2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს -მარიამ ქვრივიშვილი
"2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება მზად, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პირველი ფაზა 2029 წელს დასრულდება და ნავსადგური დაახლოებით 600,000 კონტეინერის მიღებას შეძლებს.
რაც შეეხება პორტის განვითარების მეორე ფაზას, მინისტრის ინფორმაციით, მისი დასრულება 2036 წლისთვისაა დაგეგმილი, რომლის დროსაც ანაკლიის ნავსადგურის გამტარუნარიანობა ფაქტობრივად გაორმაგდება და ის მილიონზე მეტი კონტეინერის მიღებასა და დამუშავებას შეძლებს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავად დააფინანსოს მთავარი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც დღეს უკვე მიმდინარე პროცესშია. ის ასევე შეეხო მოლაპარაკებებს ჩინურ - სინგაპურულ კონსორციუმთან.
"ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები კოსორციუმთან, რომელმაც განაცხადი შემოიტანა საჯარო ტენდერის პროცესში. დღეს სატენდერო პროცესი დასრულებული არ არის. გვაქვს რამდენიმე გამოკვეთილი საკითხი, რომლის გარშემოც კონსორციუმის მხარესთან მიდის დისკუსია და მსჯელობა, რომ ჩვენ, როგორც ყველა სხვა პროექტში, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. შეიძლება ითქვას, რომ პოზიციების შეჯერების პროცესში ვართ," - აღნიშნა მინისტრმა.
"ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესი მალე უნდა დასრულდეს და ასევე ის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ ასევე, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებაში გაშვებას, რომელსაც ექნება უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის და მის ტრანზიტულ პოტენციალს გააძლიერებს," - განაცხადა მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 16 დეკემბერს
"საქართველო, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონების ენერგეტიკული ინტეგრაციის გაღრმავებაში"-ინგა ფხალაძე
ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები - Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს -მარიამ ქვრივიშვილი
2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები რვა მილიონამდე მგზავრს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია -ეკონომიკის სამინისტრო
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული - მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე - თიბისის ახალი კამპანია
BIAFF 2025 - ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
"სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს" - თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 დეკემბერს
მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ -თამარ იოსელიანი
სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა პრიორიტეტი დაბალანსებულად არის ასახული, მესამედზე მეტი დაეთმო სოციალურ საკითხებს, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის სტიმულირებას -ირაკლი კობახიძე
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა -ირაკლი კობახიძე
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
10 დეკემბერს, პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს და უყრის კენჭს - ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს
თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია