უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელი და უმაღლესი განათლების მიღების სისტემა იცვლება

 

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 10 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის საფუძველზეც უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელი და უმაღლესი განათლების მიღების სისტემა იცვლება.

მთავრობის ინიციატივით წარდგენილ პროექტს მესამე მოსმენისას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 9 წევრი წინააღმდეგი იყო.

საგრანტო დაფინანსება უქმდება. კანონებიდან ყველა იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხება. ამასთან, ახალი კანონით, მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სწავლას სრულად სახელმწიფო - მთავრობის მიერ დადგენილი დაფინანსების წესის და პირობების შესაბამისად დაფინანსდება.

გარდა ამისა, მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას - როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით.

ასევე მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმის) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება.

საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, 3+1+1 სისტემა ინერგება, სადაც 3 წელი ბაკალავრიატს დაეთმობა, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი იქნება და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის გადაწევას 2028 წლის 1-ელ იანვრამდე.

 

 





მსგავსი სიახლეები
“მინდა ყველას მივულოცო ის აღიარება, რომელიც ჩვენი ხორბლის კულტურამ მოიპოვა”- მაკა ბოჭორიშვილი
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელი და უმაღლესი განათლების მიღების სისტემა იცვლება
უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი, ეს არის სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები-ირაკლი კობახიძე
იუნესკო-მ "ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა
თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება
სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ზამთრის ახალგაზრდული პროგრამები განხორციელდება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ზესტაფონსა და ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება
GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) GMP ინსპექტირება
10 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა
"მედიის როლი საზოგადოებრივი ნდობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში" -აზერბაიჯანულ ქართული მედია ფორუმი
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ - განათლების სამინისტრო
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
9 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა
ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა