საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა, ალიანსის 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, ბურთი ნატო-ს მოედანზეა -შალვა პაპუაშვილი

საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ განხორციელდეს ის მავნე ინტერესები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას თუ გარეპოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამისთვის არსებობს სხვადასხვა ინსტრუმენტი, როგორც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენებით, ისე სხვადასხვა ალიანსთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას, რომელიც უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში ვნახეთ, მათ შორის ნატო-სთან დაკავშირებით, ეს ის საკითხია, რომელსაც დიდი ხანია, ნატო-ს წინაშე ვაყენებთ. დიდი ხანია, ვამბობთ, რომ ბურთი სრულად არის ნატო-ს მოედანზე. დიდი ხანია, ველოდებით პასუხს, ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ეს გაღებული კარი. ეს კითხვა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ დასვა: „რას ნიშნავს ღია კარი?" ღია კარი თუ ნიშნავს, რომ იქ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, ორპირ ქარში გაცივდეს და შეეყაროს რამე ადამიანს, იგივე ეხება სახელმწიფოსაც, რომელსაც ასეთ დროს რისკები შეიძლება, პირიქით, გაეზარდოს. სამწუხაროდ, ვხედავთ გარკვეულ განცხადებებს, რომ არ არსებობს კონსენსუსი გაფართოებასთნ დაკავშირებით, ამავე დროს, განცხადებებს, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ სად არის ქმედებები? ვერ ვხედავთ ამ ქმედებებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი, სამ წელზე მეტია, საკუთარი უფლებისთვის იბრძვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი, სისხლს ღვრის და ნორმალურ პასუხსაც არ აკადრებენ, რომ უთხრან ან კი, ან არა.

„უკრაინელებმა ხომ უნდა გაიგონ, რისთვის დაღვარეს სისხლი? მნიშვნელოვანია, გვქონდეს მკაფიო პასუხები. საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, როგორც ინსტიტუციურად, ასევე იმით, რომ ვიყავით ომში, ნატო-ს ომებში მივიღეთ მონაწილეობა, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ ომებს ემალებოდნენ. ნატო-ს 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, იქნება ეს კორუფციის სიმცირე, კანონის უზენაესობა თუ სხვა მსგავსი ინდიკატორები. დიდი ხანია, ბურთი არის ნატო-ს მოედანზე, გასცენ პასუხი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელ ხალხს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა, ალიანსის 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, ბურთი ნატო-ს მოედანზეა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, ეს ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება -ირაკლი კობახიძე
რა გაჩერებთ სახლებში, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით? -ლევან ხაბეიშილი
საგანგაშოა, როცა ბრიტანეთის ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ -შალვა პაპუაშვილი
იმ შემთხვევაში, თუ არ არის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება, პოლიციას ექნება შესაძლებლობა, სხვა გეზი მიუთითოს -შალვა პაპუაშვილი
არც ერთი ქვეყანა არ აიტანს, რომ მცირე ჯგუფები მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდნენ, 300 კაცი არ არის უფლებამოსილი, მთელი ქვეყანა თვისი დღის წესრიგით ატრიალოს -თენგიზ შარმანაშვილი
ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოს უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც დაფიქსირებული იქნება ეროვნული ინტერესები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
,, 3.5 მილიონიანი საქართველოსთვის, მილიარდნახევრიანი ინდოეთის ეკონომიკური შესაძლებლობების მცირე ნაწილიც კი მნიშვნელოვანია''- პაპუაშვილი
პაპუაშვილი: როცა ვსაუბრობთ აშშ-ზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა ამ ომს დაემალა, რა თქმა უნდა, მეტი მოლოდინი გვაქვს
"ვისშიც ეჭვი არსებობს, ეს არის ადამიანების ის ჯგუფი, რომელთაც ტვინი გამოურეცხეს პირდაპირი პროპაგანდით და დეზინფორმაციით, მათ შორის, ბრიუსელიდან" - შალვა პაპუაშვილი BBC-ის მასალაზე
,,ხელწერა იგივეა, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ვნახეთ - ისევ მოწამვლაზე საუბრობენ, ზუსტად იგივე ხაზია''- შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია - „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში ცვლილებები საჭიროა, რადგან დაცული იყოს, როგორც შეკრების მონაწილეების, ასევე იმ მოქალაქეთა უფლებები
,,დონალდ ტრამპის გეოპოლიტიკური ატრაქციონი''- ავთანდილ წულაძე
ევროკავშირის ქვეყნებმა საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეაჯერეს
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები შევა
სენატში არიან ადამიანები, ვინც რეალობას აცნობიერებენ და ამიტომ დაიბლოკა ქვეყნისთვის მტრული აქტი -ირაკლი ზარქუა
,,რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები''- გია ვოლსკი
ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ აღებმიცემობა სცენის მიღმა არ იყოს და არც პოლიტიკური კორუფცია არსებობდეს -გია ვოლსკი
გარკვეული უნდა იყოს, არის თუ არა ნატო-ს გაფართოება ყველა წევრის მიზანი, ასე თუ არ არის, მაშინ ქართულ საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რადგან დიდი ხანია, წევრობისკენ ვისწრაფვით -ნიკოლოზ სამხარაძე
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალურად დაადგინოს, რა ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა, ვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია-თაზო დათუნაშვილი