ლაშა ხუციშვილი - 2026 წელს იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და, ჯამში, ცხრა მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს

 

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და, ჯამში, ცხრა მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს.

მომდევნო წელს 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება - 370 ლარის, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია 495 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსია შესაბამისი კატეგორიებისთვის იქნება 444 ლარი და 594 ლარი.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ჯამში, მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე გათვალისწინებულია ექვსი მილიარდ 930 მილიონ ლარზე მეტი.

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება დამატებით იზრდება 12 მილიონ ლარზე მეტით და პროგრამის ბიუჯეტი 124 მილიონ ლარს აჭარბებს. 2025 წელთან შედარებით, პროგრამის დაფინანსება, ჯამურად, გაზრდილია 29 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობით.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები დამატებით იზრდება 183 მილიონ ლარზე მეტით და ორი მილიარდ 220 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ჯამურად, გაზრდილია 360 მილიონ ლარზე მეტით.

პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, პროგრამის ფარგლებში დამატებით გაზრდილია: საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება - 150 მილიონი ლარით და მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს; ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დაფინანსება - ათი მილიონი ლარით და 28 მილიონ ლარს შეადგენს; იშვიათი დაავადებების მქონე პირთა მკურნალობის პროგრამა - ხუთი მილიონი ლარით და 70 მილიონ ლარს შეადგენს; ჯანდაცვის სხვა პროგრამები, ჯამურად, იზრდება 18 მილიონ 700 ათასი ლარით.

ამასთან, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის ხელფასების ზრდა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ევროპა არაფრად აგდებს არც სამართლიანობას, არც ადამიანის უფლებებს, არც პოლიტიკურ თავისუფლებას''- მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: ვინმეზე დამოკიდებულების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში
,,დოკუმენტში წარმოდგენილია ის თემები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები თანხვედრაშია''- მიხეილ ყაველაშვილი
პაატა სალია - საქართველოსთვის მიგრაციის მართვა ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა
,,ისტორიაში რეფორმატორების სახელით შევალთ, რომლებიც გამოწვევებს და ფსევდოლიბერალების ბულინგს არ შეუშინდნენ ''- მარიამ ლაშხი-
ლაშა ხუციშვილი - 2026 წელს იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და, ჯამში, ცხრა მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს
საკანონმდებლო ორგანომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
,,დღეს ევროკავშირში არის მოცემულობა, როდესაც ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულია ლიბერალური ფაშიზმი''- გიორგი გაბუნია
ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, თუ რას აპირებდნენ, რას გეგმავდნენ და რისი განხორციელება უნდოდათ 4 ოქტომბრის მონაწილეებს
ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ, შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ -ირაკლი კირცხალია
დონალდ ტრამპმა ნიღაბი ჩამოხსნა იმ დიდ და ბოროტ მანქანას, რომელიც ბრიუსელში მოქმედებს, უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს თავზე გამოვცადეთ და ეს დღესაც გრძელდება -ირაკლი კირცხალია
ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება, დღეს ეს უზრუნველყოფილი არ არის, როცა 4-მილიონიან ქვეყანაში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი -ირაკლი კობახიძე
"ბიბისი" იქნება თუ სხვა, დეზინფორმაცია არ უნდა შერჩეს, ამიტომ მნიშვნელოვანია სარჩელის შეტანა, რომელზე მუშაობაც დაწყებულია -გია ვოლსკი
4 ოქტომბერს დაანონსებული იყო დამხობის აქცია, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ, დამხობის აქციას როცა აანონსებ, ყველაფერი დღესავით ნათელია -ირაკლი კობახიძე
50-მა, 100-მა ან 150-მა კაცმა ოთხ მილიონ ადამიანს პრობლემები არ უნდა შეუქმნას, როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე მოცემულობით, რომელიც გაქვს, პატივი სცე ადამიანების ინტერესებს -ირაკლი კობახიძე
ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია-ირაკლი კობახიძე
ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში-ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა, აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მიდგომების გადახედვა -შალვა პაპუაშვილი
ვატო შაქარიშვილი: უნდა შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია
,,ევროპელი ლიდერები უნდა იყვნენ შეშფოთებულნი იმით, რასაც საკუთარ ქვეყნებს უშვრებიან''- ტრამპი