მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე. მათ შორის არიან ირანის, ინდოეთის, ნიგერიის, პაკისტანის, თურქმენეთის, ნეპალის, სიერა ლეონეს, ბანგლადეშის, იორდანიის, ეთიოპიისა და ავღანეთის მოქალაქეები.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე შვიდი პირი დააკავა
პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა
საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
"ადვოკატთა ასოციაცია" თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის - კანონმდებლობაში შემოდის ტერმინი „პროცესუუნარო“
,,ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნებას "უჩივის
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
საპატრულო პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა
პროკურატურამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ მოსწავლე დაჭრა
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად -ალექსანდრე დარახველიძე
პაატა სალია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს
"გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სუს-ში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია" - სუს-ი
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა