ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს -ირაკლი კობახიძე

ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია.

„ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ეძღვნება. ის თურქმენეთის ინიციატივით დააწესა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქმენეთის მთავრობას დიალოგის, თანამშრომლობისა და კონსტრუქციული ჩართულობის ხელშეწყობისადმი ურყევი ერთგულებისთვის როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.

ჩვენი სესიის თემაა „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის". ის ზედმიწევნით ეხმიანება საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული და შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებით, ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
არ ვარ დარწმუნებული, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს გამო ძილი უფრთხება, მაგრამ მოძალადე ადამიანი ასეთია, სუსტთან ძალადობს, ძლიერთან ენის მოჩლექით საუბრობს -ლევან მახაშვილი
ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია -თაზო დათუნაშვილი
პეტერ ფიშერი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, იმედია, მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე-ირაკლი კობახიძე
ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის, ჩვენთვის ფიშერის ფაილი დახურულია -შალვა პაპუაშვილი
ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელის, მათი "ენჯეობის" და პარტიების მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძელო, დღეს ვიქნებოდით, სადაც უკრაინაა, აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი -შალვა პაპუაშვილი
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკური შურისძიება, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას -გიგა ფარულავა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, ასწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და კანდიდატ ქვეყნებს-ლევან ჟორჟოლიანი
ვხელმძღვანელობთ მშვიდობიანი პოლიტიკის მკაფიო ორიენტირით, ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში-ირაკლი კობახიძე
ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს -ირაკლი კობახიძე
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა, კითხვები ახლა მიემართება ევროკავშირს და გერმანიას, სადაც გიორგი გახარია იმყოფება -შალვა პაპუაშვილი
ბატონი ფიშერი, ევროკავშირის ელჩი - ეს ადამიანები ნაცმოძრაობის პარტაქტივად იქცნენ -ირაკლი კირცხალია
თამარ ტალიაშვილმა სენატორ მარკვეინ მალინთან შეხვედრა გამართა
ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა -საგარეო საქმეთა სამინისტრო
დაწყებულია კამპანია „ქართული ოცნების” პრემიერის მიერ 4 ოქტომბერზე, თურმე, მე ორგანიზატორი ვარ ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები, ეს ფაქტობრივად არაფერს ეფუძნება, არც ვიცნობ იმ ადამიანებს - სალომე ზურაბიშვილი
ელჩის გარდა ყველაფერია ეს ადამიანი, რადგან ისეთი უმსგავსობები აქვს ჩადენილი წინასაარჩევნოდ, რადიკალებს გადაასწრო მავნებლობაში-ირაკლი ზარქუა პეტერ ფიშერზე
საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა