რა გაჩერებთ სახლებში, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით? -ლევან ხაბეიშილი
ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, ადვოკატებს ვთხოვო, წინასწარი პატიმრობის გადახედვის საკითხი არცერთ ეტაპზე არ დააყენონ, რადგან არაფერი მაქვს სათხოვარი ხალხთან, რომელიც ქიმიური იარაღით მოწამლეს, ორსული ქალბატონი, მცირეწლოვნები, ქალები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, აკრძალული აქვს ოჯახთან კომუნიკაცია.
„ყველაფერი მაქვს აკრძალული, ოჯახთან კომუნიკაცია მაქვს აკრძალული, საცდელი ვირთხასავით ვარ, მცირეწლოვან შვილებს ვერ ვნახულობ. მე მინდა, ჩემს ადვოკატებს ვუთხრა, სასამართლოს გირაოს სახით არანაირი თანხა არ შესთავაზოთ. თავს დამნაშავედ არ ვცნობ, სასამართლოს თუ აინტერესებს ჩემი პოზიცია, 20 წუთი მომეცით. სისხლის სამართალი არის მოქმედება, დანაშაულს კი არ მედავებით, არამედ მედავებით პოლიტიკურ განცხადებას. ჩემი მოწოდება ეხებოდა გდდ-ს თანამშრომლებს, ადამიანებს, მათ შორის, ვინც უკანონობას ჩადიოდა. მეც ვარ დაზარალებული გდდ-ს თანამშრომლების მიერ, ძვლები დამილეწეს, მაგრამ ამაზე არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ჩემი მიწოდება შეეხებოდა მათ: არ იძალადოთ, არ დაასახიჩროთ. იყო დაპირება, რომ მომავალში, როცა ხელისუფლება შეიცვლება დაჯილდოვდებით.
ყოველი დღე გადამწყვეტია, ტროტუარზე გვიკრძალავენ დგომას. ახლა კანონს იღებენ, რომ ერთი კვირით ადრე უნდა განაცხადო აქციის გამართვაზე. ეს არ არის თამაში. 300-მდე პოლიტპატიმარია, როგორ დავიჯერო, მათ ათი გულშემატკივარი არ ჰყავთ? რა გაჩერებთ სახლებში, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ, ამიტომ აქციაზე ვერ დარჩებით? მე თურმე ბრალი უნდა ვაღიარო. როგორ ვუთხარი გდდ-ს თანამშრომლებს? ეს არ არის ქრთამი, ქრთამი თქვენკენ მოიკითხეთ. უაზროთ კამათობთ ერთიანობაზე. ერთიანები ხართ ისედაც, რას კამათობთ. გინდათ, გითხრათ, რატომ ვერ ამბობთ, რომ ერთიანები ხართ? კონკრეტული გადაწყვეტილებებია მისაღები და ამას ვერ იღებთ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები.
გეშინიათ, ვიდრე შიში იქნება, ივანიშვილის რეჟიმი იქნება. ყოველდღე 100 ათასი ადამიანი უნდა აპროტესტებდეს, მაშინ ვიქნებით გამარჯვებული. იძახით, ჩვენ გავიმარჯვებთო, ვერაფერს ვერ გავიმარჯვებთ, ვიდრე საკუთარ თავში არ დაამარცხებთ შიშს. ყურები გამოიჩხრიკეთ ყველამ და ქვეყნისთვის იბრძოლეთ, გეყოთ გამბედაობა, ან იმ ახალგაზრდებს ვინც ციხეშია უთხარით გააფორმონ საპროცესო და გამოვიდნენ. გეყოთ ტელევიზორიდან ამდენი ლაი-ლაი, აზრზე მოდით, ან ბიძინა ივანიშვილი გასულია ბოლოში, ქვეყანას ბოლომდე დახურავს ჩალით. ერთმანეთს ჩაკიდეთ ხელი, ერთდღიანი აქცია გამოსავალი არ არის.
მე ვარ პროცესის გულშემატკივარი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის თავისუფლებას, თითოეული იმ ადამიანის, ვინც ამისთვის იბრძვის, ბანერებზე რომ დგანან ვიღაცები და ლაი-ლაობენ, თქვენი ბანერებიანად კონკრეტულ ლოკაციაზე უნდა იყოთ და იქიდან აკეთოთ განცხადებები. რომ გამოდიხართ და პატიმრებზე საუბრობთ, თქვენი საქმე აკეთეთ, ხალხს აჩვენეთ გამოსავალი სად არის, ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გაქვთ. არ შეიძლება, მუდმივად აზა ჩალიჩავასნაირი მოქალაქე მუდმივად აჩვენებდეს გმირობას, დანარჩენები დადიხართ შარვალ - კოსტუმში გამოწყობილი და ლაი-ლაობთ. როგორ უნდა შესთავაზოთ ხალხს პოლიტიკური გამოსავალი, შიშებში ხართ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა, ალიანსის 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, ბურთი ნატო-ს მოედანზეა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, ეს ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება -ირაკლი კობახიძე
რა გაჩერებთ სახლებში, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით? -ლევან ხაბეიშილი
საგანგაშოა, როცა ბრიტანეთის ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ -შალვა პაპუაშვილი
იმ შემთხვევაში, თუ არ არის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება, პოლიციას ექნება შესაძლებლობა, სხვა გეზი მიუთითოს -შალვა პაპუაშვილი
არც ერთი ქვეყანა არ აიტანს, რომ მცირე ჯგუფები მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდნენ, 300 კაცი არ არის უფლებამოსილი, მთელი ქვეყანა თვისი დღის წესრიგით ატრიალოს -თენგიზ შარმანაშვილი
ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოს უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც დაფიქსირებული იქნება ეროვნული ინტერესები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
,, 3.5 მილიონიანი საქართველოსთვის, მილიარდნახევრიანი ინდოეთის ეკონომიკური შესაძლებლობების მცირე ნაწილიც კი მნიშვნელოვანია''- პაპუაშვილი
პაპუაშვილი: როცა ვსაუბრობთ აშშ-ზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა ამ ომს დაემალა, რა თქმა უნდა, მეტი მოლოდინი გვაქვს
"ვისშიც ეჭვი არსებობს, ეს არის ადამიანების ის ჯგუფი, რომელთაც ტვინი გამოურეცხეს პირდაპირი პროპაგანდით და დეზინფორმაციით, მათ შორის, ბრიუსელიდან" - შალვა პაპუაშვილი BBC-ის მასალაზე
,,ხელწერა იგივეა, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ვნახეთ - ისევ მოწამვლაზე საუბრობენ, ზუსტად იგივე ხაზია''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში ცვლილებები საჭიროა, რადგან დაცული იყოს, როგორც შეკრების მონაწილეების, ასევე იმ მოქალაქეთა უფლებები
,,დონალდ ტრამპის გეოპოლიტიკური ატრაქციონი''- ავთანდილ წულაძე
ევროკავშირის ქვეყნებმა საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეაჯერეს
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები შევა
სენატში არიან ადამიანები, ვინც რეალობას აცნობიერებენ და ამიტომ დაიბლოკა ქვეყნისთვის მტრული აქტი -ირაკლი ზარქუა
,,რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები''- გია ვოლსკი
ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ აღებმიცემობა სცენის მიღმა არ იყოს და არც პოლიტიკური კორუფცია არსებობდეს -გია ვოლსკი
გარკვეული უნდა იყოს, არის თუ არა ნატო-ს გაფართოება ყველა წევრის მიზანი, ასე თუ არ არის, მაშინ ქართულ საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რადგან დიდი ხანია, წევრობისკენ ვისწრაფვით -ნიკოლოზ სამხარაძე
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალურად დაადგინოს, რა ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა, ვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია-თაზო დათუნაშვილი