აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს -Axios
აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს.
ინფორმაციას ამის შესახებ „აქსიოსი" ავრცელებს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა „აქსიოსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ დაიდება სამი ცალკეული შეთანხმება - მშვიდობის, უსაფრთხოების გარანტიებისა და რეკონსტრუქციის შესახებ.
„როდესაც ადამიანები ხედავენ, რას იღებენ და არა მხოლოდ იმას, თუ რას თმობენ, ისინი უფრო მეტად არიან მიმართული წინსვლისკენ. ამჟამინდელი წინადადების თანახმად, ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავისი ტერიტორიის 80%-ზე, მიიღებს ყველაზე დიდ და ძლიერ უსაფრთხოების გარანტიებს, რაც კი ოდესმე მიუღია და ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებათა პაკეტს კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა თეთრი სახლის ანონიმურმა წარმომადგენელმა „აქსიოსთან" საუბრისას.
როგორც მედია წერს, აშშ-ში პროგრესად მიიჩნევენ ვოლოდიმირ ზელენსკის საჯარო განცხადებას ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.
„აქსიოსს" თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ამ დისკუსიებმა და აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდმა საკმარისი პროგრესი აჩვენა, რათა დონალდ ტრამპმა სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ევროპაში მოლაპარაკებებისთვის გაგზავნოს.
„ისინი მიიჩნევენ, რომ მშვიდობის შანსი არსებობს და პრეზიდენტი მათ ენდობა," - აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი „აქსიოსთან" საუბრისას.
ამასთან, თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, უკრაინას მიაწოდოს გარანტიები ნატოს მე-5 მუხლის საფუძველზე, რომელსაც კონგრესი დაამტკიცებს და იურიდიულად სავალდებულო იქნება.
„ჩვენ გვსურს უკრაინელებს მივაწოდოთ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც, ერთი მხრივ, არ იქნება ცარიელი ჩეკი და, მეორე მხრივ, საკმარისად ძლიერი იქნება. ჩვენ მზად ვართ, ის კონგრესს კენჭისყრისთვის გავუგზავნოთ" - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
მსგავსი სიახლეები
აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს -Axios
"ნატო კრახის პირას: აშშ ალიანსიდან გასვლას აპირებს? ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი გამარჯვების აჩრდილი დადის"-Daily Express
"დონალდ ტრამპი: "ზელენსკი სამშვიდობო გეგმას უნდა დათანხმდეს - იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს"-The Daily Telegraph
"აშშ-ის ელჩი თურქეთის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს"-Cumhuriyet
"კიევი - განხეთქილების ფაქტორი: რატომ აღარ გამოდის კრემლი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ?"-Neue Zürcher Zeitung
"უკრაინა ცეცხლს ეთამაშება!"-Cumhuriyet
"დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჯარისკაცები არ ჰყოფნის"-The Economist
"რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს იკავებს, სამშვიდობო მოლაპარაკება კი დაბრკოლებებს აწყდება"-The Daily Telegraph
"თუ ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული სკანდალი არ დაამხობს, მაშინ პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მსხვერპლი გახდება"-The Daily Telegraph
"კრემლთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა: ტრამპს შეუძლია უარი თქვას უკრაინასთან და რუსეთთან შუამავლობაზე?"-The Daily Telegraph
"მოლაპარაკების შემდეგ ომის დასასრული არ მოახლოებულა"-BBC
"მზად არიან თუ არა საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის?"-Le Journal du Dimanche
"დონალდ ტრამპი შესაძლოა ზოგადად ინტერვენციის წინააღმდეგია,მაგრამ ლათინური ამერიკაში მისთვის მონროს დოქტრინა ძალაში რჩება"-The Daily Telegraph
"ტრამპი პაციფისტია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის იგი საშიში:ამერიკის პრეზიდენტი უკრაინას თავს ახვევს ქვეყნისთვის საზიანო სამშვიდობო გეგმას"- The Daily Telegraph
"რატომ სჭირდება ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ პუტინმა ტრამპის სამშვიდობო გეგმა უარყოს"-The Daily Telegraph
"დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინის მიმართ ფუჭი და უშედეგოა - ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არ არის"-The Daily Telegraph
"უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავია ფრენები საქართველოში ქუვეითელ ტურისტთა რაოდენობას ზრდის"-Arab Times
"წაუგებელი ვარიანტი კრემლისათვის-პუტინს ორივე სიტუაცია აწყობს-ომის შეწყვეტაც და ომის გაგრძელებაც"- The New York Times
"შეუძლია თუ არა ევროპას იმის გააზრება, რომ დონალდ ტრამპს არ უნდა დაეყრდნოს და მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს?"-Politico
"ტრამპმა პუტინის დამახინჯებული ფსიქოლოგია ვერ გაიგო. დადგა მომენტი, რომ ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი ნება გამოხატონ"-The Daily Telegraph