"ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის"-Daily Express

აშშ-ის ახალმა უსაფრთხოების ეროვნულმა სტრატეგიამ ევროპა შოკში ჩააგდო, თუმცა ბრიუსელში კიდევ უფრო მეტი შფოთვა გამოიწვია იმან, რომ ისევ დაიწყო დისკუსის აშშ-ის ჩრდილოეთ ატლანტიკური ორგანიზაციიდან გასვლის თაობაზე, - წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ექსპრესი“ (Daily Express) სტატიაში სათაურით: "ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის" (ავტორი - ჯონ ვარფა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპელი ლიდერები განცვიფრებულნი იყვნენ მას შემდეგ, როცა თეთრმა სახლმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა - დოკუმენტი, რომელიც ანგრევს ყველა ტრადიციულ წარმოდგენებს ევროპა-აშშ-ის ურთიერთობებზე და სამხედრო-პოლიტიკურ ინტეგრაციაზე.

ამერიკის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ინიციატივით გამოვიდა თავისი ქვეყნის ნატოდან გასვლის თაობაზე, რაც, ალბათ, დიდ პანიკას გამოიწვევს აშშ-ის მოკავშირეებს შორის.

33-გვერდიან დოკუმენტი შეიცავს ევროპის მკვეთრ კრიტიკას, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები „პოლიტიკური თავისუფლებებისა და სუვერენიტეტის ძირის გამოთხრაში“ არიან დადანაშაულებულნი. მასში ასევე ნათქვამია, რომ ევროპა „ცივილიზაციური დაღუპვის“ წინაშე დგას. დოკუმენტში ხაზი აქვს გასმული გადასვლას კონცეფციაზე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, რომელშიც ვაშინგტონის მხრიდან ძირითადი ყურადღება ეთმობა დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს [ანუ ამერიკის კონტინენტს მთლიანად - ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილს, ასევე თითქმის მთლიანად წყნარი ოკეანის რეგიონს], აშშ-ის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და არა გლობალურ ვალდებულებებს. საგარეო პოლიტიკისადმი ამ ახალი მიდგომების ჩარჩოებში აშშ ყურადღებას დაუთმობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას - "სტრატეგიული სტაბილურობის" დამყარების მიზნით.

თეთრი სახლის მიერ შემუშავებულმა დოკუმენტმა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა ეჭვი ნატოში აშშ-ის გრძელვადიანი მონაწილეობის მიმართ, რომელიც დასავლეთის ომის შემდგომი უსაფრთხოების ქვაკუთხედად ითვლება.

ევროპულ დედაქალაქებში, ალბათ, კიდევ უფრო მეტ შფოთვას გამოიწვევს აშშ-ის კონგრესის წევრის წინადადება, რომელმაც წამოაყენა კანონპროექტი სამხედრო ალიანსიდან აშშ-ის გასვლის თაობაზე. თუ საკანონმდებლო ორგანო ამ წინადადების განხილვას დაიწყებს, ეს სენსაცია იქნება (წარმოუდგენელი ფაქტი!)...

რესპუბლიკელმა დეპუტატმა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა აშშ-ის კენტუკის შტატიდან თომას მასიმ განაცხადა, რომ ნატო უკვე ვეღარ პასუხობს უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს.

„ნატო ცივი ომის გადმონაშთია, - თქვა მან, - ჩვენ უნდა გამოვიდეთ ნატოდან, თანხები ჩვენი საკუთარი ქვეყნის დასაცავად უნდა გამოვიყენოთ და არა ევროპის მო სოციალისტო მთავრობების მქონე ქვეყნებისათვის.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის საპირწონედ, კომუნისტური ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რომელიც უკვე აღარ არსებობს, 30 წლის წინ გაქრა რუკიდან. აშშ-ის მონაწილეობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამერიკელ გადასახადის გადამხდელს ტრილიონობით დოლარი დაუჯდა. ნატოს წევრობის გამო ჩვენ საფრთხეში ვართ - იძულებულნი ვხდებით, რომ სხვადასხვა ქვეყნებს შორის დაწყებულ ომებში ვიყოთ ჩათრეული.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი კონსტიტუცია არ იწონებს და არ გვავალდებულებს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას, რაზედაც ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელ-დამაარსებელი მამები გვაფრთხილებდნენ... ამერიკა არ უნდა იყოს მსოფლიოს ქვეყნების დამცველი, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მდიდარი ქვეყნები უარს ამბობენ საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაზე“.

უნგრეთის ფუნდამენტალური სამართლის ცენტრის ანალიტიკოსის ზოლთან კოშკოვიჩის აზრით, აშშ-ის გასვლა ნატოდან ვლადიმერ პუტინისათვის იდეალური საჩუქარი იქნებოდა: „ევროპასა და ამერიკას შორის განხეთქილების შეტანა რუსეთის უდიდესი გამარჯვება იქნებოდა ბოლო 80 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მოვლენასთან ახლოს ვართ. ისეთი მოვლენები ვითარდება, რომ ვფიქრობ, დასავლეთის სამხედრო კოალიცია ვლადიმერ პუტინს ამ ყველაფერს ოქროთი მოვარაყებული ლანგრით მიართმევს“.


წყარო: 





მსგავსი სიახლეები
აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს -Axios
"ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის"-Daily Express
"დონალდ ტრამპი: "ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს - იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს"-The Daily Telegraph
"აშშ-ის ელჩი თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს"-Cumhuriyet
"კიევი - განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?"-Neue Zürcher Zeitung
"უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!"-Cumhuriyet
"დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჯარისკაცები არ ჰყოფნის"-The Economist
"რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება"-The Daily Telegraph
"თუ ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული სკანდალი არ დაამხობს, მაშინ პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მსხვერპლი გახდება"-The Daily Telegraph
"კრემლთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა: ტრამპს შეუძლია უარი თქვას უკრაინასთან და რუსეთთან შუამავლობაზე?"-The Daily Telegraph
"მოლაპარაკების შემდეგ ომის დასასრული არ მოახლოებულა"-BBC
"მზად არიან თუ არა საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის?"-Le Journal du Dimanche
"დონალდ ტრამპი შესაძლოა ზოგადად ინტერვენციის წინააღმდეგია,მაგრამ ლათინური ამერიკაში მისთვის მონროს დოქტრინა ძალაში რჩება"-The Daily Telegraph
"ტრამპი პაციფისტია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის იგი საშიში:ამერიკის პრეზიდენტი უკრაინას თავს ახვევს ქვეყნისთვის საზიანო სამშვიდობო გეგმას"- The Daily Telegraph
"რატომ სჭირდება ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ პუტინმა ტრამპის სამშვიდობო გეგმა უარყოს"-The Daily Telegraph
"დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინის მიმართ ფუჭი და უშედეგოა - ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არ არის"-The Daily Telegraph
"უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავია ფრენები საქართველოში ქუვეითელ ტურისტთა რაოდენობას ზრდის"-Arab Times
"წაუგებელი ვარიანტი კრემლისათვის-პუტინს ორივე სიტუაცია აწყობს-ომის შეწყვეტაც და ომის გაგრძელებაც"- The New York Times
"შეუძლია თუ არა ევროპას იმის გააზრება, რომ დონალდ ტრამპს არ უნდა დაეყრდნოს და მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს?"-Politico
"ტრამპმა პუტინის დამახინჯებული ფსიქოლოგია ვერ გაიგო. დადგა მომენტი, რომ ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი ნება გამოხატონ"-The Daily Telegraph