ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

 სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ნუცუბიძემ, ინდიკო ბჟალავა გაამართლა და მისთვის წაყენებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას ს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც ინდიკო ბჟალავას ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.

ინდიკო ბჟალავა 2024 წლის 12 ივნისს დააკავეს. მას პოლიცია ბალდის კანიონის ინვესტორ კომპანიასთან დაკავშირებული პირის მეუღლის მიმართ მუქარას ედავებოდა. დაკავების შემდეგ, ინდიკო ბჟალავას სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეზე შეგროვდა შესაბამისი მტკიცებულებები და დაიწყო საქმის არსებითი განხილვა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა და ამ დრომდე 10 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

საქმეში არსებული გარემოებებით და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ ინდიკო ბჟალავას ხსენებული დანაშაული არ ჩაუდენია. საქმის არსებითი განხილვისას შემთხვევის თვითმხილველმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ინდიკო ბჟალავა არავის დამუქრებია.

პირი, რომელიც ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებდა, იმ ბრალდებულის მეუღლეა, რომელიც 2024 წლის, 11 ივნისს, ძმასთან ერთად, თავს დაესხა ბალდის კანიონის მცველებს და მინდია ბჟალავას დანით 7 ჭრილობა მიაყენა, რის გამოც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ბალდის კანიონის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას უკვე წლებია აპროტესტებენ. ბალდის კანიონის დასაცავად შექმნილი მოძრაობა დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ. სოფლისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კანიონის განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივების მონაწილეობის გარეშე, მათი ინტერესების სრული უგულებელყოფით იქნა მიღებული.

პროტესტის მიმდინარეობისას, ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიის წარმომადგენლებისგან და კომპანიასთან დაკავშირებული პირებისგან დევნის, შეურაცხყოფის და ცილისწამების მსხვერპლი არა ერთხელ გამხდარან. ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანიის, "კანიონი 350"-ის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, ცოტნე თვარაძის მიმართ ძალადობის საქმეზე. სასამართლოს მიერ 4 მარტს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, გიორგი მერკვილაძეს 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ბალდელები ბოლო დღეების განმავლობაში ისევ აქტიურად ითხოვენ კომპანიასა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტას და ღამეებს კარავში ათევენ. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ ხელშეკრულება 2022 წლის 29 ნოემბერს დაიდო და კომპანიამ იკისრა ვალდებულება, 3 წლის ვადაში, ე.ი. 2025 წლის 29 ნოემბრამდე დაესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად, შესაბამისი უწყებები არ რეაგირებენ კომპანიის მხრიდან შეთანხმების შეუსრულებლობის ფაქტზე და არც ადგილობრივებს ატყობინებენ, რა ბედი ეწევა ბალდის კანიონის დაცულ ტერიტორიას.

 





მსგავსი სიახლეები
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია და რომ ეს არის პოლიტიკური დევნა -"გახარია საქართველოსთვის"
სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმისას სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების უფლება, ხოლო 20 ივნისს შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა არაპროპორციულად გამოიყენეს ძალა -ბექა ძამაშვილი
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისის აქციაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი -იუსტიციის სამინისტრო
რა გადაწყვეტილება გამოიტანა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე?
არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხეზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ და არც გაუზიარებიათ -სუს-ი
ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
სუს-მა თავისი გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას გასცა პასუხი, სპეკულაციები აქ აღარ არსებობს-ალექსანდრე დარახველიძე
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
მოწმის სახით დაიკითხნენ ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს ეყრდნობოდა „ბიბისის“ ინფორმაცია, გამოკითხვისას ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი დასკვნები ეხებოდა ნივთიერება "კამიტს"-სუს-ი
ბრომობენზილ ციანიდი"ანუ იგივე „კამიტი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია -სუს-ი
საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
,,ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იყო ძალადობა სტანდარტული ფორმით''-
პროკურატურა ლუკა კურტანიძის დამნაშავედ ცნობას ითხოვს
კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 14 პირი პასუხისგებაში მიეცა