კაია კალასი - ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ასე არ ვმუშაობთ, არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას

 

ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ჩვენ ასე არ ვმუშაობთ, არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.

კალასის თქმით, აშშ-ის კრიტიკა ევროპის მიმართ არასწორია და ევროკავშირმა თვითდაჯერებულობა უნდა შეინარჩუნოს.

„რაც შეეხება აშშ-ის თავდასხმებს ევროპულ გზასა და სტრატეგიაზე, ვფიქრობ, ჩვენ უფრო თვითდაჯერებული უნდა ვიყოთ, რადგან ყველა ის საკითხი, რასაც ევროპის შესახებ კითხულობთ, არ არის სიმართლე. მეჩვენება, რომ ეს არის შექმნილი პროვოკაციისთვის, რათა ჩვენ რეაგირება მოვახდინოთ. ასევე იყო Financial Times-ის სტატია, რომელიც აჩვენებდა, რომ ის საკითხები, რასაც ისინი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნავენ, ევროპაში არ არის უარესი, ვიდრე ამერიკაში", - განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა კრიტიკამ შეიძლება, გააღვივოს განხეთქილება, როგორც ევროკავშირსა და აშშ-ს, ასევე თავად ევროპულ ქვეყნებს შორის, კვლავ ევროპის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე უნდა იყოს ყურადღება გამახვილებული.

„პოლიტიკაში თუ ისეთ საკითხებზე იწყებ დებატებს, რომლებიც იცი, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ რეალურად, იღებ ამას. ანუ, ჩვენ ვიცით, რომ ეს აბსურდულია. ევროკავშირი თავისუფლების არსია. ამიტომ, თავისუფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ასეთი კრიტიკა მიმართული უნდა იყოს სხვა მხარეს. შესაძლოა, რუსეთისკენ, სადაც განსხვავებული აზრი აკრძალულია, სადაც თავისუფალი მედია აკრძალულია, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სადაც X ან Twitter, როგორც ჩვენ ვიცით, ფაქტობრივად, ასევე აკრძალულია. ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც აშშ-ში არასწორია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას", - განაცხადა კალასმა.

კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა, ამის ნაცვლად, საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ამასთან, კალასის თქმით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა, რათა ის რეალურ მოლაპარაკებებამდე მივიდეს. ამავდროულად, კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ომის დაწყების პირველ თვეებში უკრაინას იგივე დონის სამხედრო დახმარებას თუ გაუწევდა, როგორსაც ახლა უწევს, შესაძლოა, განსხვავებული შედეგი ყოფილიყო.

კალასმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი წარმატებული სამშვიდობო გეგმა მოითხოვს ევროპის ერთიანობას.

„თქვენ შეგიძლიათ, შეთანხმდეთ ნებისმიერ რამეზე, მაგრამ ევროპელები ან უკრაინელები ამას თუ არ ეთანხმებიან, მაშინ ეს უბრალოდ არ იმუშავებს", - აღნიშნა კაია კალასმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
კაია კალასი - ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ასე არ ვმუშაობთ, არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
მერცი: ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა მოისურვონ
მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი
ილონ მასკი - ევროკომისრები არიან პასუხისმგებელნი ევროპის მკვლელობაზე
,, ბევრი მიწა დაკარგეს, ძალიან კარგი ტერიტორიები. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვებაა ''- დონალდ ტრამპი
ლიეტუვამ ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის ელჩი ნატოში: ტრამპმა იცის, როგორ უნდა მოახდინოს ზეწოლა უკრაინასა და რუსეთზე შეთანხმების მისაღწევად
,,ჩვენ არ გვაქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, ტერიტორიები დავთმოთ''- ზელენსკი
დაუნინგ სთრითზე გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ერთობლივი დიპლომატიური მუშაობა ამერიკულ მხარესთან - ზელენსკი
POLITICO: ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს
,,სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგიერთი დეტალის მიმართ, რომელიც ამერიკული მხარის დოკუმენტებში ვიხილეთ, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ''- მერცი
აშშ ეუთო-ში რეფორმებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება
,,ევროპის თავზე შავი ღრუბლები გროვდება ''- ორბანი
,, უკრაინაში მობილიზაციის გაზრდაა აუცილებელი - სხვა გამოსავალი არ გვაქვს''- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
"ევროკავშირისთვის „დაუშვებელია ევროპულ პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე"- ანტონიუ კოშტა
რუსულ გაზზე უარის თქმის ევროკავშირის გეგმას სლოვაკეთთან ერთად გავასაჩივრებთ -პეტერ სიარტო
"რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას", მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის არც კი წაიკითხა"-დონალდ ტრამპი
,, ამერიკელები იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ეს ურყევი იქნება''- იური უშაკოვი
,,ზელენსკიმ იცოდა, რომ ვეღარ მოიგებდა შემდეგ არჩევნებს და აგრძელებდნენ მოპარვას''- დონალდ ტრამპ უმცროსი
სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის გამო, გერმანიის კანცლერმა საკუთარ თანამოქალაქეებს სისხლის სამართლის წესით 5.000-ჯერ უჩივლა - მედია