,,ისტორიაში რეფორმატორების სახელით შევალთ, რომლებიც გამოწვევებს და ფსევდოლიბერალების ბულინგს არ შეუშინდნენ ''- მარიამ ლაშხი-
ყველა ის ძირითადი მიმართულება, რაც რეფორმის ფარგლებშია, არის კარგად ნაფიქრი, კარგად გააზრებული, პროფესიონალების და ექსპერტების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებზე საუბრისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, ისინი ისტორიაში რეფორმატორების სახელით შევლენ, რომლებიც არ შეუშინდნენ გამოწვევებს და ფსევდოლიბერალების ბულინგს.
„არც ტელევიზიას ადევნებთ თვალს, არც საპარლამენტო პროცესში ხართ ჩართული იმისათვის, რომ თუნდაც გენახათ რექტორთა საბჭოები და არა ერთი შეხვედრები, რომლებიც სამინისტროს მხრიდან იყო წარმართული, ის კონსულტაციები, რომელსაც სამინისტრო მართავდა უშუალოდ რეფორმის შემუშავების პროცესში. ჩვენი გადაწყვეტილებით, ის რომ რეფორმა იქნას წარმოდგენილი კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ერთი მხრივ ხალხზე, ხალხის სიკეთეზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას და გამბედაობას და ისტორიაში აუცილებლად შევალთ, როგორც რეფორმატორები, რომლებიც არ შეუშინდნენ არც ფსევდოლიბერალების ბულინგს და არც იმ გამოწვევებს, რასაც სამწუხაროდ დღეს თქვენ აწყდებით და ხართ ამ გავლენებში. საქართველოს და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში სამწუხაროდ, თქვენ თქვენი წითელი ღილაკით შეხვედით და დაიმკვიდრეთ თქვენი ადგილი თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაში" - მიმართა ლაშხმა ოპოზიციას.
დეპუტატმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ თითოეულ მონაწილეს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრს, რომლის გამბედაობის და ღირსეული მიდგომის საფუძვლად ჩვენ გვაქვს სწორედ ასეთი სახის რეფორმა. მადლობა ბატონ გივი მიქანაძეს, რომელმაც ჯერ კიდევ საპარლამენტო პერიოდში დაიწყო ამაზე მუშაობა და წინა მოწვევაში მივიღეთ ზოგადი განათლების ეროვნული გეგმა, რომელიც ერთგვარი კონსტიტუციაა ჩვენი რეფორმის, რომელსაც დაეფუძნა განათლების რეფორმა. მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ზვიადს [გაბისონია], ბატონ დავითს და მთელს განათლების სამინისტროს გუნდს. ასევე, განათლების კომიტეტს და ყველა ჩემს კოლეგას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. დღეს ჩვენ შევალთ ისტორიაში როგორც რეფორმატორები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავალზე და ვხედავთ მეორე მხარეს, ხალხი, რომელიც ამ რეფორმის, ჩვენი ქვეყნის, შვილების, მშობლების მომავლის წინააღმდეგ გადადგეს ნაბიჯი"-განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მსგავსი სიახლეები
,, ევროპა არაფრად აგდებს არც სამართლიანობას, არც ადამიანის უფლებებს, არც პოლიტიკურ თავისუფლებას''- მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: ვინმეზე დამოკიდებულების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში
,,დოკუმენტში წარმოდგენილია ის თემები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები თანხვედრაშია''- მიხეილ ყაველაშვილი
პაატა სალია - საქართველოსთვის მიგრაციის მართვა ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა
,,ისტორიაში რეფორმატორების სახელით შევალთ, რომლებიც გამოწვევებს და ფსევდოლიბერალების ბულინგს არ შეუშინდნენ ''- მარიამ ლაშხი-
ლაშა ხუციშვილი - 2026 წელს იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და, ჯამში, ცხრა მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს
საკანონმდებლო ორგანომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
,,დღეს ევროკავშირში არის მოცემულობა, როდესაც ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულია ლიბერალური ფაშიზმი''- გიორგი გაბუნია
ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, თუ რას აპირებდნენ, რას გეგმავდნენ და რისი განხორციელება უნდოდათ 4 ოქტომბრის მონაწილეებს
ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ, შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ -ირაკლი კირცხალია
დონალდ ტრამპმა ნიღაბი ჩამოხსნა იმ დიდ და ბოროტ მანქანას, რომელიც ბრიუსელში მოქმედებს, უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს თავზე გამოვცადეთ და ეს დღესაც გრძელდება -ირაკლი კირცხალია
ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება, დღეს ეს უზრუნველყოფილი არ არის, როცა 4-მილიონიან ქვეყანაში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი -ირაკლი კობახიძე
"ბიბისი" იქნება თუ სხვა, დეზინფორმაცია არ უნდა შერჩეს, ამიტომ მნიშვნელოვანია სარჩელის შეტანა, რომელზე მუშაობაც დაწყებულია -გია ვოლსკი
4 ოქტომბერს დაანონსებული იყო დამხობის აქცია, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ, დამხობის აქციას როცა აანონსებ, ყველაფერი დღესავით ნათელია -ირაკლი კობახიძე
50-მა, 100-მა ან 150-მა კაცმა ოთხ მილიონ ადამიანს პრობლემები არ უნდა შეუქმნას, როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე მოცემულობით, რომელიც გაქვს, პატივი სცე ადამიანების ინტერესებს -ირაკლი კობახიძე
ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია-ირაკლი კობახიძე
ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში-ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა, აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მიდგომების გადახედვა -შალვა პაპუაშვილი
ვატო შაქარიშვილი: უნდა შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია
,,ევროპელი ლიდერები უნდა იყვნენ შეშფოთებულნი იმით, რასაც საკუთარ ქვეყნებს უშვრებიან''- ტრამპი