ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია-ირაკლი კობახიძე
ენერგეტიკის სექტორში ჩართულ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა ერთი მილიარდი ლარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები ჯარიმებისა და საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდათ.
„ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის კონკრეტული დათქმით დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. ენერგეტიკის სექტროში ჩართულ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა ერთი მილიარდი ლარია. რაც შეეხება დათქმას: იმისთვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება, ამასთან, აღუდგებათ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ერთდროულად ორ მიზანს ემსახურება.
„ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების საგრანტო ვადებში განსახორციელებლად. დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა ამასთანავე პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი. ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. ჩვენ მკაცრად მივუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას.
„ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მადლობას ვუხდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სამინისტროს გუნდს ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მომზადებისთვის. ენერგეტიკულ კომპანიებს მინდა, ვუსურვო წარმატებები განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
"ბიბისი" იქნება თუ სხვა, დეზინფორმაცია არ უნდა შერჩეს, ამიტომ მნიშვნელოვანია სარჩელის შეტანა, რომელზე მუშაობაც დაწყებულია -გია ვოლსკი
4 ოქტომბერს დაანონსებული იყო დამხობის აქცია, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ, დამხობის აქციას როცა აანონსებ, ყველაფერი დღესავით ნათელია -ირაკლი კობახიძე
50-მა, 100-მა ან 150-მა კაცმა ოთხ მილიონ ადამიანს პრობლემები არ უნდა შეუქმნას, როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე მოცემულობით, რომელიც გაქვს, პატივი სცე ადამიანების ინტერესებს -ირაკლი კობახიძე
ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია-ირაკლი კობახიძე
ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში-ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა, აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მიდგომების გადახედვა -შალვა პაპუაშვილი
ვატო შაქარიშვილი: უნდა შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია
,,ევროპელი ლიდერები უნდა იყვნენ შეშფოთებულნი იმით, რასაც საკუთარ ქვეყნებს უშვრებიან''- ტრამპი
საკანონმდებლო ორგანომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში BBC-ის ემიჯნება და აცხადებს, რომ მედიასაშუალება დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან
პარლამენტმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დაჯი კოვზირიძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო
საქართველომ ნატო-ში წევრობისთვის ყველაფერი გააკეთა, მათ ომებში მივიღეთ მონაწილეობა, ალიანსის 7-8 ქვეყანას ვჯობნით ინსტიტუციური განვითარებით, ბურთი ნატო-ს მოედანზეა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, ეს ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება -ირაკლი კობახიძე
რა გაჩერებთ სახლებში, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით? -ლევან ხაბეიშილი
საგანგაშოა, როცა ბრიტანეთის ელჩი ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ -შალვა პაპუაშვილი
იმ შემთხვევაში, თუ არ არის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება, პოლიციას ექნება შესაძლებლობა, სხვა გეზი მიუთითოს -შალვა პაპუაშვილი
არც ერთი ქვეყანა არ აიტანს, რომ მცირე ჯგუფები მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდნენ, 300 კაცი არ არის უფლებამოსილი, მთელი ქვეყანა თვისი დღის წესრიგით ატრიალოს -თენგიზ შარმანაშვილი
ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოს უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც დაფიქსირებული იქნება ეროვნული ინტერესები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
,, 3.5 მილიონიანი საქართველოსთვის, მილიარდნახევრიანი ინდოეთის ეკონომიკური შესაძლებლობების მცირე ნაწილიც კი მნიშვნელოვანია''- პაპუაშვილი
პაპუაშვილი: როცა ვსაუბრობთ აშშ-ზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა ამ ომს დაემალა, რა თქმა უნდა, მეტი მოლოდინი გვაქვს