GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) GMP ინსპექტირება

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA დაარსების დღიდან 25 წლის მანძილზე, მუდმივად ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას რეგიონში. კომპანიამ განსაკუთრებული შედეგებით შეაჯამა წელი – წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) ინსპექტირება და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხი და საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისობაა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ GM PHARMA-მ არა მხოლოდ წარმატებით გაიარა ევრაზიული აუდიტი, არამედ ინსპექტირებისა და შეჯამების პროცესი შენიშვნების გარეშე დასრულდა. აღნიშნული წარმატება კომპანიის გუნდის თითოეული წევრის მიღწევაა, მათი გამოვლენილი თავდადებისა და პროფესიონალიზმის შედეგია. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU), კერძოდ კი – ყაზახეთის მარეგულირებელი ორგანოს GMP ინსპექტორები 4 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ კომპანიაში.

EAEU GMP აუდიტის წარმატებით გავლა ფარმაცევტული კომპანიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიღწევაა. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი აერთიანებს ყაზახეთს, სომხეთს, ყირგიზეთს, ბელარუსსა და რუსეთს. EAEU GMP სერტიფიკატის მიღება ნიშნავს, რომ საწარმო სრულად აკმაყოფილებს ამ რეგიონის ფარმაცევტული რეგულაციების მოთხოვნებს.

EAEU GMP აღიარებულია არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც და სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის GMP დირექტივებთან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებთან. მისი წარმატებით გავლა ადასტურებს, რომ კომპანია აწარმოებს მედიკამენტებს მაღალი ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტების შესაბამისად. ეს ზრდის ნდობას, როგორც სარეგისტრაციო ორგანოების, ასევე პარტნიორებისა და დისტრიბუტორების მხრიდან.

ამავდროულად, აუდიტის წარმატებით გავლა ამარტივებს სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მოქმედებს EAEU-ს GMP სტანდარტი. მნიშვნელოვნად მცირდება ახალი ბაზრების ათვისების დრო და ხარჯები, რაც კომპანიას მძლავრ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

EAEU GMP აუდიტის მოსამზადებელი პროცესი მოითხოვს საწარმოო, საკონტროლო და დოკუმენტური სისტემების ოპტიმიზაციას. აუდიტის წარმატებით გავლა მეტყველებს კომპანიაში შიდა ხარისხის კულტურის მაღალ მაჩვენებელზე, პროცესების გამჭვირვალობასა და ეფექტურობაზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისთვის.

GMP სერტიფიცირება არ არის მხოლოს სავალდებულო მარეგულირებელი მოთხოვნა, არამედ ნდობის ანარეკლია, რომელსაც პაციენტები, ჯანდაცვის სპეციალისტები და პარტნიორები კომპანიის მიმართ ავლენენ. EAEU GMP აუდიტის წარმატებით გავლა ნიშნავს, რომ კომპანია მზადაა საერთაშორისო კონკურენციისთვის, აქვს პოტენციალი გახდეს გლობალური ფარმაცევტული მოთამაშე, რაც კომპანიის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს – ბიზნეს საქმიანობის გაფართოება ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (მაგ.: გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას – საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი, საერთაშორისო PIC/S და EAEU GMP სერტიფიკატები, ISO 9001:2017, ISO 17025 და სხვა.

დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

 

(R)





მსგავსი სიახლეები
GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) GMP ინსპექტირება
10 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა
"მედიის როლი საზოგადოებრივი ნდობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში" -აზერბაიჯანულ ქართული მედია ფორუმი
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ - განათლების სამინისტრო
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
9 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა
ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
8 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
,,ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება'' - მეუფე შიო
2026 წლის ფერად Cloud Dancer-ი დასახელდა
გარემოს ეროვნული სააგენტო 7 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, ინფორმაცის ავრცელებს
7 დეკემბერი წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
6 დეკემბრის ამინდის პროგნოზი