სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ზამთრის ახალგაზრდული პროგრამები განხორციელდება
თბილისის მერია, სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ახალგაზრდებს ყოველწლიურად არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც წელს 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა განხორციელდება.
როგორც დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთვარობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა 14-დან 29 წლამდე ასაკის 2 000-მდე თბილისელ ახალგაზრდას გააერთიანებს.
„თბილისის მერია, ტრადიციულად, სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს. ამ მხრივ არც მიმდინარე ზამთრის პერიოდია გამონაკლისი, რომელსაც ახალგაზრდებისთვის საინტერესო და განახლებული პროგრამებით, ახალგაზრდული ბანაკებით, სკოლებითა და საგანმანათლებლო და რეკრეაციული ხასიათის გასვლითი ტურებით ვხვდებით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა, როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტული და სახელოვნებო მიმართულებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, პროგრამები განხორციელდება ისეთი პოპულარული და საინტერესო თემატიკით, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები; რობოტიკა; კინოხელოვნება; ინგლისური ენა; თხილამურის დაუფლების სკოლა; დებატები და თანამედროვე კომუნიკაციის მეთოდები; საჯარო მართვა; ემოციური ინტელექტი; ხის მხატვრული დამუშავება; სამაგიდო თამაშების შექმნა და სხვა.
„პარალელურად, მოეწყობა შემეცნებითი გასვლითი ტურები საქართველოს ისტორიულ ადგილებში. პროგრამა, ჯამურად, 14-დან 29 წლამდე ასაკის 2 000-მდე თბილისელ ახალგაზრდას გააერთიანებს და მისცემს მათ შესაძლებლობას, შეიძინონ ახალი მეგობრები, ისწავლონ საინტერესო საქმე და დაისვენონ პროდუქტიულად“, – აღნიშნა კახა კალაძემ და ახალგაზრდებს აქტიურობისაკენ მოუწოდა.
ამასთანავე, დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება აღნიშნული ინიციატივით.
„მოგიწოდებთ, იაქტიურეთ. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა განსაკუთრებით პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, ამ ტიპის ღონისძიებებით, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს, ჩაერთონ სხვადასხვა საინტერესო მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ახალგაზრდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელია ვებგვერდზე – youthtbilisi.ge.
მსგავსი სიახლეები
თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება
სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ზამთრის ახალგაზრდული პროგრამები განხორციელდება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ზესტაფონსა და ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება
GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) GMP ინსპექტირება
10 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა
"მედიის როლი საზოგადოებრივი ნდობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში" -აზერბაიჯანულ ქართული მედია ფორუმი
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ - განათლების სამინისტრო
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
9 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა
ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
8 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
,,ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება'' - მეუფე შიო
2026 წლის ფერად Cloud Dancer-ი დასახელდა
გარემოს ეროვნული სააგენტო 7 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, ინფორმაცის ავრცელებს