რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში ნავთობის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ ურიუპინსკში ნავთობის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ.მათივე ინფორმაციით, დრონებით შეტევა ასევე მოხდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იაროსლავსა და კრასნოდარის მხარეში და ელექტროსადგურზე სმოლენსკის ოლქში.ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, ურიუპინსკში, ნავთობბაზაზე, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი გაჩნდა.რუსეთის საზოგადოებრივი ჯგუფების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა იაროსლავში მდებარე „სლავნეფტ-იანოს" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.რუსეთის საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა მოხდა.„ადგილობრივი მცხოვრებლები იუწყებიან აფეთქებების შესახებ აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე სახლების დაზიანების შესახებ", - წერს ტელეგრამ არხი Astra.გარდა ამისა, რუსეთის საზოგადოებრივმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ სმოლენსკიში, ელექტროსადგურზე დრონით თავდასხმა ხორციელდება.
მსგავსი სიახლეები
"მე ვუჩივლებ BBC-ის. მათ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს და საშინელი სიტყვები ჩამიდეს, რომელიც არ მითქვამს" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინას მოლაპარაკებებზე უთხრეს, რომ ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში დონეცკიდან ძალების გაყვანას უნდა დათანხმდეს – „როიტერი“
,,ტერიტორიულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ''- ფრიდრიხ მერცი
,ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ ,რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% გადაჭრილია ''- Sky News
„მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“- ფრიდრიხ მერცი
Volkswagen-მა პირველად 1937 წლიდან გერმანიაში ქარხანა დახურა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD
,,აშშ ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან, კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე''- მედია
,,ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია''-პესკოვი
ილჰამ ალიევი გეგმავს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ამნისტიას, რომელიც დაახლოებით 20 000 მსჯავრდებულს შეეხება
ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
პუტინი დონბასს თუ მიიღებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას -კაია კალასი
ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ
„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
,,კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას''- ლიზ ტრასი
,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი
,,მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს''- იური უშაკოვი
,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი
პარიზში მშვიდობის მარში გაიმართა - დემონსტრანტებმა ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლა მოითხოვეს