დაწყებულია კამპანია „ქართული ოცნების” პრემიერის მიერ 4 ოქტომბერზე, თურმე, მე ორგანიზატორი ვარ ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები, ეს ფაქტობრივად არაფერს ეფუძნება, არც ვიცნობ იმ ადამიანებს - სალომე ზურაბიშვილი
დაწყებულია კამპანია, რომ მე 4 ოქტომბრის მთავარი ორგანიზატორი ან ორგანიზატორებს შორის ვიყავი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არ ყოფილა დაკავშირებული 4 ოქტომბრის არც ორგანიზებასთან, არც მონაწილეობასთან და არც იცნობს ადამიანებს, რომლებიც დღეს ციხეში არიან.
„მე მგონი, მიგაჩვიეთ ან მეც მივეჩვიე იმას, რომ რაც არ უნდა ლანძღვა, შეურაცხყოფა, თავდასხმები ყოფილიყო, მე საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვუპასუხო ყოველჯერ და ყოველ შემთხვევას, თუმცა არასწორია და არასწორად მიმაჩნია საზოგადოების მიმართ, რომ როცა დგება დრო, იწყება ისეთი თავდასხმა, რომელიც კამპანიის ნაწილია, აშკარად ჩანს, იმას არ მივცე რეაქცია და რაღაც ბუნდოვანება დავტოვო იმ საკითხზე, რომელსაც ეხებიან. ეს კამპანია, პირველ რიგში, დაწყებულია „ქართული ოცნების" პრემიერის მიერ და მერე პატარ-პატარები ამას აგრძელებენ. ეს ეხება 4 ოქტომბერს. თურმე, მე 4 ოქტომბრის ან მთავარი ორგანიზატორი ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები.
ეს არის სრულიად მიუღებელი ჩემთვის არამხოლოდ იმიტომ, რომ ფაქტობრივად არაფერს ეფუძნება და არანაირად არ ვყოფილვარ დაკავშირებული არც ორგანიზებასთან, არც მონაწილეობასთან. არც ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მე მგონი მაინც, უსამართლოდ არიან დღეს ციხეში. მაგრამ მე მათ არ ვიცნობ და მათთან არ მქონია არანაირი კავშირი და ვერც მექნებოდა, იმიტომ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მრწამსი არის იმაში, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სწორედ გამყარება თავისი დემოკრატიული წყობის და თავისი მშვიდობიანი გადასვლების ერთი რეჟიმიდან მეორეში.
სამწუხაროდ, ჩემი ამ ქვეყანაში ყოფნის დროს ეს ნაკლებად ხდება და გადავდივართ ავტორიტარული რეჟიმიდან ავტორიტარულში და უარესში, ანუ რუსული ტიპის ავტორიტარიზმში. მაგრამ ამის მიუხედავად, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მომავალი არის დემოკრატიული მომავალი, სადაც ხალხი თავის გზას მშვიდობიანად აირჩევს და ეს დროც მოვა. ვუყურებთ იმას, რაც ბულგარეთში მოხდა. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა არ უნდა გადადგეს, მაგრამ უნდა გადადგეს მშვიდობიანი ზეწოლის ქვეშ, შიდა და გარე ზეწოლის ქვეშ.
მე ასე ვფიქრობდი სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც 138 დღე ვიდექი და ვიძახდი, არც გადატრიალება და არც გარიგება. იმავე მრწამსით ვარ დღეს, არც გადატრიალება, არც არანაირი შეგუება-გარიგება ამათთან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა -საგარეო საქმეთა სამინისტრო
დაწყებულია კამპანია „ქართული ოცნების” პრემიერის მიერ 4 ოქტომბერზე, თურმე, მე ორგანიზატორი ვარ ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები, ეს ფაქტობრივად არაფერს ეფუძნება, არც ვიცნობ იმ ადამიანებს - სალომე ზურაბიშვილი
ელჩის გარდა ყველაფერია ეს ადამიანი, რადგან ისეთი უმსგავსობები აქვს ჩადენილი წინასაარჩევნოდ, რადიკალებს გადაასწრო მავნებლობაში-ირაკლი ზარქუა პეტერ ფიშერზე
საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა
"ბიბისის" ფილმი არის მორიგი თავდასხმა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე -მაკა ბოჭორიშვილი
,, ევროპა არაფრად აგდებს არც სამართლიანობას, არც ადამიანის უფლებებს, არც პოლიტიკურ თავისუფლებას''- მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: ვინმეზე დამოკიდებულების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში
,,დოკუმენტში წარმოდგენილია ის თემები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები თანხვედრაშია''- მიხეილ ყაველაშვილი
პაატა სალია - საქართველოსთვის მიგრაციის მართვა ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა
,,ისტორიაში რეფორმატორების სახელით შევალთ, რომლებიც გამოწვევებს და ფსევდოლიბერალების ბულინგს არ შეუშინდნენ ''- მარიამ ლაშხი-
ლაშა ხუციშვილი - 2026 წელს იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, დაახლოებით, 48 მილიონი ლარით და, ჯამში, ცხრა მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს
საკანონმდებლო ორგანომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
,,დღეს ევროკავშირში არის მოცემულობა, როდესაც ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ამოფარებულია ლიბერალური ფაშიზმი''- გიორგი გაბუნია
ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, თუ რას აპირებდნენ, რას გეგმავდნენ და რისი განხორციელება უნდოდათ 4 ოქტომბრის მონაწილეებს
ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ, შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ -ირაკლი კირცხალია
დონალდ ტრამპმა ნიღაბი ჩამოხსნა იმ დიდ და ბოროტ მანქანას, რომელიც ბრიუსელში მოქმედებს, უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს თავზე გამოვცადეთ და ეს დღესაც გრძელდება -ირაკლი კირცხალია
ჩვენი ამოცანაა დიპლომის ხარისხის გათანაბრება, დღეს ეს უზრუნველყოფილი არ არის, როცა 4-მილიონიან ქვეყანაში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი -ირაკლი კობახიძე