ევროკავშირი შეიშალა-დევიდ ლი

საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი დევიდ ლი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირი შეიშალა.

დევიდ ლი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში არ გაწევრიანება სწორი გადაწყვეტილებაა, ისევე როგორც გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა.

დევიდ ლი განცხადებას ევროკავშირის მხრიდან ბელგიაზე უნგრეთის მსგავსი ზეწოლის კონტექსტში წერს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი, რომელიც კანონის უზენაესობას ქადაგებს, პოლიტიკურ სანქციებს მიმართავს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც სამართლებრივი ნორმების დაცვას ცდილობენ.

„ევროკავშირში არ გაწევრიანება საქართველოს ისტორიაში ყველაზე სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება იყო. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2016 წელს სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც 1971 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არასწორი გადაწყვეტილების შემდეგ იქნა მიღებული. დღეს ევროკავშირი საბოლოოდ შეიშალა. ბელგია ბედავს! დიახ, ბედავს მოითხოვოს ელემენტარული იურიდიული გარანტიები უკრაინისთვის 210 მილიარდიანი „რეპარაციის სესხის" დამტკიცებამდე, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით უნდა დაფინანსდეს. ახლა კი დე ვევერს ახალ ორბანს ეძახიან. ევროკავშირი მუდმივად ქადაგებს „კანონის უზენაესობას", მაგრამ ახლა ღიად განიხილავს პოლიტიკური სანქციების დაწესებას წევრი სახელმწიფოსთვის, რომლის ერთადერთი მოთხოვნაა... სამართლებრივი ნორმების დაცვა", - დაწერა ლიმ.

 





მსგავსი სიახლეები
,ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ ,რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% გადაჭრილია ''- Sky News
„მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“- ფრიდრიხ მერცი
Volkswagen-მა პირველად 1937 წლიდან გერმანიაში ქარხანა დახურა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD
,,აშშ ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან, კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე''- მედია
,,ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია''-პესკოვი
ილჰამ ალიევი გეგმავს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ამნისტიას, რომელიც დაახლოებით 20 000 მსჯავრდებულს შეეხება
ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
პუტინი დონბასს თუ მიიღებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას -კაია კალასი
ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ
„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
,,კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას''- ლიზ ტრასი
,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი
,,მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს''- იური უშაკოვი
,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი
პარიზში მშვიდობის მარში გაიმართა - დემონსტრანტებმა ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლა მოითხოვეს
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი გადატვირთულ ქუჩაზე დაეშვა ავარიულად დაეშვა
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში ნავთობის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა