კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს -გრიგოლ გეგელია
კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს - მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან პოლიტიკურ ერთობაში ინტეგრირების ნაცვლად, ეს რეჟიმი დიქტატორებთან, ტერორისტებთან და ტერორიზმის სპონსორებთან ერთად საუბრობს "მშვიდობაზე", რასაც პირველ რიგში სწორედ ავტოკრატები მტრობენ და ანადგურებენ. მშვიდობა არ არის და არ ყოფილა ანტიქართული რეჟიმის მიზანი,- ამის შესახებ "ლელო -ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც თურქმენეთში გამართულ ფორუმზე ირაკლი კობახიძის მონაწილეობას გამოეხმაურა,
მისი თქმით, კობახიძემ შეაჩერა სვლა ევროკავშირისკენ, სამაგიეროდ კი „ესწრება ე. წ. სამშვიდობო კონფერენციას ავტოკრატებთან ერთად".
„კობახიძემ შეაჩერა სვლა ევროკავშირისკენ, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტია, სამაგიეროდ ესწრება ე. წ. სამშვიდობო კონფერენციას რუსეთის, ირანის და პაკისტანის ლიდერებთან და სხვა ავტოკრატებთან ერთად, რომელთა რიგებში დგას მშვიდობის უდიდესი მტერი, ქართველთმოძულე და ოკუპანტი პუტინი. ჰეზბოლას პანაშვიდების შემდეგ, კობახიძემ საბოლოოდ იპოვა საკუთარი ადგილი აშხაბადის კონფერენციაზე, ხოლო ოცნების სპიკერების თქმით, თურმე სწორედ აქ ყოფილა საქართველოს მომავალი.
მაგრამ, ეს მხოლოდ კობახიძის ადგილია და არა ქართველი ერის ადგილი, აქ კობახიძის მომავალია და არა ქრისტიანი, ევროპელი, თავისუფალი ქართველი ერისა, რომელმაც ამ ავტოკრატიულ ბინდს საუკუნეების წინ ამჯობინა ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია, ევროპის ერთა ოჯახში სრულფასოვანი ადგილის მოძიება, წესებსა და კანონებზე დაფუძნებული მშვიდობიანი პოლიტიკური სივრცის წევრობა, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებს, კეთილდღეობას და კანონიერებას ემყარება.
უმთავრესი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ კობახიძე ცდილობს აშხაბადის ღირებულებათა ღერძით ჩაანაცვლოს ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის ღერძი, ეს ფორმატი შემოგვთავაზოს საპირწონედ იმისა, რასაც თავად სპობს და ანგრევს - დაცული და უსაფრთხო ევროპული მომავალი.
კობახიძის საგარეო პოლიტიკა არაორგანული ანტისხეულია. ის ისევე არ არის თავსებადი არაფერ ქართულთან, როგორც ეს მძარცველი რეჟიმი არ არის თავსებადი ღარიბი ქართველი ერის გამოწვევებსა და პრიორიტეტებთან.
პარალელურად, დღეს სააშკარაოზე გამოვიდა ოცნების რეჟიმის ე. წ. მშვიდობის არსიც. ვისაც სურს გაიგოს რას გულისხმობს „ქოცი" მშვიდობაში, ამიერიდან კიდევ უფრო ნაკლები ფიქრი დასჭირდება - მშვიდობაში „ქოცები" გულისხმობენ სწორედ პრორუსულ ავტოკრატიას, ნეიტრალიტეტს რუსულ ორბიტაზე და სხვადასხვა შავბნელ დიქტატურასთან ალიანსში ყოფნას.
ფაქტი სახეზეა: მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან პოლიტიკურ ერთობაში ინტეგრირების ნაცვლად, ეს რეჟიმი დიქტატორებთან, ტერორისტებთან და ტერორიზმის სპონსორებთან ერთად საუბრობს "მშვიდობაზე", რასაც პირველ რიგში სწორედ ავტოკრატები მტრობენ და ანადგურებენ. მშვიდობა არ არის და არ ყოფილა ანტიქართული რეჟიმის მიზანი",- განაცხადა გეგელიამ.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის შეთანხმების ტექსტში უნდა ჩაიწეროს მარტივი სიტყვები, „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“, ყველა პრობლემა ერთ წამში აღმოიფხვრება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობაზე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია
,,ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო''- ვოლსკი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა
კახა კალაძე შაბათს და კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს
ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ'' - დავით ქართველიშვილი
,,ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ''- პაპუაშვილი
,,უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის''-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
,,ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან''- მაკა ბოჭორიშვილი
დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა
ხატია დეკანოიძე - ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან
რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს
თამარ ცაგარეიშვილი: კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ვცემდით. ექიმები – ექიმებს, მასწავლებლები – მასწავლებლებს, ჟურნალისტები… რა დაგვემართა, გადავშენდით თუ რა ხდება?!