"აშშ-ის ელჩი თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს"-Cumhuriyet
„აშშ-ის ელჩი თურქეთში ტომ ბარაკი არამარტო ჩვენი რესპუბლიკის საშინაო საქმეებში ერევა, არამედ საგარეო პოლიტიკაშიც, თავდაცვაშიც და უსაფრთხოების საკითხებშიც. ელჩი მოქმედებს არა როგორც დიპლომატი, არამედ როგორც ვასალის ნაცვალი“, - წერს თურქეთის ყოველდღიური გაზეთის „ჯუმჰურიეთის“ (Cumhuriyet) პოლიტიკური მიმომხილველი მეჰმედ ალი გიულერი სტატიაში სათაურით: „აშშ-ის ელჩი თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს“, რომელშიც განხილულია აშშ-თურქეთის ურთიერთობის პრობლემური საკითხები ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის რეგიონებში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ამას წინათ ტომ ბარაკმა აბუ-დაბში (არაბთა საემიროებში) თურქეთისთვის მიუღებელი განცხადება გააკეთა, რომელიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას ეხებოდა. ამერიკელი ელჩის თქმით, თურქეთს რუსეთისაგან არ უნდა ეყიდა ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა С-400, რის შედეგადაც ანკარამ ვეღარ შეიძინა ამერიკული F-35-ები. თუმცა ამ შეცდომის გამოსწორება ოთხ-ხუთ თვეში შეიძლება“. ელჩმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის უარი თქვას რუსულ სარაკეტო კომპლექსზე: „რადგანაც С-400 არ გამოიყენება, მისი თავიდან მოშორებაც შეიძლება. თვით ის ფაქტი, რომ თურქეთს რუსული რაკეტები აქვს, ვაშინგტონის შეშფოთებას იწვევს“.
ტომ ბარაკის სამიზნე: კავკასია!?
გასულ კვირაში აშშ-ის ელჩი ბერძნულ გაზეთ Ka thimerini-სადმი მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ შეეცადა რეკომენდაციების მოცემას, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა გაატაროს თურქეთმა. ტომ ბარაკმა ფაქტობრივად აშშ-ის გეგმა გაამჟღავნა კასპიისა და ხმელთაშუა ზღვების რეგიონში: „აბრეშუმის დიდი გზა“ აღმოსავლეთს და დასავლეთს სამი თუ ოთხი მარშრუტით აკავშირებდა ერთმანეთთან, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა, - და ეს შეიძლება ისევ განმეორდეს, მაგრამ ჩვენი, ანუ დასავლეთის ბლოკირება უკვე 1919 წლიდან ხდება“.
ტომ ბარაკის თქმით, „ისრაელს არ სჭირდება კიდევ ერთი ძლიერი ნაციონალისტური სახელმწიფო რეგიონში“. ის, რომ ელჩმა 1919 წელი ახსენა, მან აშკარად თურქეთის რესპუბლიკა იგულისხმა (1919 წელს დაიწყო ქემალისტების მოძრაობა ახალი თურქული სახელმწიფოს შექმნისათვის).
Kathimerini-სადმი მიცემულ ინტერვიუში ამერიკელმა ელჩმა აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს კასპიის ზღვა, რომელიც მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით და სხვა რესურსებით. კასპიის ზღვა მილსადენებით, თურქეთის გავლით, ხმელთაშუა ზღვას უკავშირდება“. ხედავთ, როგორ ამბობს? – „კასპიის ზღვა ჩვენი ზღვა არისო“. და თუ ამას დავამატებთ „დონალდ ტრამპის სახელობის ზანგეზურის დერეფანს“, ნათელი ხდება, რომ ტომ ბარაკი სამხრეთ კავკასიას თავის რეგიონად თვლის!
Kathimerini-ს კორესპონდენტის კითხვაზე, „მნიშვნელოვანი არის თუ არა რეგიონის პრობლემებისათვის კვიპროსის პრობლემა“, დიპლომატმა ასე უპასუხა: „დიახ, ჯანმრთელ ორგანიზმში ჩირქგროვა არ წარმოიქმნება. სხეულის ყოველი ნაწილი უნდა განიკურნოს“. როგორც ჩანს, ელჩი კვიპროსს „ჩირქგროვას“ უწოდებს, უფრო ზუსტად კი მას მხედველობაში აქვს „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“ და მიანიშნებს, რომ ახლო მომავალში აშშ კუნძულის მიმართ ახალ გეგმას აამოქმედებს.
თურქეთ-ისრაელის თანამშრომლობა - კასპიიდან ხმელთაშუამდე
ტომ ბარაკს ადრეც აქვს ნახსენები აშშ-ის გეგმები კასპიისა და ხმელთაშუა ზღვების რეგიონში. სარგებლობს რა ოფიციალური რეაქციის არარსებობით, ელჩი გათამამებულია და თავის გეგმებს ნაბიჯ-ნაბიჯ ახმოვანებს.. ამას წინათ, ნოემბერში, ბაჰრეინში გამოსვლის დროს, დიპლომატმა განაცხადა, რომ „თქვენ მალე იქნებით თურქეთ-ისრაელის თანამშრომლობის მოწმე კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე“.
კი მაგრამ, განა თურქეთი და ისრაელი ერთმანეთს ბევრ ფრონტზე არ ეჯახებიან? რომელ თანამშრომლობაზე ლაპარაკობს ელჩი? საიდან მოიტანა?
თუ წინა სიგნალებს გადავხედავთ, შეიძლება დავინახოთ, თუ როგორ ბეჯითად ცდილობს ელჩი რაღაც ამერიკული გეგმის შეკოწიწებას.
