საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელის, მათი "ენჯეობის" და პარტიების მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძელო, დღეს ვიქნებოდით, სადაც უკრაინაა, აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი -შალვა პაპუაშვილი

ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, რამდენად მართალი და სწორი პოლიტიკა ჰქონდა „ქართულ ოცნებას", განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში. ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით, სიმართლე აღმოჩნდა, ყველა რისკი, რაზეც ვსაუბრობდით, გაცხადდა და ფარისეველი მხილებულ იქნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახდა ყველა საკითხი, რაზეც „ქართული ოცნება" საზოგადოებას სთავაზობდა ხედვას - მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში - საგარეო პოლიტიკასთან, გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით.

„„ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ უდიდესი წნეხის გაძლება, რაც მოდიოდა, მათ შორის, ევროკავშირისა და ბრიუსელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მათი და მათი ხელქვეითი „ენჯეოების" თუ პარტიების ხელით. ამ წნეხის გაძლება რამდენად მნიშვნელოვანი იყო და სად ვიქნებიდით დღეს, ამ წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ ვიქნებოდით, სადაც დღეს უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი. ამ მდგომარეობაში ჩააყენეს ფარისეველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინა. თან აგულიანებენ და ამით, სინამდვილეში, კიდევ უარეს მდგომარეობაში შეჰყავთ უკრაინელი ხალხი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-ევროკავშირის ურთიერთობას, პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას განსაკუთრებული როლი აქვს, ღიად და ცხადად უთხრას სიმართლე ევროპელ ბიუროკრატებს თუ პოლიტიკურ ლიდერებს.

„უთხრას ის, რასაც ამდენი ხანია, ფუთავენ, როგორც ევროპულობის, ცივილურობის მაგალითს; უთხრას, რომ ამ ევროპულობისა და ფსევდოევროპულობის საფარქვეშ ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის შეზღუდვის, უმცირესობების მართვის და არა უმრავლესობის ნების გაზიარების, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად. ვფიქრობ, ის მომენტია, როდესაც ევროპელი ლიდერები უნდა გამოფხიზლდნენ. ისინი ასცდნენ საკუთარ ხალხს, ევროპელი ხალხის ნებას და ერთადერთი გამოსავალია, დაუბრუნდნენ საკუთარი ხალხის ნების განხორციელებას. პირდაპირ უთხრა ამერიკის ადმინისტრაციამ მათ, რაც იქნება, ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით - ეს არის ევროპული იდენტობის დაკარგვა, ეს არის ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია, სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს -ლევან მახაშვილი
ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია -თაზო დათუნაშვილი
პეტერ ფიშერი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, იმედია, მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე-ირაკლი კობახიძე
ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის, ჩვენთვის ფიშერის ფაილი დახურულია -შალვა პაპუაშვილი
ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელის, მათი "ენჯეობის" და პარტიების მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძელო, დღეს ვიქნებოდით, სადაც უკრაინაა, აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი -შალვა პაპუაშვილი
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკური შურისძიება, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას -გიგა ფარულავა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, ასწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და კანდიდატ ქვეყნებს-ლევან ჟორჟოლიანი
ვხელმძღვანელობთ მშვიდობიანი პოლიტიკის მკაფიო ორიენტირით, ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში-ირაკლი კობახიძე
ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს -ირაკლი კობახიძე
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა, კითხვები ახლა მიემართება ევროკავშირს და გერმანიას, სადაც გიორგი გახარია იმყოფება -შალვა პაპუაშვილი
ბატონი ფიშერი, ევროკავშირის ელჩი - ეს ადამიანები ნაცმოძრაობის პარტაქტივად იქცნენ -ირაკლი კირცხალია
თამარ ტალიაშვილმა სენატორ მარკვეინ მალინთან შეხვედრა გამართა
ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა -საგარეო საქმეთა სამინისტრო
დაწყებულია კამპანია „ქართული ოცნების” პრემიერის მიერ 4 ოქტომბერზე, თურმე, მე ორგანიზატორი ვარ ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები, ეს ფაქტობრივად არაფერს ეფუძნება, არც ვიცნობ იმ ადამიანებს - სალომე ზურაბიშვილი
ელჩის გარდა ყველაფერია ეს ადამიანი, რადგან ისეთი უმსგავსობები აქვს ჩადენილი წინასაარჩევნოდ, რადიკალებს გადაასწრო მავნებლობაში-ირაკლი ზარქუა პეტერ ფიშერზე
საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა