11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს თუ გეგმა სწორად შეადგინეთ, შეგიძლიათ მისი განხორციელება დაიწყოთ. გირჩევთ ნებისმიერი საქმის კეთებისას წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ.
კურო
დღის პირველი ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერია. შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები შუადღის შემდეგ უნდა დაგეგმოთ. საღამოს თავს გაცილებით მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ და შესაძლოა, დაწყებული საქმეების დასრულებაც შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მენეჯმენტისგან თავი შორს დაიჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი უსიამოვნო დავალებების შესრულება ან კომენტარების მოსმენა მოგიწევთ.
ტყუპები
ეცადეთ, რომ კოლეგების კეთილგანწყობა შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ სამსახურში ჯანსაღი ატმოსფერო წარმატებული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია. გირჩევთ გარშემო მყოფებს კითხვებით ნუ შეაწუხებთ, განსაკუთრებით, თუ ეს კითხვები პირად ცხოვრებას ეხება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. სასურველია, საღამო მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად გაატაროთ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისთვის - მიზანს ასე უფრო სწრაფად მიაღწევთ. შეიძლება ოცნების ასრულებამდე დიდი გზა გაქვთ გასავლელი, მაგრამ გეგმის შემუშავება ახლავე შეგიძლიათ. ეცადეთ, მეგობრებთან მეტი დრო გაატაროთ - ისინი სიტყვითაც დაგეხმარებიან და საქმითაც. მშვენიერი დღეა კარგად შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან.
ლომი
უმჯობესია, თითოეული ნაბიჯი კარგად დაგეგმოთ და მიზნისკენ აუჩქარებლად იმოძრაოთ. ხელოვან ადამიანებს შთაგონება ეწვევათ. შესაძლოა, ახალი მონა ლიზა ან დავითი ვერ შექმნათ, მაგრამ თქვენი ნიჭით გარშემო მყოფების გაოცებას ნამდვილად შეძლებთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენზე ზეწოლის მოხდენას და მანიპულირებას ცდილობს, მაგრამ ეცადეთ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოთ.
ქალწული
ახლა თავმდაბლობის დრო არაა. შეგიძლიათ საკუთარ ნიჭსა და უნარებზე ხმამაღლა ილაპარაკოთ და გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია გულხელდაკრეფილი არ იჯდეთ და მოვლენების გულში იტრიალოთ. სწორად დაგეგმილი საქმე უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. თუ არ იზარმაცებთ შესაძლოა, მტკივნეული პრობლემაც მოაგვაროთ, რომელიც გამუდმებით თავს გახსენებთ.
სასწორი
ფრთხილად იყავით, შურიანმა ადამიანმა შეიძლება თქვენთვის მახის დაგება გადაწყვიტოს. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ. საღამოს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა შეიძლება შემაწუხებელი იყოს, ამიტომ უპირატესობა სახლის მყუდრო გარემოს უნდა მიანიჭოთ.
მორიელი
ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ საქმის საბოლოო შედეგი თქვენს ყურადღებაზეა დამოკიდებული. მიზნის მისაღწევად ოპონენტებთან ადაპტაცია, მათი განწყობისა და ინტერესების გათვალისწინება მოგიწევთ. ეცადეთ, პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანების აზრი გაითვალისწინოთ. შესაძლებელია, მათ დახმარება სჭირდებათ და თქვენ ვერ ამჩნევთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და თანამოსაუბრეს ყველაფერი, რაც თავში მოგივათ, პირში არ უნდა მიახალოთ. თუ მას შეურაცხყოფთ, შეიძლება ერთობლივი გეგმები განუხორციელებელი დარჩეს. ზოგ მშვილდოსანს ძალიან გაუმართლებს და ახლახან დასრულებული პროექტიდან ფინანსურ სარგებელს მიიღებს. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა - შეძენილი ნივთი იმედს მალე გაგიცრუებთ.
თხის რქა
ამ დღეს ნებისმიერ კამათში და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება, რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს პოზიცია მოგიტანთ. უფრთხილდით მანიპულატორებს - ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს.
მერწყული
შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა - იმაზე მეტს დახარჯავთ, ვიდრე გეგმავდით და შეძენილი ნივთი იმედს გაგიცრუებთ. გირჩევთ მოახლოებული დღესასწაულის წინ ფული რაციონალურად გაანაწილოთ, რათა სესხის აღება არ მოგიწიოთ. ეცადეთ, ურთიერთობის დროს ოპონენტი არ შეურაცხყოთ და საჭირო სიტყვები დიდი სიფრთხილით შეარჩიოთ. მოერიდეთ რჩევების მიცემას - დაე, ყველამ თავის საქმეს თვითონ მიხედოს.
თევზები
წარსულზე ზედმეტად მიჯაჭვული ხართ და მომავალზე ნაკლებად ფიქრობთ, რაც წინსვლაში ხელს გიშლით. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, მაგრამ ეცადეთ, წარსულის მოგონებებისგან გათავისუფლდეთ. მარტოხელა თევზებს ახლად გაცნობილ ადამიანთან მსუბუქი ფლირტი ელით, თუმცა როგორ გააგრძელებთ ურთიერთობას მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, გირჩევთ ექიმთან შეხვედრა დანიშნოთ. ნუ დაელოდებით, იმას, რომ პრობლემა თავისით გაქრება.
მსგავსი სიახლეები
“მინდა ყველას მივულოცო ის აღიარება, რომელიც ჩვენი ხორბლის კულტურამ მოიპოვა”- მაკა ბოჭორიშვილი
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელი და უმაღლესი განათლების მიღების სისტემა იცვლება
უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი, ეს არის სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები-ირაკლი კობახიძე
იუნესკო-მ "ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა
თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება
სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ზამთრის ახალგაზრდული პროგრამები განხორციელდება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ზესტაფონსა და ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება
GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) GMP ინსპექტირება
10 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა
"მედიის როლი საზოგადოებრივი ნდობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში" -აზერბაიჯანულ ქართული მედია ფორუმი
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ - განათლების სამინისტრო
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
9 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა
ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა