი რეგულაციები სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც"-მარიამ ქვრივიშვილი
"საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან"-მარიამ ქვრივიშვილი
Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტმა ქუვეითში საქართველოს ელჩს საქართველოში „სტარბაქსის“ შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 დეკემბერს
რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
საქართველოში Starbucks შემოდის - როდის და სად გაიხსნება პირველი ობიექტი?