ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება, დღეს ეს უზრუნველყოფილი არ არის, როცა 4-მილიონიან ქვეყანაში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი -ირაკლი კობახიძე

ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისი რეფორმის გატარება.

„სრული არჩევანი აქვს სტუდენტს - თუ უნდა, ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტში, შეუძლია, ჩააბაროს. ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება. დღეს არ არის უზრუნველყოფილი ხარისხის თანაბრობა. საქართველოში დღეს მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ამით არის უკვე ყველაფერი ნათქვამი. ჩვენნაირ ქვეყანაში, 4-მილიონიან ქვეყანაში, თან განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში როცა მოქმედებს 64 უნივერსიტეტი, ამით ყველაფერი ნათელია. მეტი ჩაღრმავებაც კი არ დასჭირდება ამას. ჩვენი მთავარი მიზანი შიდა კონკურენცია არ არის, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ვიყოთ კონკურენტული. დღეს პრობლემა, ნახეთ, რა არის, როდესაც გყავს 11 კარგი ფეხბურთელი და გაქვს 10 გუნდი, აპრიორი განწირული ხარ იმისთვის, რომ წესიერი გუნდი ვერ გეყოლება. არ შეიძლება, გყავდეს 11 კარგი ფეხბურთელი და იფიქრო 10 გუნდის შექმნაზე. თუ გყავს 11 კარგი ფეხბურთელი, უნდა შექმნა 1 ან, მაქსიმუმ, 2 გუნდი. ჩვენ ვაკეთებთ რას? რომ გვყავს 11 კარგი ფეხბურთელი და 64 გუნდი გვაქვს შექმნილი. ჩვენთვის შიდა კონკურენცია კი არ არის მთავარი, ჩვენთვის მთავარია კონკურენცია საერთაშორისო მასშტაბით, რათა საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს მაღალი დონის განათლების მიღება. გეტყვით, რა ვითარებაა დღეს, მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე, ზეპირად ვიცი, თსუ-ში საშუალო დონის განათლებას ვაძლევთ სტუდენტს, ამაზე დაბალია სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, საშუალოზე დაბალია ის იურიდიული განათლება, რომელსაც ისინი იღებენ. კიდევ ერთხელ, 11 კარგი ფეხბურთელი თუ გყავს, არ შეიძლება შექმნა 3, 5 და, მით უმეტეს, 64 გუნდი. ეს არის დღევანდელი სისტემა და ეს სისტემა უნდა შეიცვალოს. ვის არ მოსწონს ეს რეფორმა? - ვინც ხელს ითბობს იმ სიმახინჯეზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული. მთავარი შედეგია, რომ ქართველი სტუდენტი სათანადო დონის განათლებას ვერ იღებს საქართველოში. ეს უნდა შევცვალოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მთავარი შიდა კონკურენცია არ არის, მთავარია მაღალი ხარისხის განათლება.

„ჩვენ გვაქვს, მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში და გვაქვს კარგი შიდა კონკურენცია, იმიტომ, რომ 10 გუნდია და ერთმანეთს ეთამაშებიან, მაგრამ ჩვენთვის ამოცანა ეს კი არ არის, რომ 10 გუნდი ერთმანეთთან თანაბრად თამაშობდეს, ჩვენი მიზანია, გვყავდეს მაღალი დონის გუნდი საქართველოში. ეს არის ჩვენი მიზანი, შიდა კონკურენცია კი არ არის. შიდა კონკურენცია გვაქვს, საქართველოს ჩემპიონატს შეხედეთ, 10 გუნდი ეპაექრება ერთმანეთს და შესანიშნავი კონკურენციაა. თამაშობენ ერთმანეთთან, ხან იგებენ, ხან აგებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ საქართველოში 64 გუნდი ერთმანეთს ეთამაშებოდეს კონკურენტულად, ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის. შიდა კონკურენცია არაფრის საშველი არ არის, მთავარი საშველი არის განათლების ხარისხის ამაღლება და შესაბამისი პროცესების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეფორმის გატარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
,, ევროპა არაფრად აგდებს არც სამართლიანობას, არც ადამიანის უფლებებს, არც პოლიტიკურ თავისუფლებას''- მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: ვინმეზე დამოკიდებულების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში
,,დოკუმენტში წარმოდგენილია ის თემები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები თანხვედრაშია''- მიხეილ ყაველაშვილი
პაატა სალია - საქართველოსთვის მიგრაციის მართვა ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა
,,ისტორიაში რეფორმატორების სახელით შევალთ, რომლებიც გამოწვევებს და ფსევდოლიბერალების ბულინგს არ შეუშინდნენ ''- მარიამ ლაშხი-
ლაშა ხუციშვილი - 2026 წელს იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და, ჯამში, ცხრა მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს
საკანონმდებლო ორგანომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
,,დღეს ევროკავშირში არის მოცემულობა, როდესაც ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულია ლიბერალური ფაშიზმი''- გიორგი გაბუნია
ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, თუ რას აპირებდნენ, რას გეგმავდნენ და რისი განხორციელება უნდოდათ 4 ოქტომბრის მონაწილეებს
ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ, შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ -ირაკლი კირცხალია
დონალდ ტრამპმა ნიღაბი ჩამოხსნა იმ დიდ და ბოროტ მანქანას, რომელიც ბრიუსელში მოქმედებს, უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს თავზე გამოვცადეთ და ეს დღესაც გრძელდება -ირაკლი კირცხალია
ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება, დღეს ეს უზრუნველყოფილი არ არის, როცა 4-მილიონიან ქვეყანაში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი -ირაკლი კობახიძე
"ბიბისი" იქნება თუ სხვა, დეზინფორმაცია არ უნდა შერჩეს, ამიტომ მნიშვნელოვანია სარჩელის შეტანა, რომელზე მუშაობაც დაწყებულია -გია ვოლსკი
4 ოქტომბერს დაანონსებული იყო დამხობის აქცია, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ, დამხობის აქციას როცა აანონსებ, ყველაფერი დღესავით ნათელია -ირაკლი კობახიძე
50-მა, 100-მა ან 150-მა კაცმა ოთხ მილიონ ადამიანს პრობლემები არ უნდა შეუქმნას, როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე მოცემულობით, რომელიც გაქვს, პატივი სცე ადამიანების ინტერესებს -ირაკლი კობახიძე
ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია-ირაკლი კობახიძე
ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში-ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა, აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მიდგომების გადახედვა -შალვა პაპუაშვილი
ვატო შაქარიშვილი: უნდა შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია
,,ევროპელი ლიდერები უნდა იყვნენ შეშფოთებულნი იმით, რასაც საკუთარ ქვეყნებს უშვრებიან''- ტრამპი