მშვიდობა არც თუ ისე შორს არის -ერდოღანი რუსეთ-უკრაინის ომზე
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან გუშინ აშხაბადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მშვიდობა არც თუ ისე შორს არის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ერდოღანმა აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ის აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს, რა დროსაც აგრეთვე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს განიხილავს.
„პუტინთან შეხვედრის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამშვიდობო გეგმის განხილვის საშუალება აშშ-ის პრეზიდენტთან ტრამპთან მოგვეცემა. მშვიდობა არც თუ ისე შორს არის, ჩვენ მას ვხედავთ", - განაცხადა ერდოღანმა.
როგორც სააგენტო იუწყება, პარასკევს გამართული შეხვედრის დროს ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ დროებითი ზავი, რომელიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და პორტების დაბომბვას შეაჩერებდა, ხელსაყრელი იქნებოდა ორივე მხარისთვის.
„შავი ზღვა ბრძოლის ველად არ უნდა იქცეს. ასეთი რამ რუსეთსა და უკრაინას მხოლოდ დააზიანებს. ყველას სურს უსაფრთხო ნაოსნობა შავ ზღვაში. ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს", - დასძინა თურქეთის ლიდერმა.
მსგავსი სიახლეები
"მე ვუჩივლებ BBC-ის. მათ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს და საშინელი სიტყვები ჩამიდეს, რომელიც არ მითქვამს" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინას მოლაპარაკებებზე უთხრეს, რომ ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში დონეცკიდან ძალების გაყვანას უნდა დათანხმდეს – „როიტერი“
,,ტერიტორიულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ''- ფრიდრიხ მერცი
,ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ ,რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% გადაჭრილია ''- Sky News
„მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“- ფრიდრიხ მერცი
Volkswagen-მა პირველად 1937 წლიდან გერმანიაში ქარხანა დახურა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD
,,აშშ ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან, კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე''- მედია
,,ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია''-პესკოვი
ილჰამ ალიევი გეგმავს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ამნისტიას, რომელიც დაახლოებით 20 000 მსჯავრდებულს შეეხება
ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
პუტინი დონბასს თუ მიიღებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას -კაია კალასი
ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ
„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
,,კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას''- ლიზ ტრასი
,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი
,,მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს''- იური უშაკოვი
,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი
პარიზში მშვიდობის მარში გაიმართა - დემონსტრანტებმა ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლა მოითხოვეს