,, ბევრი მიწა დაკარგეს, ძალიან კარგი ტერიტორიები. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვებაა ''- დონალდ ტრამპი
უკრაინამ ტერიტორიები ჩემს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაკარგა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვებაა, ბევრი მიწა დაკარგეს, ძალიან კარგი ტერიტორიები, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „პოლიტიკოსთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში არჩევნები გაყალბებული და მოპარული რომ არ ყოფილიყო, მსოფლიო ახლა უკრაინაზე არ ისაუბრებდა.
„უკრაინამ ტერიტორია ჩემს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაკარგა. მთელი ზღვისპირა ზოლი დაკარგეს. ვგულისხმობ, შეხედეთ რუკებს. ათი თვეა, რაც აქ ვარ, მაგრამ დაბრუნდით ათი თვით ადრე და შეხედეთ, მთელი ეს ზოლი დაკარგეს. და ეს ახლა უფრო დიდი, უფრო ფართო ზოლია. ბევრი მიწა დაკარგეს, ძალიან კარგი ტერიტორიები. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვებაა. შემიძლია, გაჩვენოთ დიაგრამა. ბევრი მიწაა, რომელიც მათ დაკარგეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა „პოლიტიკოსთან" ინტერვიუში.
ამასთან, დონალდ ტრამპი აშშ-ში გაყალბებულ არჩევნებსაც ახსენებს.
„იცით, დაფიქრდით, არჩევნები რომ არ ყოფილიყო გაყალბებული. ახლა ყველამ იცის, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, ეს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაშიც გამოაშკარავდება, ხმამაღლა და ნათლად, რადგან გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია. არჩევნები გაყალბებული და მოპარული რომ არ ყოფილიყო, ახლა თქვენ უკრაინაზე არც კი ისაუბრებდით", - აღნიშნა ტრამპმა ინტერვიუში.
მსგავსი სიახლეები
კაია კალასი - ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ასე არ ვმუშაობთ, არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
მერცი: ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა მოისურვონ
მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი
ილონ მასკი - ევროკომისრები არიან პასუხისმგებელნი ევროპის მკვლელობაზე
,, ბევრი მიწა დაკარგეს, ძალიან კარგი ტერიტორიები. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვებაა ''- დონალდ ტრამპი
ლიეტუვამ ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის ელჩი ნატოში: ტრამპმა იცის, როგორ უნდა მოახდინოს ზეწოლა უკრაინასა და რუსეთზე შეთანხმების მისაღწევად
,,ჩვენ არ გვაქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, ტერიტორიები დავთმოთ''- ზელენსკი
დაუნინგ სთრითზე გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ერთობლივი დიპლომატიური მუშაობა ამერიკულ მხარესთან - ზელენსკი
POLITICO: ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს
,,სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგიერთი დეტალის მიმართ, რომელიც ამერიკული მხარის დოკუმენტებში ვიხილეთ, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ''- მერცი
აშშ ეუთო-ში რეფორმებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება
,,ევროპის თავზე შავი ღრუბლები გროვდება ''- ორბანი
,, უკრაინაში მობილიზაციის გაზრდაა აუცილებელი - სხვა გამოსავალი არ გვაქვს''- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
"ევროკავშირისთვის „დაუშვებელია ევროპულ პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე"- ანტონიუ კოშტა
რუსულ გაზზე უარის თქმის ევროკავშირის გეგმას სლოვაკეთთან ერთად გავასაჩივრებთ -პეტერ სიარტო
"რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას", მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის არც კი წაიკითხა"-დონალდ ტრამპი
,, ამერიკელები იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ეს ურყევი იქნება''- იური უშაკოვი
,,ზელენსკიმ იცოდა, რომ ვეღარ მოიგებდა შემდეგ არჩევნებს და აგრძელებდნენ მოპარვას''- დონალდ ტრამპ უმცროსი
სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის გამო, გერმანიის კანცლერმა საკუთარ თანამოქალაქეებს სისხლის სამართლის წესით 5.000-ჯერ უჩივლა - მედია