„ვაშინგტონ პოსტი“ - რუსტემ უმეროვმა კეშ პატელთან საიდუმლო შეხვედრები გამართა, რაც დასავლელ მაღალჩინოსნებში შეშფოთებას იწვევს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, რუსტემ უმეროვმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელთან, კეშ პატელთან საიდუმლო შეხვედრები გამართა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი" წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ბოლო პერიოდში უმეროვმა მაიამიში, სულ მცირე, სამჯერ იმოგზაურა დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, გამოცემის წყაროების თქმით, ამერიკაში ყოფნის დროს უმეროვმა დახურული შეხვედრები გამართა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან.
„ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, ეს შეხვედრები დასავლელ მაღალჩინოსნებში შეშფოთებას იწვევს.
როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი მათგანის შეფასებით, უმეროვი და სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნები შეხვდნენ პატელს იმ იმედით, რომ დაიცვან თავი კორუფციული ბრალდებებისგან. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახალი კომუნიკაციის არხი შესაძლოა, გამოიყენონ ზელენსკის მთავრობაზე ზეწოლისთვის, აიძულონ უკრაინა, მიიღონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უკრაინის მხრიდან დიდ დათმობებს გულისხმობს.
აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ უმეროვი კეშ პატელს შეხვდა. როგორც სტეფანიშინამ გამოცემას განუმარტა, მათ „მხოლოდ ეროვნული უშიშროების საკითხები განიხილეს", რომლებიც არ შეიძლება, გასაჯაროვდეს.
მსგავსი სიახლეები
,ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ ,რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% გადაჭრილია ''- Sky News
„მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“- ფრიდრიხ მერცი
Volkswagen-მა პირველად 1937 წლიდან გერმანიაში ქარხანა დახურა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD
,,აშშ ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან, კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე''- მედია
,,ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია''-პესკოვი
ილჰამ ალიევი გეგმავს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ამნისტიას, რომელიც დაახლოებით 20 000 მსჯავრდებულს შეეხება
ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
პუტინი დონბასს თუ მიიღებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას -კაია კალასი
ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ
„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
,,კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას''- ლიზ ტრასი
,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი
,,მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს''- იური უშაკოვი
,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი
პარიზში მშვიდობის მარში გაიმართა - დემონსტრანტებმა ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლა მოითხოვეს
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი გადატვირთულ ქუჩაზე დაეშვა ავარიულად დაეშვა
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში ნავთობის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა