"ბიბისის" ფილმი არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე -მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანული მედიასაშუალება „ბიბისის" ფილმზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე და საქართველოს ხელისუფლებაზე.

ამასთან, ბოჭორიშვილმა „იმედის" ეთერში განმარტა, რომ ეს დეზინფორმაციის კიდევ ერთი კამპანიაა და რომ ასეთ შემთხვევებში აქტორები იგივე არიან, უბრალოდ, ინიციატორები იცვლებიან ხოლმე.

„იყო რაღაც კამპანიები, რომლებიც იწყებოდა ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებით და შემდეგ შენდებოდა ამაზე მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო მედია. იყო რაღაც კამპანიები, როდესაც პოლიტიკურ სცენაზე გამოვიდნენ უცხოელი პოლიტიკოსები უფრო მეტად. ჩვენ ვიხილეთ უცხოელი დიპლომატებიც და ახლა ეს არის მაგალითი, როდესაც სცენაზე არის უცხოური მედიასაშუალება, როგორც ამ კამპანიის დაწყების პირველწყარო. ესეც ჩვეულებრივად მართული კამპანიაა, იგივენაირი კამპანიაა დეზინფორმაციის, რაც ჩვენ არაერთი ვიხილეთ საქართველოს წინააღმდეგ. გახსოვთ ალბათ „თავისუფლება მიშას" კამპანია, როგორ მოწამლეს და როგორ კვდებოდა პატიმარი ნომერი ერთი ქართულ ციხეში, როდესაც ციხეშიც არ იყო და არაერთი კამპანია ასეთი ცრუ კამპანია, „რუსული კანონი" როგორ მივიღეთ, რომელიც არ იყო რუსული სინამდვილეში", - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის თქმით, ყველა მსგავს კამპანიას საერთო მიზანი ჰქონდა - დაზიანებულიყო საქართველოს ინტერესი, დაზიანებულიყო ჩვენი ეროვნული ინტერესი და დაზიანებულიყო ხელისუფლება.

„ესეც იგივე კამპანიაა, რომ რაღაც მძიმე სურათი უნდა შექმნან, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ გაამყარონ ნარატივი, რა ნარატივითაც რეალურად შენ სჯი საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და არ მიჰყვება იმ ხაზს, რა ხაზიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა -საგარეო საქმეთა სამინისტრო
დაწყებულია კამპანია „ქართული ოცნების” პრემიერის მიერ 4 ოქტომბერზე, თურმე, მე ორგანიზატორი ვარ ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები, ეს ფაქტობრივად არაფერს ეფუძნება, არც ვიცნობ იმ ადამიანებს - სალომე ზურაბიშვილი
ელჩის გარდა ყველაფერია ეს ადამიანი, რადგან ისეთი უმსგავსობები აქვს ჩადენილი წინასაარჩევნოდ, რადიკალებს გადაასწრო მავნებლობაში-ირაკლი ზარქუა პეტერ ფიშერზე
საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა
"ბიბისის" ფილმი არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე -მაკა ბოჭორიშვილი
,, ევროპა არაფრად აგდებს არც სამართლიანობას, არც ადამიანის უფლებებს, არც პოლიტიკურ თავისუფლებას''- მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: ვინმეზე დამოკიდებულების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში
,,დოკუმენტში წარმოდგენილია ის თემები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები თანხვედრაშია''- მიხეილ ყაველაშვილი
პაატა სალია - საქართველოსთვის მიგრაციის მართვა ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა
,,ისტორიაში რეფორმატორების სახელით შევალთ, რომლებიც გამოწვევებს და ფსევდოლიბერალების ბულინგს არ შეუშინდნენ ''- მარიამ ლაშხი-
ლაშა ხუციშვილი - 2026 წელს იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და, ჯამში, ცხრა მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს
საკანონმდებლო ორგანომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
,,დღეს ევროკავშირში არის მოცემულობა, როდესაც ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულია ლიბერალური ფაშიზმი''- გიორგი გაბუნია
ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, თუ რას აპირებდნენ, რას გეგმავდნენ და რისი განხორციელება უნდოდათ 4 ოქტომბრის მონაწილეებს
ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ, შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ -ირაკლი კირცხალია
დონალდ ტრამპმა ნიღაბი ჩამოხსნა იმ დიდ და ბოროტ მანქანას, რომელიც ბრიუსელში მოქმედებს, უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს თავზე გამოვცადეთ და ეს დღესაც გრძელდება -ირაკლი კირცხალია
ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება, დღეს ეს უზრუნველყოფილი არ არის, როცა 4-მილიონიან ქვეყანაში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი -ირაკლი კობახიძე