12 დეკემბერს, თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება და "საახალწლო სოფელი" გაიხსნება

12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთება და "საახალწლო სოფელი" გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით ილუმინაციებიც აინთება.

მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის "ვარსკვლავბიჭუნას" ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი "მეტეხი", დავით ევგენიძე და "რანინა", მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე "სიკეთით სავსე ქალაქი".

რაც შეეხება "საახალწლო სოფელში" დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

"საახალწლო სოფელში" განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

"საახალწლო სოფელი", საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.

 





მსგავსი სიახლეები
12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, თამარ ტალიაშვილი თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია -აშშ-ში საქართველოს საელჩო
12 დეკემბერს, თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება და "საახალწლო სოფელი" გაიხსნება
თბილისში საახალწლო განათებების ბოლო სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს
რა არის შეკვეთების გაცემის პუნქტი და რა უპირატესობები აქვს მას სელერებისა და მომხმარებლებისთვის
კობა კობალაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში სამსახურის წარმომადგენელი წარადგინა
“მინდა ყველას მივულოცო ის აღიარება, რომელიც ჩვენი ხორბლის კულტურამ მოიპოვა”- მაკა ბოჭორიშვილი
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელი და უმაღლესი განათლების მიღების სისტემა იცვლება
უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი, ეს არის სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები-ირაკლი კობახიძე
იუნესკო-მ "ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა
თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება
სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ზამთრის ახალგაზრდული პროგრამები განხორციელდება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ზესტაფონსა და ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება
GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) GMP ინსპექტირება
10 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა