,,აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი სანქციებით ემუქრება, თუ ის ტრამპის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს''- Reuters
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ თავის წესდებაში ცვლილება შეიტანოს, რათა მომავალში მან დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს. ინფორმაციას Reuters-ი ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ სისხლის სამართლის სასამართლოს ახალ სანქციებს დაუწესებს.
თეთრი სახლი ჰააგის სასამართლოს კიდევ ორ პირობას უყენებს. კერძოდ, აშშ-ს სურს, რომ სისხლის სამართლის სასამართლომ ღაზის სექტორში ომის დროს ისრაელის სახელმწიფოს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შეწყვიტოს და ოფიციალურად გამოაცხადოს, რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიება დასრულებულია. ამ პირობების შეუსრულებლობაც ახალ სანქციებს გამოიწვევს.
Reuters-ის მტკიცებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როგორც „რესპუბლიკელები", ისე "დემოკრატები" დიდი ხანია აკრიტიკებენ. ამერიკის პოლიტიკური ელიტა ფიქრობს, რომ სასამართლო აშშ-ის სუვერენიტეტს თავს ესხმის.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამერიკულმა მხარემ სასამართლოს ცალკეულ წევრებს საკუთარი პოზიციის შესახებ აცნობა. ამასთან ერთად, აშშ არ არის რომის სტატუტის წევრი, რომლის საფუძველზე 2002 წელს სასამართლო შეიქმნა.
მსგავსი სიახლეები
,ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ ,რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% გადაჭრილია ''- Sky News
„მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“- ფრიდრიხ მერცი
Volkswagen-მა პირველად 1937 წლიდან გერმანიაში ქარხანა დახურა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD
,,აშშ ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან, კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე''- მედია
,,ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია''-პესკოვი
ილჰამ ალიევი გეგმავს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ამნისტიას, რომელიც დაახლოებით 20 000 მსჯავრდებულს შეეხება
ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
პუტინი დონბასს თუ მიიღებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას -კაია კალასი
ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ
„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
,,კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას''- ლიზ ტრასი
,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი
,,მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს''- იური უშაკოვი
,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი
პარიზში მშვიდობის მარში გაიმართა - დემონსტრანტებმა ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლა მოითხოვეს
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი გადატვირთულ ქუჩაზე დაეშვა ავარიულად დაეშვა
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში ნავთობის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა