,,ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის''- მიხეილ ყაველაშვილი

 

ყველასთვის ნათელი უნდა იყოს ჩვენი გზავნილები - ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თბილის მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს კრიზისი და სხვადასხვა გამოწვევა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპა იპოვის საკუთარ თავში ძალებს, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება.

მან გლობალურად არსებული ვითარების ფონზე მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფხიზლად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებულები მთლიანად საქართველოს მოქალაქეები. ამ სიტუაციაში შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ იმან გამოიწვია ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო ინფორმირებული იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მიმდინარეობს ევროკავშირთან მიმართებაში, რიგი ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულებაში აშშ-ისა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის და ა.შ.

ეს ჩვენ რას გვაძლევს? რომ კიდევ კარგად დავაკვირდეთ მოვლენებს. ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის ეს იყო, რომ არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესები დამცველები. ეს გამოიკვეთა დღევანდელ სიტუაციაში. ამიტომ, კიდევ უნდა ვიყოთ ფხიზლად, იმისთვის რომ ამ მოვლენებიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები. გამარჯვებაში იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოში არ დავუშვათ რადიკალური, ძალადობრივი მოქმედებები, სხვა ქვეყნების ჩარევები და ვიყოთ მომართულები იმისთვის, რომ უფრო სტაბილური გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს, გავაგრძელოთ განვითარების გზა", - განაცხდა პრეზიდენტმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
"პარტიების აკრძალვა არის არასწორი" - ალექსანდრე რაქვიაშვილი
არჩილ გორდულაძე: გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც აკრძალავს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებულ პარტიებს
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან იყო პოლიტიკური - ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს სჭირდება თაობა, რომელსაც ექნება საკუთარი ქვეყნის სიყვარულიც, ისტორიული მეხსიერებაც და საკმარისი სიბრძნეც
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები
კონკრეტული მაგალითები ვიცით, თუ როგორი გააფთრებით ცდილობენ ქვეყანას ძირი გამოუთხარონ - გიორგი ვოლსკი
მაკა ბოჭორიშვილი: ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო, გვექნება შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
გიორგი ვოლსკი: ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ პოლიტიკურმა ძალამ უკვე სისტემური ხასიათი მისცა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას
შიო მესამე: უკიდურესი დაცემაა, როდესაც ადამიანი ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, ამაზე უნდა დავფიქრდეთ
ლევან მახაშვილი – გერმანიის კანცლერი არჩევნების შედეგებით გაკვირვებული არ უნდა იყოს, მოსახლეობის ინტერესებს როცა გადააყოლებ ომის დღის წესრიგს, ამ ტიპის შედეგები არ უნდა გაგიკვირდეს
შალვა პაპუაშვილი – იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ "ნამახვანჰესი 1" მოაწყო, აწყობს "ნამახვანჰეს 2"-ს, "ალტ ინფო", "ნაციონალური მოძრაობა", "ენჯეოები", მათი ერთობა იყო მაშინაც და არის ახლაც
შალვა პაპუაშვილი – გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ყველა ვართ, მაშინ იყო წნეხი ყველაზე, სიმპატია გამოეხატათ იმ ძალების მიმართ, რომლებიც საქართველოს მტრობდნენ
გიორგი ჭანტურია – ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ვერანაირი რეპრესიული სარჩელები ვერ შეუშლის ხელს
შალვა პაპუაშვილი – არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ შეხვედრაზე მიჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს კანონის გვერდის ავლასთან
არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე, ყველამ უნდა დაიმახსოვროს- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი – გახარია "ნაცმოძრაობის" ერთიანი ფრონტის ნაწილი რომ იყო, ეს თავიდანვე ჩანდა, ეს პარტია ანტიკონსტიტუციურია და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში
იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის
გია ვოლსკი – პოლიტიკური შემოტევა უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც ქმნის საქართველოს ხვალინდელ მომავალს, უნდა განვიხილოთ, როგორც შემოტევა ქვეყნის წინააღმდეგ