,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის კრიზისის შესახებ აცხადებს. ამ თემაზე მან თავისი შოუს მეორე ეპიზოდში ისაუბრა.
მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობა ჯორჯ ორუელის დისტოპიურ რომანს „1984" იყენებს როგორც სახელმძღვანელოს, რათა შექმნას ვითარება, რომელშიც ადამიანები საკუთარი მოსაზრების გამოხატვის გამო შესაძლოა სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
ტრასი ასევე აცხადებს, რომ ყოველდღიურად ბრიტანეთში აზრის გამოხატვისთვის 30 ადამიანს აკავებენ და ეს რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთსა და ჩინეთში.
„თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა. ხელისუფლება მიზანში იღებს ადამიანებს, რომლებიც ლოცულობდნენ აბორტის კლინიკების გარეთ, კაცს, რომელიც ყურანს წვავს და თუნდაც ადამიანებს, რომლებიც Twitter-ზე ხუმრობენ. ეს შემთხვევით არ ხდება. ამის მიზანია ბრიტანელებს ხელი შეუშალოს იმის თქმაში, რასაც ფიქრობენ. ქვეყანა ღარიბდება. ჩვენ წალეკილები ვართ მასობრივი მიგრაციით. ეს მთავრობა არის ყველაზე არაპოპულარული ისტორიაში. და ელიტების პასუხი არ ყოფილა საკუთარ თავში ჩახედვა. ეს არ არის საზოგადოების მოსმენა. მათი პასუხია მცდელობა, ჩაახშონ განსხვავებული აზრის მქონე ხმები", - აცხადებს ტრასი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ვითარება მთელს ევროპაშია, სადაც სიტყვის თავისუფლება დეზინფორმაციასთან ბრძოლის საბაბით იზღუდება. ტრასი ამაში ევროკავშირი ადანაშაულებს.
მსგავსი სიახლეები
"მე ვუჩივლებ BBC-ის. მათ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს და საშინელი სიტყვები ჩამიდეს, რომელიც არ მითქვამს" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინას მოლაპარაკებებზე უთხრეს, რომ ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში დონეცკიდან ძალების გაყვანას უნდა დათანხმდეს – „როიტერი“
,,ტერიტორიულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ''- ფრიდრიხ მერცი
,ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ ,რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% გადაჭრილია ''- Sky News
„მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“- ფრიდრიხ მერცი
Volkswagen-მა პირველად 1937 წლიდან გერმანიაში ქარხანა დახურა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD
,,აშშ ითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონბასიდან, კიევი კი არ თანხმდება ამ მოთხოვნაზე''- მედია
,,ნატოში უკრაინის არგაწევრიანება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია''-პესკოვი
ილჰამ ალიევი გეგმავს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ამნისტიას, რომელიც დაახლოებით 20 000 მსჯავრდებულს შეეხება
ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
პუტინი დონბასს თუ მიიღებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას -კაია კალასი
ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლონელ კოლეგას: ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ ომი რუსეთსა და ევროპას შორის! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენს ომში ჩავერთოთ
„დოიჩე ველე“ - ბერლინში სამართალდამცველებმა ექვსი თვის განმავლობაში 141 000-ზე მეტი უკანონო პიროტექნიკა ამოიღეს
,,კანონმდებლობის მთელი სერია ეფექტურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას''- ლიზ ტრასი
,,ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება''- ფრიდრიხ მერცი
,,მოსკოვს ჯერ არ უნახავს ევროკავშირისა და უკრაინის წინადადებები სამშვიდობო გეგმის შესახებ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კონსტრუქციული იყოს''- იური უშაკოვი
,, თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა''- ლიზ ტრასი
პარიზში მშვიდობის მარში გაიმართა - დემონსტრანტებმა ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლა მოითხოვეს