ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის, ჩვენთვის ფიშერის ფაილი დახურულია -შალვა პაპუაშვილი
ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართული დემოკრატიის სტანდარტია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ყოველ კვირას ჟურნალისტებთან საათობით დროს რომ ატარებენ და არცერთ კითხვას არ გაურბიან.
„ვინმეს პრეტენზია თუ აქვს, რომ დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენელია, კრიტიკული კითხვები უნდა მოისმინოს და მშვიდად უპასუხოს. პროპაგანდისტობის იარლიყის მიწებება აჩვენებს, რომ მცდელობა აქვს, კითხვას გაექცეს. ეს აჩვენებს, რომ სტანდარტი სხვადასხვაა. დღეს ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის. თქვენ ხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მეც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და სხვა წამყვანი თანამდებობის პირები ყოველ კვირა ჟურნალისტებთან საათობით დროს ვატარებთ და არცერთ კითხვას არ გავურბივართ. დავთვალე, კვირაში რამდენ საათს ვატარებთ ამ ფორმატში. არცერთი ქვეყანა არ არსებობს და ასეთი სტატისტიკის მქონე დონალდ ტრამპი თუ იქნება, ნებისმიერ სხვა ლიდერს შეხედეთ ევროკავშირში, ვინ ატარებს ამდენ დროს „ჰარდ თოკ" რეჟიმში, სადაც ნებისმიერ კითხვას პასუხს ვცემთ? ეს ქართული დემოკრატიის სტანდარტია, რომელთანაც, როგორც ჩანს, ზოგიერთი ელჩის სტანდარტი ახლოს ვერ მოდის. რაც შეეხება ფიშერს, ჩვენთვის მისი ფაილი დახურულია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის შეთანხმების ტექსტში უნდა ჩაიწეროს მარტივი სიტყვები, „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“, ყველა პრობლემა ერთ წამში აღმოიფხვრება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობაზე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია
,,ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო''- ვოლსკი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა
კახა კალაძე შაბათს და კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს
ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ'' - დავით ქართველიშვილი
,,ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ''- პაპუაშვილი
,,უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის''-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
,,ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან''- მაკა ბოჭორიშვილი
დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა
ხატია დეკანოიძე - ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან
რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს
თამარ ცაგარეიშვილი: კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ვცემდით. ექიმები – ექიმებს, მასწავლებლები – მასწავლებლებს, ჟურნალისტები… რა დაგვემართა, გადავშენდით თუ რა ხდება?!