სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია და რომ ეს არის პოლიტიკური დევნა -"გახარია საქართველოსთვის"
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია. ყველანაირად გამოვიყენებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მტკიცებულებას მინისტრთა კომიტეტში, რათა შევუშალოთ ხელი საქმის გაყალბებას, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიდი პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია.
„ვეთანხმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე. ეს არის ის, რასაც მუდმივად ვამბობდით. დიდი პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია, ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს ბრალდება დანაშაულის რეალური ავტორებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზანს ემსახურება. ამასთან, დიდი პალატის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია. ყველანაირად გამოვიყენებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მტკიცებულებას მინისტრთა კომიტეტში, რათა შევუშალოთ ხელი საქმის გაყალბებას. ეს საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და დადგება რეალური დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი", - აღნიშნულია „გახარია საქართველოსთვის" განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება. 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).
ცნობისთვის, საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ საქართველოს პროკურატურამ ორ საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე დაჭრა
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად -ალექსანდრე დარახველიძე
პაატა სალია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს
"გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სუს-ში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია" - სუს-ი
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია და რომ ეს არის პოლიტიკური დევნა -"გახარია საქართველოსთვის"
სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმისას სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების უფლება, ხოლო 20 ივნისს შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა არაპროპორციულად გამოიყენეს ძალა -ბექა ძამაშვილი
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისის აქციაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი -იუსტიციის სამინისტრო
რა გადაწყვეტილება გამოიტანა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე?
არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხეზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ და არც გაუზიარებიათ -სუს-ი
ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
სუს-მა თავისი გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას გასცა პასუხი, სპეკულაციები აქ აღარ არსებობს-ალექსანდრე დარახველიძე
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე