შეადარე, სცადე, დაიმტკიცე - თიბისის ახალი კამპანია
თიბისიმ დაიწყო ახალი მასშტაბური კამპანია- „შეადარე, სცადე, დაიმტკიცე“, რომელიც მომხმარებლებს ახსენებს, რომ სესხის აღება ისეთივე დაკვირვებას მოითხოვს, როგორსაც ბაზარში სურსათის შერჩევა.
ჩვენი ყოველდღიური ტრადიციაა, ბაზარში პროდუქტი დაკვირვებით, ფასისა და ხარისხის შედარებით შევარჩიოთ. თუმცა სამწუხაროდ, როცა საქმე ფინანსურ ვალდებულებას ეხება, მომხმარებელთა უმეტესობა „პირველივე დახლთან“ ჩერდება და ავტომატურად თანხმდება იმ ბანკის პირობებს, სადაც ხელფასი ერიცხება. სინამდვილეში კი, სესხის არჩევა ზუსტად ისეთივე პრინციპით უნდა ხდებოდეს, როგორც პროდუქტის - დაკვირვებით, შედარებითა და საუკეთესო პირობის მოთხოვნით.
იმისთვის, რომ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ 5 მთავარ კრიტერიუმზე:
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: ეს არის სესხის რეალური თვითღირებულება, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა ფარული ხარჯი, დაზღვევა თუ საკომისიო. გადაწყვეტილება სწორედ ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით უნდა მიიღოთ.
- გაცემის საკომისიო: დააზუსტეთ, რა თანხა გეჭრებათ მომსახურებისთვის და რას იღებთ ხელზე რეალურად.
- ყოველთვიური შენატანი: შეადარეთ სესხის გრაფიკები. მცირე სხვაობაც კი, გრძელვადიან პერიოდში, სოლიდურ დანაზოგს ნიშნავს.
- ჯამურად გადასახდელი თანხა: დასვით მარტივი კითხვა — „სულ რამდენი მექნება შეტანილი ვადის ბოლოს?“ ეს საუკეთესო ინდიკატორია იმის, თუ რომელი შეთავაზებაა ყველაზე მომგებიანი.
- წინმსწრებად დაფარვის საკომისიო: მნიშვნელოვანია იცოდეთ, დაგეკისრებათ თუ არა ჯარიმა სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში და როგორი იქნება მისი მოცულობა.
სწორ არჩევანს ხშირად ხელს უშლის გავრცელებული სტერეოტიპები, თუმცა რეალობა სხვაგვარია. თიბისის მიზანია, დაამსხვრიოს ეს მითები და მომხმარებელს რეალური სურათი დაანახოს:
ხელფასი: არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანკში გერიცხებათ ანაზღაურება ან პენსია. თქვენ გაქვთ სრული უფლება, მოითხოვოთ და მიიღოთ უკეთესი პირობა.
შემოსავლის წყარო: შემოსავალი მხოლოდ ხელფასი არ არის. აგრო-მეურნეობა, გზავნილები, ვაჭრობა თუ თვითდასაქმება - ბანკისთვის ეს რეალური შემოსავალია და სესხის აღება ჩვეულებრივადაა შესაძლებელი.
სხვადასხვა ბანკის პირობების შედარებით დაზოგილი თანხა თქვენს ბიუჯეტში რჩება და ოჯახის საჭიროებებს ხმარდება. ამიტომ, ნუ დასჯერდებით პირველივე შეთავაზებას - შეადარეთ, რომ დაგიმტკიცონ.
(R)
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები რვა მილიონამდე მგზავრს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია -ეკონომიკის სამინისტრო
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული - მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე - თიბისის ახალი კამპანია
BIAFF 2025 - ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
"სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს" - თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 დეკემბერს
მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ -თამარ იოსელიანი
სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა პრიორიტეტი დაბალანსებულად არის ასახული, მესამედზე მეტი დაეთმო სოციალურ საკითხებს, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის სტიმულირებას -ირაკლი კობახიძე
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა -ირაკლი კობახიძე
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
10 დეკემბერს, პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს და უყრის კენჭს - ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს
თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა - "ადამიანები ბიზნესის უკან" გაიმართა
"მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების ახალი რეგულაციები სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც"-მარიამ ქვრივიშვილი
"საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან"-მარიამ ქვრივიშვილი
Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტმა ქუვეითში საქართველოს ელჩს საქართველოში „სტარბაქსის“ შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 დეკემბერს