მიხეილ ყაველაშვილი: ვინმეზე დამოკიდებულების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში
აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია. კითხვას დასვამს ნებისმიერი ნეიტრალური მოქალაქე ან ექსპერტი, რომ ახლა ეს ადამიანები სად დგანან? ამერიკის გვერდზე თუ ევროპული ბიუროკრატიის, ვისგანაც იმართებიან? - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა", ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტზე საუბრისას.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს ვინმეზე დამოკიდებულის პოლიტიკა.
„რასაც ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ვსაუბრობდით, იმაზე მკაცრად საუბრობს ამერიკის არსებული ადმინისტრაცია, თავისი პრეზიდენტით. საუბარი როცაა [პროდასავლურზე], რას ნიშნავს პროდასავლური? რომელია დასავლეთი, როგორ განვსაზღვროთ, ვისზე ვიყოთ დამოკიდებული? ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში, ვინმეზე დამოკიდებულების და ეს ნელ-ნელა მილევადია. სიტყვასაც ვერ ძრავენ. ხომ შეიძლება რომელიმე გამოვიდეს. მე მაინტერესებს ვინმე გაბედავს ტრამპის კრიტიკას?! ერთი ორი აქტივისტის ფეისბუქ-პოსტზე თუ წავიკითხე რაღაც კრიტიკული, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მიმართ, რომ ასეთი დამოკიდებულებაა. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, აქტორები ვინც არიან წარმოჩენილი და ვინც თვლიან, რომ ისინი მზად არიან ხელისუფლების ჩასაბარებლად, ჩემი წინამორბედი, გაბედონ აბა, სად დგანან ახლა - ევროპული ბიუროკრატიის გვერდით თუ იმ დოკუმენტის გვერდზე, რომელიც აშშ-ის დღევანდელი მმართველი ადმინისტრაციის მიერ არის შექმნილი?! ეს ხომ ერთი და იგივე არ არის? ეს ხომ განსხვავებულია. რა პროდასავლობაზეა საუბარი? ვინ დაარქვა ამათ პროდასავლური ძალა? ესეც ხომ მითია, როგორც რუსული კანონზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
,, ევროპა არაფრად აგდებს არც სამართლიანობას, არც ადამიანის უფლებებს, არც პოლიტიკურ თავისუფლებას''- მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: ვინმეზე დამოკიდებულების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში
,,დოკუმენტში წარმოდგენილია ის თემები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები თანხვედრაშია''- მიხეილ ყაველაშვილი
პაატა სალია - საქართველოსთვის მიგრაციის მართვა ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა
,,ისტორიაში რეფორმატორების სახელით შევალთ, რომლებიც გამოწვევებს და ფსევდოლიბერალების ბულინგს არ შეუშინდნენ ''- მარიამ ლაშხი-
ლაშა ხუციშვილი - 2026 წელს იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და, ჯამში, ცხრა მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს
საკანონმდებლო ორგანომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
,,დღეს ევროკავშირში არის მოცემულობა, როდესაც ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულია ლიბერალური ფაშიზმი''- გიორგი გაბუნია
ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, თუ რას აპირებდნენ, რას გეგმავდნენ და რისი განხორციელება უნდოდათ 4 ოქტომბრის მონაწილეებს
ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ, შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ -ირაკლი კირცხალია
დონალდ ტრამპმა ნიღაბი ჩამოხსნა იმ დიდ და ბოროტ მანქანას, რომელიც ბრიუსელში მოქმედებს, უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს თავზე გამოვცადეთ და ეს დღესაც გრძელდება -ირაკლი კირცხალია
ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება, დღეს ეს უზრუნველყოფილი არ არის, როცა 4-მილიონიან ქვეყანაში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი -ირაკლი კობახიძე
"ბიბისი" იქნება თუ სხვა, დეზინფორმაცია არ უნდა შერჩეს, ამიტომ მნიშვნელოვანია სარჩელის შეტანა, რომელზე მუშაობაც დაწყებულია -გია ვოლსკი
4 ოქტომბერს დაანონსებული იყო დამხობის აქცია, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ, დამხობის აქციას როცა აანონსებ, ყველაფერი დღესავით ნათელია -ირაკლი კობახიძე
50-მა, 100-მა ან 150-მა კაცმა ოთხ მილიონ ადამიანს პრობლემები არ უნდა შეუქმნას, როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე მოცემულობით, რომელიც გაქვს, პატივი სცე ადამიანების ინტერესებს -ირაკლი კობახიძე
ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია-ირაკლი კობახიძე
ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში-ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა, აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მიდგომების გადახედვა -შალვა პაპუაშვილი
ვატო შაქარიშვილი: უნდა შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია
,,ევროპელი ლიდერები უნდა იყვნენ შეშფოთებულნი იმით, რასაც საკუთარ ქვეყნებს უშვრებიან''- ტრამპი