რა არის შეკვეთების გაცემის პუნქტი და რა უპირატესობები აქვს მას სელერებისა და მომხმარებლებისთვის
თანამედროვე ონლაინ შოპინგი სწრაფად ვითარდება, რის გამოც მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ეძებენ შეკვეთების მიღების კომფორტულ და უსაფრთხო გზებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტა გახდა შეკვეთების გაცემის პუნქტები — სპეციალურად აღჭურვილი სივრცეები, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ აიღონ ონლაინ შეძენილი ნივთები, ხოლო სელერებმა — ეფექტიანად მართონ მიწოდება ყველა ქალაქში დიდი საწყობის უზურნველყოფის ან დამატებითი საკურიერო შეთანხმებების გარეშე.
შეკვეთების გაცემის პუნქტები მოსახერხებელ ადგილებშია განთავსებული — საცხოვრებელი შენობების პირველ სართულებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან ახლოს და ზოგიერთ შემთხვევაში, სავაჭრო ცენტრებსა და სუპერმარკეტებში. მომხმარებლები ონლაინ აფორმებენ შეკვეთას და შემდეგ იღებენ მას უახლოეს გაცემის პუნქტში, მათთვის მოსახერხებელ დროს. ყველა შეკვეთა საიმედოდ ინახება პუნქტში, იქ მყოფი თანამშრომლები კი ეხმარებიან მომხმარებლებს შეკვეთის გაცემასა და შემოწმებაში. მომხმარებლებს გადახდა შეუძლიათ როგორც შეკვეთის მიღებისას, ასევე წინასწარ, ონლაინ.
დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ონლაინ მომხმარებლებში კვლავ მაღალია მოთხოვნა იმ ფორმატებზე, სადაც შესაძლებელია ჯერ პროდუქციის მიღება, შემოწმება და შემდეგ გადახდა. მომხმარებელთა დაახლოებით 40%* ელოდება „try before you buy” შესაძლებლობას — შეუკვეთონ რამდენიმე ვარიანტი, მოიზომონ ან ნახონ ისინი გაცემის პუნქტში და გადაიხადონ მხოლოდ იმ პოზიციებისთვის, რომლებიც მოეწონათ, დანარჩენი კი დააბრუნონ.
ამავდროულად, მომხმარებელთა დაახლოებით 83%* აღნიშნავს, რომ დისკომფორტს უქმნით, როდესაც სელერი არ სთავაზობთ მარტივ და გამჭვირვალე დაბრუნების პოლიტიკას — ასეთ შემთხვევაში ისინი ხშირად ირჩევენ სხვა რითეილერს.
მომხმარებლებისთვის შეკვეთების გაცემის პუნქტი უზრუნველყოფს რიგ გამოკვეთილ უპირატესობებს. შეკვეთის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ მოსახერხებელ დროს, სახლში კურიერის დალოდების გარეშე, რაც ზოგავს დროს და შესყიდვის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. საქართველოში Wildberries აქტიურად ავითარებს შეკვეთების გაცემის პუნქტების ქსელს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, ბათუმი და ქუთაისი, რათა შეკვეთები მაქსიმალურად ახლოს იყოს მომხმარებლებთან. 2024 წლის ოქტომბერში პლატფორმის ამოქმედებიდან დღემდე, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში უკვე გაიხსნა 95-ზე მეტი შეკვეთების გაცემის პუნქტი. Wildberries-ის გაცემის პუნქტების განსაკუთრებული თავისებურება და მათთვის დამახასიათებელი უნიკალური გადაწყვეტაა გამოსაცვლელი კაბინების გამოყენება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადგილზე მოიზომოს შეძენილი ტანსაცმელი და, საჭიროების შემთხვევაში, მაშინვე დააბრუნოს, თუ ზომა ან მოდელი ვერ მოერგო.
გაცემის პუნქტი ასევე უზრუნველყოფს შეკვეთების მიღების უფრო უსაფრთხო გზას. პროდუქცია კონტროლირებად პირობებში ინახება გაცემის მომენტამდე, რის შედეგადაც დაკარგვის ან დაზიანების რისკი პრაქტიკულად ნულის ტოლია. გადახდის მოქნილი არჩევანი, ონლაინ ან ადგილზე, კი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის კომფორტულია. მაგალითად, Wildberries-ის მომხმარებელს შეუძლია მობილურ აპლიკაციაში შეკვეთისას წინასწარ აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი შეკვეთის გაცემის პუნქტი, რუსთველის ქუჩასთან ახლოს. რამდენიმე დღეში ის იღებს შეტყობინებას, რომ შეკვეთა უკვე ადგილზეა. მომხმარებელი მიდის არჩეულ შეკვეთების გაცემის პუნქტში, იღებს ნივთებს, იქვე სარგებლობს გამოსაცვლელი კაბინით, რწმუნდება, რომ ყველაფერი მოერგო, იხდის თანხას და მიდის უკვე შეძენილი ნივთებით.
შეკვეთების გაცემის პუნქტები სელერებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და მომგებიანი გადაწყვეტაა. მათი დახმარებით მნიშვნელოვნად მარტივდება ლოჯისტიკა: აღარ არის საჭირო თითოეული შეკვეთის ინდივიდუალურ მისამართზე მიტანა, მცირდება საკურიერო მომსახურების ხარჯები და საგრძნობლად იზრდება შეკვეთების დამუშავების სიჩქარე.
გაცემის პუნქტის მოსახერხებელი მდებარეობა ხელს უწყობს მომხმარებელთა ბაზის გაფართოებას — მომხმარებლები ხშირად ირჩევენ იმ სელერს, ვისგანაც შეკვეთის სწრაფად და მარტივად მიღებას შეძლებენ. სანდო და დროული მიწოდება კი ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას და აძლიერებს ნდობას ბრენდის მიმართ.
შედეგად, Wildberries-ის პლატფორმაზე მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეებს აღარ სჭირდებათ საკუთარი საწყობების ან კურიერების დიდი ჯგუფის უზრუნველყოფა თითოეულ ქალაქში. მათ შეუძლიათ პროდუქციის მიწოდება საქართველოს მასშტაბით, პარალელურად კი ამცირებენ საოპერაციო ხარჯებს და აჩქარებენ მიტანის პროცესს მომხმარებლებისთვის.
შეკვეთის გაცემის პუნქტები თანამედროვე ონლაინ ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა, რაც შესყიდვის პროცესს უფრო მოსახერხებელს, უსაფრთხოსა და ყველა მონაწილისთვის მომგებიანს ხდის. Wildberries აქტიურად ავითარებს გაცემის პუნქტების ქსელს საქართველოში, რაც მომხმარებლებს მილიონზე მეტი პროდუქტის — ისევე როგორც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ასევე ელექტრონიკისა და კოსმეტიკის — ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. გაცემის პუნქტები მკვეთრად ამარტივებს შოპინგს: მომხმარებლებს შეუძლიათ შეკვეთების მიღება მათთვის სასურველ დროსა და მოსახერხებელ ადგილას, ხოლო სელერებს — ლოჯისტიკის ოპტიმიზება, მომხმარებელთა ბაზის გაფართოება და საკუთარი ბრენდის მიმართ ნდობის გაძლიერება.
შეკვეთების გაცემის პუნქტი ასევე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს თვითდასაქმების განვითარებისთვის. საქართველოში მცხოვრებ ბევრ ადამიანს შეუძლია, Wildberries-თან თანამშრომლობით გახსნას შეკვეთების გაცემის პუნქტი და მიიღოს სტაბილური შემოსავალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის გარეშე.
შეკვეთის გაცემის პუნქტის გახსნის პირობებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე.
*მონაცემები დაფუძნებულია nShift-ის, Klarna-ს და Statista-ს მიერ ღია წყაროებში გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ კვლევებზე.
(R)
მსგავსი სიახლეები
12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, თამარ ტალიაშვილი თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია -აშშ-ში საქართველოს საელჩო
12 დეკემბერს, თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება და "საახალწლო სოფელი" გაიხსნება
თბილისში საახალწლო განათებების ბოლო სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს
რა არის შეკვეთების გაცემის პუნქტი და რა უპირატესობები აქვს მას სელერებისა და მომხმარებლებისთვის
კობა კობალაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში სამსახურის წარმომადგენელი წარადგინა
“მინდა ყველას მივულოცო ის აღიარება, რომელიც ჩვენი ხორბლის კულტურამ მოიპოვა”- მაკა ბოჭორიშვილი
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელი და უმაღლესი განათლების მიღების სისტემა იცვლება
უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი, ეს არის სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები-ირაკლი კობახიძე
იუნესკო-მ "ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა
თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება
სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ზამთრის ახალგაზრდული პროგრამები განხორციელდება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ზესტაფონსა და ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება
GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) GMP ინსპექტირება
10 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა