ქარმა მოგლიჯა ხეები, სახლებს სახურავები გადახადა, ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება - სტიქია კახეთში
ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, ყველაზე მეტად, თელავი და საგარეჯო დააზარალა.
ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქ თელავში, ასევე სოფლებში, ვანთაში, ვარდისუბანში, კურდღელაურსა და აკურაში, დაახლოებით 15 საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქარმა მოგლიჯა ხეები, რის გამოც ათასობით აბონენტს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ქარმა თელავში მრავალწლოვანი ხეც წააქცია, რომელიც მეშვიდე საჯარო სკოლის შენობას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სტიქიის ზონაში იმყოფება თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.
პირველ ეტაპზე დაზარალებულ ოჯახებს სპეციალური ტენტებით უზრუნველყოფენ, რის შემდეგაც გადაწყდება, რა სახის დამატებითი დახმარება გაეწევათ მათ.
სტიქიის ზონაში იმყოფება თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე.რაც შეეხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და წაიქცა ხეები, რის გამოც აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.ენერგომომმარაგებელი კომპანია ადგილზე აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს
მსგავსი სიახლეები
27 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
თბილისის მერია: მოსახლეობას მალე მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება, ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის იმპორტზე ახალი ვეტერინარული წესები დამტკიცდა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს
ავჭალის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
თიბისი კამპუსი - სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
საპატრიარქო მოქალაქეებს აფრთხილებს: სოციალურ ქსელში ყალბი სასულიერო პირების სახელით თანხის ჩარიცხვას ითხოვენ
ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას - კახა კალაძე
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის (სია)
გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6153 ლარი გახდა
,, გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება'' - საჯარო რეესტრი
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორესთან დაკავშირებით კი კონსულტაციები მიმდინარეობს
მიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ ყველა სტუდენტს, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
,,ფონდმა შეიძინა ყველა ის სესხი, რომლებიც აკმაყოფილებდა წინასწარ გაცხადებულ კრიტერიუმებს''- ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს
შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ირაკლი კობახიძე - სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა; განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია