სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკური შურისძიება, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას -გიგა ფარულავა
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
გიგა ფარულავას თქმით, ადრე თუ გვიან სტრასბურგის გადაწყვეტილება აუცილებლად გახდება ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების საფუძველი.
„ჩვენ სრულად მივესალმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გუშინდელ გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე. ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ „ოცნების" მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე შეთითხნილი ბრალი მხოლოდ პოლიტიკური დევნაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამორიცხავს გიორგი გახარიას იმ ბრალს, რასაც მას „ოცნების" პროკურატურა ედავება. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ: 1. 20 ივნისის მიტინგის დაშლა იყო კანონიერი, ვინაიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს; 2. 20 ივნისს დარბევის გამომწვევი ერთადერთი იარაღი, რომლითაც ადამიანებმა მძიმე დაზიანება მიიღეს, იყო რეზინის ტყვიები. რეზინის ტყვიების გამოყენების არაპროპორციულობა დადასტურდა ოთხ კონკრეტულ შემთხვევაში; 3. რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.
ადრე თუ გვიან სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გახდება ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების საფუძველი და ობიექტურად დადგინდება, ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. მაშინ როდესაც, ვციტირებ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, გიორგი გახარიას და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს ეს ბრძანება არ გაუციათ. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას გიორგი გახარიას ადვოკატი გიორგი გახარიას უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარადგენს სასამართლოში. კიდევ ერთხელ, სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება. მივმართავთ 20 ივნისის ორგნიზატორებსა და ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას", - განაცხადა გიგა ფარულავამ.
შეგახსენებეთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება. 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).
ცნობისთვის, საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ საქართველოს პროკურატურამ ორ საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
მსგავსი სიახლეები
არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია, სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს -ლევან მახაშვილი
ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია -თაზო დათუნაშვილი
პეტერ ფიშერი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, იმედია, მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე-ირაკლი კობახიძე
ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის, ჩვენთვის ფიშერის ფაილი დახურულია -შალვა პაპუაშვილი
ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელის, მათი "ენჯეობის" და პარტიების მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძელო, დღეს ვიქნებოდით, სადაც უკრაინაა, აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი -შალვა პაპუაშვილი
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკური შურისძიება, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას -გიგა ფარულავა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, ასწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და კანდიდატ ქვეყნებს-ლევან ჟორჟოლიანი
ვხელმძღვანელობთ მშვიდობიანი პოლიტიკის მკაფიო ორიენტირით, ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში-ირაკლი კობახიძე
ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს -ირაკლი კობახიძე
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა, კითხვები ახლა მიემართება ევროკავშირს და გერმანიას, სადაც გიორგი გახარია იმყოფება -შალვა პაპუაშვილი
ბატონი ფიშერი, ევროკავშირის ელჩი - ეს ადამიანები ნაცმოძრაობის პარტაქტივად იქცნენ -ირაკლი კირცხალია
თამარ ტალიაშვილმა სენატორ მარკვეინ მალინთან შეხვედრა გამართა
ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა -საგარეო საქმეთა სამინისტრო
დაწყებულია კამპანია „ქართული ოცნების” პრემიერის მიერ 4 ოქტომბერზე, თურმე, მე ორგანიზატორი ვარ ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები, ეს ფაქტობრივად არაფერს ეფუძნება, არც ვიცნობ იმ ადამიანებს - სალომე ზურაბიშვილი
ელჩის გარდა ყველაფერია ეს ადამიანი, რადგან ისეთი უმსგავსობები აქვს ჩადენილი წინასაარჩევნოდ, რადიკალებს გადაასწრო მავნებლობაში-ირაკლი ზარქუა პეტერ ფიშერზე
საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა