10 დეკემბერს, პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს და უყრის კენჭს - ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს
10 დეკემბერს, პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს და უყრის კენჭს. ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-ს შეადგენს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4.1%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3.0%-ია. საშუალო ინფლაციის პროგნოზი 3.3%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია - 3%. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114,1 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო 2029 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა -145,5 მილიარდ ლარამდე.
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 27.4 მილიარდი ლარია, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, 240.0 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნებული მშპ-ის 2.5%-ს დონეზე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მცირდება მშპ-ის 33.5%-მდე.
აღნიშნული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 36,3 მილიარდ ლარამდეა.
2026 წელს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:
- საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 9 050,0 მილიონი ლარია. მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 8 221,0 მილიონ ლარს (წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 51,0 მილიონი ლარით), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 829,0 მილიონ ლარს (გაზრდილია 29,0 მილიონი ლარით);
- მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 3 200,0 მილიონი ლარია, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 50,0 მილიონი ლარით არის გაზრდილი;
- დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 10 930,0 მილიონი ლარით. მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 8 744,0 მილიონ ლარს (გაზრდილია 64,0 მილიონი ლარით), ხოლო მუნიციპალიტეტების წილი - 2 186,0 მილიონ ლარს (გაზრდილია 16,0 მილიონი ლარით);
- აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელია წინა პროექტთან შედარებით და 2 700,0 მილიონ ლარს შეადგენს;
- იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელია და 150,0 მილიონი ლარია;
- ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზრდილია 25,0 მილიონი ლარით და 825,0 მილიონ ლარს შეადგენს;
- სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 185,0 მილიონი ლარით.
გარკვეული ცვლილებებია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსავლებში, ასევე ხარჯვით ნაწილში. კერძოდ, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი გაზრდილია 468,6 მილიონი ლარით და განისაზღვრება 30 759,4 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა გაზრდილია 405,5 მილიონი ლარით და 30 881,4 მილიონი ლარია.
საბიუჯეტო პროექტის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 47,9 მილიონი ლარით და განისაზღვრა 9 668,6 მილიონი ლარის ოდენობით; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 702,2 მილიონი ლარია, რაც პროექტის წინა ვერსიით განსაზღვრულ თანხას 89,6 მილიონი ლარით აღემატება; კულტურის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 42,3 მილიონი ლარით და ჯამში, 364,8 მილიონი ლარია; სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე დამატებით გამოყოფილია 29,9 მილიონი ლარი და 325,3 მილიონ ლარს შეადგენს; ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 16,8 მილიონი ლარით და 3 113,7 მილიონი ლარია.
მსგავსი სიახლეები
"სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს" - თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 დეკემბერს
მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ -თამარ იოსელიანი
სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა პრიორიტეტი დაბალანსებულად არის ასახული, მესამედზე მეტი დაეთმო სოციალურ საკითხებს, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის სტიმულირებას -ირაკლი კობახიძე
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა -ირაკლი კობახიძე
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
10 დეკემბერს, პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს და უყრის კენჭს - ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს
თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა - "ადამიანები ბიზნესის უკან" გაიმართა
"მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების ახალი რეგულაციები სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც"-მარიამ ქვრივიშვილი
"საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან"-მარიამ ქვრივიშვილი
Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტმა ქუვეითში საქართველოს ელჩს საქართველოში „სტარბაქსის“ შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 დეკემბერს
რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
საქართველოში Starbucks შემოდის - როდის და სად გაიხსნება პირველი ობიექტი?