მაგალითად, ტომ ბარაკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზანგეზურის დერეფანს, რომელიც 99 წლის განმავლობაში დონალდ ტრამპის გზა იქნება (ამერიკული კომპანიის დომინირებით), შესაძლოა დერეფანში ამერიკელებმა დაქირავებული ძალებიც განალაგონ „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, რაც ხანჯალი იქნება სამხრეთ კავკასიისათვის და ბორკილი სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის.
რამდენიმე თვის წინ ტომ ბარაკმა ასეთი რამ განაცხადა: „თურქეთი, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, სირია, ლიბანი, ერაყი, ასევე აზერბაიჯანი და სომხეთი... თუ მათ გავაერთიანებთ, მივიღებთ ყველაზე ძლიერ რეგიონს მსოფლიოში“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ელჩმა ისეთი რუკა დახატა, საიდანაც ამოშალა ეგვიპტე და ირანი, რაც, თავისი არსით, ტრამპის რუკას წარმოადგენს სახელწოდებით „ახალი ახლო აღმოსავლეთი“.
რატომ დუმს თურქეთის ხელმძღვანელობა და არ რეაგირებს?
ტომ ბარაკი, აშკარაა, ისე მოქმედებს როგორც აშშ-ის ნაცვალი რეგიონში და ცდილობს განახორციელოს გეგმა, რომელსაც გლობალური და რეგიონული განზომილება აქვს. გლობალური განზომილებაში იგულისხმება ჩინური ინიციატივის „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ბლოკირება, ხოლო რეგიონულში - თურქთ-ისრაელის ფრონტის შექმნა ირანის წინააღმდეგ.
პრობლემა იმაშია, რომ აშშ-ის ეს გეგმა საბოლოოო ჯამში გულისხმობს შეთქმულებას თურქეთის წინააღმდეგ. ამიტომაც ტომ ბარაკის ყოველი განცხადება იმას მიანიშნებს, რომ იგი „პერსონა ნონ-გრატად“ უნდა გამოცხადდეს.. მიუხედავად ამისა, თურქეთის დიპლომატიური უწყება არანაირ რეაგირებას არ ახდენს და ერთ ადგილზე არ სვამს ამ ბიზნესმენს, რომელიც თავისი განცხადებებით დიპლომატიის ჩარჩოებს მიღმა გადის (ტომ ბარაკი ელჩად დანიშვნამდე - 2025 წლის მარტამდე - აშშ-ის საინვესტიციო კომპანიის Colony Capital, Inc.-ის გენდირექტორი იყო).
რამდენად შეიძლება ეს გარემოება იმას ნიშნავდეს, რომ გეგმა და პოლიტიკა, რაზეც ტომ ბარაკი ლაპარაკობს, დონალდ ტრამპისა და რეჯეფ ერდოღანის შეხვედრის დროს იქნა განხილული თეთრ სახლში 25 სექტემბერს? ეს მალე გაირკვევა.
წყარო:
მსგავსი სიახლეები
"აშშ-ის ელჩი თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს"-Cumhuriyet
"კიევი - განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?"-Neue Zürcher Zeitung
"უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!"-Cumhuriyet
"დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჯარისკაცები არ ჰყოფნის"-The Economist
"რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება"-The Daily Telegraph
"თუ ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული სკანდალი არ დაამხობს, მაშინ პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მსხვერპლი გახდება"-The Daily Telegraph
"კრემლთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა: ტრამპს შეუძლია უარი თქვას უკრაინასთან და რუსეთთან შუამავლობაზე?"-The Daily Telegraph
"მოლაპარაკების შემდეგ ომის დასასრული არ მოახლოებულა"-BBC
"მზად არიან თუ არა საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის?"-Le Journal du Dimanche
"დონალდ ტრამპი შესაძლოა ზოგადად ინტერვენციის წინააღმდეგია,მაგრამ ლათინური ამერიკაში მისთვის მონროს დოქტრინა ძალაში რჩება"-The Daily Telegraph
"ტრამპი პაციფისტია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის იგი საშიში:ამერიკის პრეზიდენტი უკრაინას თავს ახვევს ქვეყნისთვის საზიანო სამშვიდობო გეგმას"- The Daily Telegraph
"რატომ სჭირდება ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ პუტინმა ტრამპის სამშვიდობო გეგმა უარყოს"-The Daily Telegraph
"დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინის მიმართ ფუჭი და უშედეგოა - ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არ არის"-The Daily Telegraph
"უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავია ფრენები საქართველოში ქუვეითელ ტურისტთა რაოდენობას ზრდის"-Arab Times
"წაუგებელი ვარიანტი კრემლისათვის-პუტინს ორივე სიტუაცია აწყობს-ომის შეწყვეტაც და ომის გაგრძელებაც"- The New York Times
"შეუძლია თუ არა ევროპას იმის გააზრება, რომ დონალდ ტრამპს არ უნდა დაეყრდნოს და მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს?"-Politico
"ტრამპმა პუტინის დამახინჯებული ფსიქოლოგია ვერ გაიგო. დადგა მომენტი, რომ ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი ნება გამოხატონ"-The Daily Telegraph
"რით განსხვავდება ევროპული სამშვიდობო გეგმა ამერიკულისაგან"-The Daily Telegraph
კიევის რეჟიმი კოლაფსის და სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას -The Spectator
"უკრაინა შიშობს, რომ აშშ-ის ზეწოლით იძულებული გახდება პრორუსული სამშვიდობო გეგმა მიიღოს: დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის წინაშე სერიოზული დათმობებისაკენ უბიძგებს"-Financial Times