ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა -ირაკლი კობახიძე

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისთვის უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ ერთჯერადად – 349 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა.

„როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ენერგეტიკის სფეროს მართვის გასაუმჯობესებლად. ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა როგორც საკადრო, ისე პროექტების ხარჯების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ ერთჯერადად – 349 მილიონი ლარი, ხოლო ყოველწლიურ ჭრილში 25 მილიონი ლარი დაზოგა. ბუნებრივია, დაზოგილი თანხები მთლიანად ენერგეტიკის სისტემის და, შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება.

ოპტიმიზაციის პარალელურად, ჩვენ სრულად გადავხედეთ ენერგეტიკულ პოლიტიკას. თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სექტორში არსებული ყველა გამოწვევის ანალიზი, გამოვლინდა და აღმოიფხვრა მანკიერი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, განახლდეს ყველა შეჩერებული პროცესი, მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას უშლის ხელს.

„დღევანდელი მდგომარეობით, განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 15 000 მეგავატის პოტენციური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები. სახელმწიფოს ამოცანაა, ერთი მხრივ, გაცხრილოს სპეკულაციური პროექტები, რომლებსაც განვითარების რეალური პერსპექტივა არ აქვს და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტის სწრაფ განვითარებას, რომელსაც კეთილსინდისიერი ინვესტორი ჰყავს და რომლის მშენებლობასაც კომპანია სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება.

გასული წლების განმავლობაში ასეთ კომპანიებსაც შეექმნათ სირთულეები, რაც გამოსწორებას საჭიროებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებთან და დაინტერესებულ ინვესტორებთან და ვისმენთ დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს. ამგვარი დიალოგისა და კონსულტაციების საფუძველზე ნათლად გამოიკვეთა, რომ სექტორს განვითარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ესაჭიროება.

ჩვენი მიზანია, განახლდეს ყველა შეჩერებული პროცესი და მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც ახალი ობიექტების მშენებლობას და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდას უშლის ხელს. ჩვენ გვინდა, სრულად გადაიტვირთოს პროცესი და განახლდეს ენერგეტიკის სისტემის შეუქცევადი განვითარება სუფთა ფურცლიდან, ორმხრივად გაწერილი ვალდებულებებით და შეთანხმებულ ვადებში“, – განაცხადა პრემიერმა.





მსგავსი სიახლეები
"სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს" - თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 დეკემბერს
მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ -თამარ იოსელიანი
სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა პრიორიტეტი დაბალანსებულად არის ასახული, მესამედზე მეტი დაეთმო სოციალურ საკითხებს, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის სტიმულირებას -ირაკლი კობახიძე
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა -ირაკლი კობახიძე
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
10 დეკემბერს, პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს და უყრის კენჭს - ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს
თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა - "ადამიანები ბიზნესის უკან" გაიმართა
"მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების ახალი რეგულაციები სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც"-მარიამ ქვრივიშვილი
"საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან"-მარიამ ქვრივიშვილი
Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტმა ქუვეითში საქართველოს ელჩს საქართველოში „სტარბაქსის“ შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 დეკემბერს
რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
საქართველოში Starbucks შემოდის - როდის და სად გაიხსნება პირველი ობიექტი?