უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქალაქ კუპიანსკის ნაწილი დაიბრუნეს

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში ჩავიდა, სამხედროებს სახმელეთო ჯარების დღე მიულოცა და ქალაქიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მისი თქმით, უკრაინული ძალები კუპიანსკის მიმართულებით წარმატებებს აღწევენ და რუსებს ანადგურებენ.

ზელენსკის განცხადებით, ფრონტის ხაზზე წარმატება დიპლომატიური შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია.

„ეს კუპიანსკის მიმართულებაა, ჩვენი ჯარისკაცები აქ უკრაინისთვის შედეგებს აღწევენ. კუპიანსკზე ბევრი რუსი საუბრობდა - ჩვენ ამას ვხედავთ. მე იქ ვიყავი, ბიჭებს მივულოცე. მადლობა ყველა დანაყოფს, ვინც აქ იბრძვის. ყველას, ვინც ოკუპანტს ანადგურებს. დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ფრონტის ხაზზე შედეგების მიღწევა, რათა უკრაინამ დიპლომატიური შედეგების მიღწევა შეძლოს. სწორედ ასე მუშაობს ეს: ქვეყნის შიგნით ძლიერი პოზიციები, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ძლიერ პოზიციებს ნიშნავს. მადლობა ყველა ჯარისკაცს. ვამაყობთ თქვენით. მადლობა ჩვენს სახმელეთო ჯარს, დღეს თქვენი დღეა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კუპიანსკის ნაწილი დაიბრუნეს და იქ მყოფი რუსი ჯარისკაცები ალყაში მოაქციეს. უკრაინის ეროვნული გვარდიის ხარტიის კორპუსის ცნობით, გათავისუფლებულია კუპიანსკის რამდენიმე ჩრდილოეთით მდებარე რაიონი.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქში მყოფი რუსები სრულიად განვდევნეთ. დიდი ხნის განმავლობაში ვერ იგებდნენ, რა ხდებოდა. ახლა კი, იციან, რომ ალყაში არიან მოქცეული", - განაცხადა ხარტიის მეთაურმა იგორ ობოლენსკიმ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ ,რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% გადაჭრილია ''- Sky News
„მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“- ფრიდრიხ მერცი
Volkswagen-მა პირველად 1937 წლიდან გერმანიაში ქარხანა დახურა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD
,,აშშ ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან, კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე''- მედია
,,ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია''-პესკოვი
ილჰამ ალიევი გეგმავს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ამნისტიას, რომელიც დაახლოებით 20 000 მსჯავრდებულს შეეხება
ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
პუტინი დონბასს თუ მიიღებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას -კაია კალასი
ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ
„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
,,კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას''- ლიზ ტრასი
,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი
,,მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს''- იური უშაკოვი
,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი
პარიზში მშვიდობის მარში გაიმართა - დემონსტრანტებმა ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლა მოითხოვეს
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი გადატვირთულ ქუჩაზე დაეშვა ავარიულად დაეშვა
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში ნავთობის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა