პეტერ ფიშერი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, იმედია, მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე-ირაკლი კობახიძე

აბსოლუტურად ცხადია, რომ პეტერ ფიშერს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და სწორედ ამ პოლიტიკური მიკერძოების შედეგია ის, რომ მან თავი აარიდა საუბარს ისეთ თემაზე, რომელიც არ იყო მომგებიანი რადიკალური ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პეტერ ფიშერს ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ეწურება და საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე იზრუნებს.

„ბატონი ფიშერი არის პოლიტიკურად მიკერძოებული. ამის იქით არ ღირს ბევრი რამის თქმა, მას ცოტა ხანში ამოეწურება უფლებამოსილების ვადა და დავიტოვოთ იმედი, რომ მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს არა ურთიერთობების გაუარესებაზე საქართველოსა და გერმანიას შორის, არამედ, პირიქით, ამ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე. ამის იმედი უნდა დავიტოვოთ. ის არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ის ძალიან ხშირად იჭრება ხოლმე პოლიტიკაში ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც მას უწევდა ისეთი პასუხის გაცემა, რომელიც იქნებოდა საზიანო ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, მას აღარ მოუნდა ჟურნალისტებთან საუბარი. აბსოლუტურად ცხადია, რომ მას აქვს პოლიტიკური მიკერძოება და სწორედ ამ პოლიტიკური მიკერძოების შედეგია ის, რომ მან თავი აარიდა საუბარს ისეთ თემაზე, რომელიც არ იყო მომგებიანი რადიკალური ოპოზიციისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის შეთანხმების ტექსტში უნდა ჩაიწეროს მარტივი სიტყვები, „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“, ყველა პრობლემა ერთ წამში აღმოიფხვრება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობაზე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია
,,ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო''- ვოლსკი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა
კახა კალაძე შაბათს და კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს
ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ'' - დავით ქართველიშვილი
,,ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ''- პაპუაშვილი
,,უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის''-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
,,ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან''- მაკა ბოჭორიშვილი
დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა
ხატია დეკანოიძე - ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან
რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს
თამარ ცაგარეიშვილი: კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ვცემდით. ექიმები – ექიმებს, მასწავლებლები – მასწავლებლებს, ჟურნალისტები… რა დაგვემართა, გადავშენდით თუ რა ხდება?!